QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 6 › ბავშვთა და მოზრდილთა · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა და მოზრდილთა

453 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

81

18 თვის ბიჭს აქვს ცხელება ბოლო 8 დღის მანძილზე, დიფუზური მაკულო-პაპულოზური გამონაყარი, ერითემული ტუჩები ნახეთქებით. ინიცირებული სკლერები და შეშუპებული ქუთუთოები. ტერფებზე და მტევნებზე გამონაყარი არ აღინიშნება. თქვენ მიიტანეთ ეჭვი არასრულ კავასაკის სინდრომზე. C-რეაქტიული ცილა 50მგ/ლ, ედს-ი-85მმ/სთ. ქვემოთ ჩამოთვლილი ლაბორატორიული მონაცემიდან რომელი ადასტურებს დიაგნოზს და იმუნოგლობილინით და ასპირინით მკურნალობის აუცილებლობას?

82

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რევმატიული ცხელების იზოლირებული მანიფესტაცია ყველაზე ხშირად შეიძლება იყოს

83

შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაზიანებით მიმდინარე დაავადებებიდან ლეიკოპენია ჩვეულებრივ ახასიათებს

84

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი კლინიკური გამოვლინება ახასიათებს რევმატიულ ცხელებას?

85

27 წლის პირველმშობიარე, 34 კვირის გესტაციის ქალს ნაყოფის მკვეთრი ბრადიკარდიის გამო ჩაუტარდა გადაუდებელი საკეისრო კვეთა, დაიბადა ახალშობილი, რომელსაც აღენიშნებოდა აპნოე და კუნთთა ტონუსის მკვეთრი დაქვეითება.. რეანიმაციის დაწებიდან 30 წმ-ის შემდეგ ახალშობილი არ სუნთქავს, კვლავ მოდუნებული და ციანოზურია. თქვენი ტაქტიკა.

86

37-38 კვირის გესტაციის ახალშობილს, რომელიც დაიბადა ასფიქსიაში, გაუსუფთავეს სასუნთქი გზები და ჩაუტარეს სტიმულაცია. 30 წამის შემდეგ დაიწყეს ფილტვის ვენტილაცია დადებითი წნევით. მე-60 წუთზე გულისცემის სიხშირეა 40. თქვენი ტაქტიკა.

87

30 კვირის გესტაციის, ასფიქსიაში დაბადებული ახალშობილის მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ფილტვის დადებითი წნევით ვენტილაციისა და გულის არაპირდაპირი მასაჟის შემდეგ (რეანიმაციის დაწყებიდან 90 წამი). თქვენი ტაქტიკა.

88

პათოლოგიური ორსულობიდან და მშობიარობიდან მიღებულ, 25 კვირის გესტაციის, მამრობითი სქესის, 800გ მასის ახალშობილს სიცოცხლის პირველ საათზე განუვითარდა: ტაქიპნოე, ჩასუნთქვისას გულმკერდის რეტრაქცია, ექსპირატორული ხმიანობა ამოსუნთქვისას, ციანოზი, ცხვირის ნესტოთა ბერვა. ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების დაწყებამდე რომელ პათოლოგიაზე იფიქრებთ?

89

40 კვირის გესტაციის ახალშობილს სიცოცხლის პირველ კვირაზე განუვითარდა რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ლეთარგია. ანამნეზიდან აღსანიშნავია, რომ ახალშობილი არის მეორე ორსულობიდან და მშობიარობიდან. პირველი ორსულობა დამთავრდა სპონტანური აბორტით. მიმდინარე ორსულობის მეორე ნახევარში დედამ გადაიტანა პიელონეფრიტი, ჰქონდა ჩირქოვანი გამონადენი საშოდან. მშობიარობისას აღენიშნებოდა ხანგრძლივი უწყლო პერიოდი (26 საათი). რომელ პათოლოგიაზე იფიქრებთ?

90

34 კვირის გესტაციის, 1800გ მასის ახალშობილს აღენიშნება ჰიდროცეფალია, ჰეპატოსპლენომეგალია, ქორიორეტინიტი, მაკულოპაპულოზური გამონაყარი, სიყვითლე, კალციფიკატები ტვინში, თრომბოციტოპენია. აღსანიშნავია, რომ დედას ორსულობის მეორე ნახევარში გადატანილი აქვს დაავადება ჰიპერთერმიით, ლიმფადენოპათიით. მკურნალობა არ ჩაუტარებია. რომელ პათოლოგიაზე იფიქრებთ

91

38-39 კვირის გესტაციის ახალშობილს აღენიშნება მცირე მასა დაბადებისას (2200გ), მიკროცეფალია, სიყვითლე, რომელიც განვითარდა სიცოცხლის პირველივე დღეს, ჰეპატოსპლენომეგალია, კანზე მრავლობითი ჰემორაგია (,,მოცვებიანი “ ნამცხვრის მსგავსი), პნევმონია, წვრილი პერივენტრიკულური კალციფიკატები, რომელსაც მოგვიანებით დაერთო ინტერსტიციული ნეფრიტი. რომელ პათოლოგიაზე იფიქრებთ

92

24 კვირის გესტაციის, მამრობითი სქესის ახალშობილს, რომელიც არის მე-2 ტყუპისცალი, სიცოცხლის პირველივე საათზე დაუდგინდა I ტიპის რესპირაციული დისტრეს სინდრომი (ჰიალინური მემბრანების დაავადება). ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რით არის შესაძლებელი ავხსნათ აღნიშნული მონაცემები?

