სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა ვლინდება იმ შემთხვევაში, როცა დატვირთვიდან 2 სთ-ში გლიკემიის მაჩვენებელი არის შემდეგი?
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია შესაძლებელი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარება?
ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპთომთაგან რომელი არ არის დამახასიათებელი შაქრიანი დიაბეტის დეკომპენსაციისთვის?
შაქრიანი დიაბეტის დამახასიათებელია ყველა ქვემოთჩამოთვლილი გარდა ერთისა?
26 წლის მამაკაცს ჯანმრთელობის გეგმიური შემოწმებისას შარდის საერთო ანალიზში აღმოაჩნდა გლუკოზურია 2%. მაშინვე შემოწმდა გლიკემიის დონე, რომელიც აღმოჩნდა 100მგ%. რა არის სავარაუდო დიაგნოზი?
ქვემოთ ჩამოთვლილი ჰორმონებიდან რომელი არ არის ინსულინის ანტაგონისტი ჰორმონი?
რომელ ასაკობრივ ჯგუფშია მოსალოდნელი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის განვითარება?
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ენდოკრინული დაავადების დროს არ გვხვდება მეორადი სიმპტომური შაქრიანი დიაბეტი?
34 წლის ქალს 3 წინამორბედი ორსულობიდან, 2-ჯერ აღენიშნებოდა მშობიარობა ჭარბი მასის ნაყოფით (შესაბამისად 4 800 და 5 400 გრ-მი). ამის გამო მიმდინარე 4 ორსულობის 27 კვირაზე ჩატარებული გლუკოზატოლერანტობის სტანდარტული ორალური ტესტის (75გრ. გლუკოზით) 2 საათის ბოლოს ვენურ პლაზმაში გლუკოზის კონცენტრაცია აღმოჩნდა 11,9 მმოლ\ლ. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი დიაგნოზი უნდა დაისვას ამ შემთხვევაში?
45 წლის მამაკაცს, პანკრეასის სიმსიმნის გამო ჩაუტარდა პანკრეატექტომია. ოპერაციის შემდგომ ავადმყოფს განუვიტარდა შაქრიანი დიაბეტი მკვეთრად გამოხატულისიფტომებითა და კეტოაციდოზისადმი მიდრეკილებით. დაწყებულ იქნა ინსულინ თერაპია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია სწორად ფორმულირებული დიაგნოზი?
ავადმყოფი 28 წლის, მიყვანილ იქნა კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით უგონო მდგომარეობაში. Aახლობლების გადმოცემით ის ავად არის შაქრიანი დიაბეტით 14 წელია, მკურნალობას იტარებდა ინსულინთერაპიით. 2 დღის წინ მას განუვითარდა მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომები და უბნის ექიმმა ურჩია ინსულინის განახევრება. Aმის შემდეგ ავადმყოფს დაეწყო ღებინება და დაკარგა გონება. ობიექტურად აღინიშნება მშრალი კანი და ლორწოვანები, კუნთური ტონუსის დაქვეითება, თვალის კაკალი რბილი, ტაქიკარდია, კუსმაულის ტიპის სუნთქვა. ჩამოთვილთაგან რომელია თქვენი წინასწარი დიაგნოზი.
ავადმყოფი 28 წლის, მიყვანილ იქნა კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით უგონო მდგომარეობაში. Aხლობლების გადმოცემით ის ავად არის 116 შაქრიანი დიაბეტით 14 წელია, მკურნალობას იტარებდა ინსულინთერაპიით. 2 დღის წინ მას განუვითარდა მწვავე რესპირატორული დაავადების სიმპტომები და უბნის ექიმმა ურჩია ინსულინის განახევრება. Aმის შემდეგ ავადმყოფს დაეწყო ღებინება და დაკარგა გონება. ობიექტურად აღინიშნება მშრალი კანი და ლორწოვანები, კუნთური ტონუსის დაქვეითება, თვალის კაკალი რბილი, ტაქიკარდია. რომელი ლაბორატორიული გამოკვლევაა საჭირო დიაგნოზის დასაზუსტებლად?
ავადმყოფი ქალი 44 წლის. მოყვანილ იქნა კლინიკის მიმღებ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში. ცნობილია რომ პაციენტი ავად არის შაქრიანი დიაბეტით და მკურნალობა უტარდება ინსულინთერაპიით. დილით ის კარგად გრძნობდა თავს. 2 საათის შემდეგ სახლში მიბრუნებულმა შვილმა იპვა უგონო მდგომარეობაში. გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა აღნიშნა, რომ ქალბატონს აღენიშნებოდა ნამიანი კანი და კუნთების ჰიპერტონუსი. ჩამოთვლილტაგან რომელი კომა განუვითარდა პაციენტს?
ავადმყოფი ქალი 44 წლის. მოყვანილ იქნა კლინიკის მიმღებ განყოფილებაში უგონო მდგომარეობაში. ცნობილია რომ პაციენტი ავად არის შაქრიანი დიაბეტით და მკურნალობა უტარდება ინსულინთერაპიით. დილით ის კარგად გრძნობდა თავს. 2 საათის შემდეგ სახლში მიბრუნებულმა შვილმა იპვა უგონო მდგომარეობაში. გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა აღნიშნა, რომ ქალბატონს აღენიშნებოდა ნამიანი კანი და კუნთების ჰიპერტონუსი. გლუკომეტრით განისაზღვრა გლიკემია 51მგ%. ჩამოთვლილთაგან რომელი მანიპულაცია უნდა ჩაატაროს სასწრაფოს ექიმმა?
ავადმყოფი 68 წლის 15 წელია ავად არის შაქრიანი დიაბეტით ტიპი 2-ით. 5 დღის წინ ავად გახდა ვირუსული პნევმონიით, რომლის ფონზე განვითარდა წყურვილი, პოლიურია, სისუსტე, მადის გაუარესება, გულის რევა. 2 დღეში მდგომარეობა დამძიმდა და ჩავარდა უგონო მდგომარეობაში. კლინიკის მიმღებ განყოფილებაში ჩაუტარდა გამოკვლევები: გლიკემია – 1 500მგ%. pH – 7,4, აცეტონურია – უარყოფითი, გლუკოზურია 8%. ჩამოთვლილტაგან რომელია სწორი დიაგნოზი?
ხანმოკლე მოქმედების ინსულინის ინექციის შემდეგ რამდენ წუთში უნდა მიიღოს შაქრიანი დიაბეტით დაავადებულმა პაციენტმა საკვები? 117
რომელი სიმპტომი არ არის დამახასიათებელი ჰიპერგლიკემიური კომისთვის?
ჩამოთვლილთაგან როგორი სუნთქვაა დამახასიათებელი ჰიპერგლიკემიური კეტოაციდოზური კომისთვის?
ჩამოთვლილი ნიშნებიდან რომელი არ არის დამახასიატებელი შაქრიანი დიაბეტისათვის?
ჩამოთვლილთაგან რომელი სიმპტომი არ არის დამახასიათებელი კეტოაციდოზური კომისთვის?