QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა

თერაპია

1105 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

901

ქვემოთ ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელია დამახასიათებელი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისთვის?

902

ჩამოთვლილ ნიშნებიდან რომელი არ განეკუთვნება ჰიპოგლიკემიური მდგომარეობის გამოვლინებას?

903

ჩამოთვლილთაგან რომელი არ განეკუთვნება კეტოაციდოზური მდგომარეობის გამოვლინებას? 118

904

45 წლის მამაკაცს, სხეულის ნორმალური წონით, გამოუვლინდა შაქრიანი დიაბეტი. მკურნალობა დიეტოთერაპიით უეფექტო აღმოჩნდა. Gგლიკემიის დონე დღეღამის განმავლობაში მერყეობს 180-220მგ%-მდე. რომელი პრეპარატით მკურნალობის დანიშვნაა მიზანშეწონილი?

905

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს?

906

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სიმპტომოკომპლექსია დამახასიათებელი კეტოაციდოზური კომისთვის?

907

შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით დაავადებულ პაციენტს განუვითარდა მწვავე რესპირატორული დაავადება ტემპერატურის მატებით. ქვემოთჩამოთვლილთაგან დიაბეტის მკურნალობის რომელი ტაქტიკაა სწორი?

908

ჩამოთვლილთაგან რომელ ორგანიზმში ვითარდება შეუქცევადი ცვლილებები ხანგრძლივი ჰიპოგლიკემიის დროს?

909

25 წლის ქალს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით უეცრად განუვითარდა მძიმე ჰიპოგლიკემია. Aანამნეზიდან ცნობილია, რომ ავადმყოფს 3 თვის განმავლობაში მესტურაცია არ ქონია. შარდში გლუკოზა და პროტეინი არ აღმოჩნდა. ესტროგენების რაოდენობა სისხლში ნორმალურია. დიეტოთერაპია და ინსულინთერაპიის რეჟიმი არ დაურღვევია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რა შეიძლება იყოს ჰიპოგლიკემიის ყველაზე სავარაუდო მიზეზი?

910

ინსულინის ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს აქვს ყველაზე ხანგრძლივი მოქმედება?

911

ინსულინის ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელს აქვს ყველაზე ხანმოკლე მოქმედება?

912

ქვემოთ Hჩამოთვლილთაგან რა არ არსი ჰიპოგლიკემიის გამომწვევი მიზეზი?

913

ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომოკომპლექსებიდან რომელია დამახასიატებელი შაქრიანი დიაბეტისთვის?

914

42 წლის ქალმა, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ით ექიმთა მიღებაზე თქვა, რომ გლიკემიის მაღალი მაჩვენებლების გამო თვითნებურად გაზარდა ინსულინის დოზები და ამჟამად იკეთებს დილით, ერთჯერადად: აქტრაპიდს 20 ერთ, სემილენტეს 18 ერთ, ლენტეს 30 ერთ. ავადმყოფი დღის პირველ ნახევარში გრძნობს სისუსტეს. ექიმთან მიღებაზე მან უეცრად დაიწყო ტირილი ჩხუბი და შემდეგ დაკარგა გონება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ ტაქტიკას აირჩევს ექიმი?

915

ქვემოთ მითითებული რომელი ღონისძიება უნდა განხორციელდეს პირველ რიგში დიაბეტური კეტოაციდოზის დროს?

916

შაქრიანი დიაბეტისათვის დამახასიათებელია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გართულება გარდა ერთისა?

917

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ის დაავადება, რომლის დროს არ ვითარდება სიპტომური მეორადი შაქრიანი დიაბეტი?

918

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი სიპტომი არ არის დამახასიათებელი ჰიპეროსმოლარული კომისათვი?

919

ქვემოთ ჩამოთვლილი შარდის გამომყოფი გზების ინფექციური პროცესებიდან რომელი გვხვება უფრო ხშირად შაქრიანი დიაბეტის დროს?

920

ქვემოთ ჩამოთვლილი კანის რომელი დაზიანების დროს არის აუცილებელი ადამიანი გამოკვლეულ იქნას შაქრიანი დიაბეტის არსებობაზე?

განმარტებები