93

ახალშობილი არის 30 წლის ქალის I ორსულობიდან და მშობიარობიდან. ორსულობა მიმდინარეობდა I ნახევრის ტოქსიკოზით (გულისრევა, ღებინება), II ნახევარში დედამ გადაიტანა ინფექცია ჰიპერთერმიით, Hყელის, ზურგის და მუცლის ტკივილით. მშობიარობა ნაადრევი, 34 კვირის გესტაციის ვადაზე. ახალშობილი დაიბადა ასფიქსიაში. რეანიმაციიული ღონისძიებების შედეგად სუნთქვა აღდგა, მაგრამ თანდათან გამოიხატა სეფსისის კლინიკა, აღნიშნულს დაემატა მოთეთრო-მოყვითალო გრანულომების (კვანძების) გაჩენა ხახის უკანა კედელზე, ნუშურებზე, კონიუნქტივაზე. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი დიაგნოზია სავარაუდო?

94

7 დღის 24 კვირის გესტაციის ახალშობილს, რომელიც სამშობიაროდან საავადმყოფოს ახალშობილთა რეანიმაციის განყოფილებაში გადაიყვანეს, დაუდგინდა ადრეული ნეონატალური სეფსისი, გამოწვეული Lysteria Monocytogenes-ით. რომელი ანტიბიოტიკებით უმკურნალებთ პაციენტს?

95

12 დღის დროულ ახალშობილს განუვითარდა ჩირქოვანი კონიუნქტივიტი ქუთუთოების მკვეთრი შეშუპებით, რასაც ერთ კვირაში დაერთო პნევმონია, შეუპოვარი, შეტევითი, ,,სტაკატო”-ს მგავსი ხველით, ღარიბი აუსკულტაციური და რენტგენოლოგიური მონაცემებით, ცხელებისა და ინტოქსიკაციის გარეშე, ეოზინოფილიით. ჩამოთვლილთაგან ყველაზე უფრო რომელი შესაძლოა იყოს სავარაუდო პათოგენი?

96

17 დღის დროულ ახალშობილს საავადმყოფოში ქლამიდიური კონიუნქტივიტის დიაგნოზი დაუდგინდა. რომელი ჯგუფის ანტიბიოტიკებით დაიწყებდით მკურნალობას

97

36 კვირის გესტაციის 2000გ მასის ახალშობილს სიცოცხლის პირველივე დღეს აღენიშნა ვეზიკულური გამონაყარი, აფტოზური სტომატიტი, პნევმონია, ქორიორეტინიტი, ჰიპოთერმია, ჰემორაგიული სინდრომი, ენცეფალიტი, ჰეპატოსპლენომეგალია, სიყვითლე, თრომბოციტოპენია. აღსანიშნავია, რომ ბავშვი არის პირველი ორსულობიდან და მშობიარობიდან. ორსულობის დროს დედას რამდენჯერმე ჰქონდა ვეზიკულური გამონაყარი სასქესო ორგანოებზე, პერიოდულად სუბფებრილური ტემპერატურა. რომელ ინფექციაზე იფიქრებთ

98

36 კვირის გესტაციის, 2300 გრამი მასის ახალშობილს ანამნეზური, კლინიკური და ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული მონაცემების საფუძველზე დაუდგინდა თანდაყოლილი ჰერპესული ინფექცია. რომელი მედიკამენტით უმკურნალებთ ავადმყოფს

99

თანდაყოლილი ტოქსოპლაზმოზის გამო 8 დღის დროულ ახალშობილს უტარდება კომპლექსური მკურნალობა პირიმეთამინის , სულფადიაზინის და ფოლიუმის მჟავის გამოყენებით. კიდევ რომელი მედიკამენტის ჩართვაა საჭირო მკურნალობის სქემაში

100

14 წლის ვაჟი უკანასკნელი 6 თვის განმავლობაში უჩივის მუცლის ტკივილს პერიუმბილიკალურ მიდამოში, რომელიც იწყება კვების შემდეგ და ახლავს გულისრევის შეგრძნება. ავადმყოფს შეიძლება ჰქონდეს ყველა დაავადება, გარდა ერთისა:

განმარტებები