სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
რომელი ნიშანია დამახასიათებელი დილატაციური კარდიომიოპათიისთვის
რა ლოკალიზაციის ინფარქტზე მიუთითებს პათოლოგიური Q კბილის არსებობა III და aVF განხრებში
რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი სწრაფი `მხტუნავი~ პულსი (კორიგანის პულსი)
გულის წუთმოცულობის გასაუმჯობესებლად პოსტდატვირთვის შემცირება მიზანშეწონილია ყველა დაავადების დროს, გარდა ერთისა
59 წლის მამაკაცს აწუხებს ძლიერი შეტევითი, შერეული ხასიათის ქოშინი, გულის ფრიალი. ობიექტურად იმყოფება იძულებით მჯდომარე მდგომარეობაში, მკვეთრი ციანოზი, სუნთქვა ზერელე, 32 წუთში, ფილტვებში ქვემო წილებში მოისმინება მრავლობითი სველი ხიხინი, გულის ტონები შესუსტებული, 126 წთ-ში, არტერიული წნევა 150\90 მმვწყსვ. დაასახელეთ ამ მდგომარეობის მიზეზი
59 წლის მამაკაცს აწუხებს ძლიერი შეტევითი, შერეული ხასიათის ქოშინი, გულის ფრიალი. ობიექტურად იმყოფება იძულებით მჯდომარე მდგომარეობაში, მკვეთრი ციანოზი, სუნთქვა ზერელე, 32 წუთში, ფილტვებში ქვემო წილებში მოისმინება მრავლობითი სველი ხიხინი, გულის ტონები შესუსტებული, 126 წთ-ში, არტერიული წნევა 150\90 მმვწყსვ. რა პრეპარატს გამოიყენებთ ამ შემთხვევაში?
50 წლის ქალი შემოვიდა ინტენსიული თერაპიის განყოფილებაში ჩივილით ტკივილზე გულის არეში, რომელიც გრძელდება 2 საათის განმავლობაში. ეკგ-ზე მიოკარდიუმის უკანა კედლის მწვავე ინფარქტი და ექსტრასისტოლური არიტმიაა. ფილტვებში სველი ხიხინი ქვედა წილებში. ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატების გამოყენება არ არის მიზანშეწონილი
რომელი დაავადების დროს არის მოციმციმე არიტმიის განვითარების ნაკლები ალბათობა
სუპრავენტრიკულური ექსტრასისტოლიისთვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა
`მცირე~ გულის და მწვერვალის ბიძგის არ არსებობის დროს მარჯვენა პარკუჭის უკმარისობის ნიშნები უხშირესად მიუთითებს
25 წლის ქალს აუსკულტაციით მკერდის ძვლის მარჯვნივ II ნკნთაშუა არეში აღენიშნება სისტოლური შუილი, I და II ტონები ნორმალური, გულის ზომები შეუცვლელი. ანამნეზში არ აღნიშნავს რევმატიზმს. სავარაუდო დიაგნოზია
ჰიპერტროფიული ობსტრუქციით მიმდინარე კარდიომიოპათიის დროს რომელი პრეპარატის დანიშვნაა უკუნაჩვენები
რომელი პათოლოგიის დროს არ ძლიერდება I ტონი
რა ლოკალიზაციის ინფარქტზე მიუთითებს პათოლოგიური Q კბილის არსებობა V1- V2 განხრებში
რითი ხასიათდება ვენკებახის ტიპის ატრიოვენტრიკულური ბლოკადა
რომელი მაჩვენებელი შეესაბამება არტერიული წნევის ნორმას
რომელი თანდაყოლილი მანკის დროს არ ვითარდება ბაქტერიული ენდოკარდიტი
ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობებიდან რომელს ახასიათებს ალტერნაციული პულსი
მიოკარდიუმის ინფარქტის გადატანიდან სამი კვირის შემდეგ ავადმყოფს დაეწყო ტკივილი გულ-მკერდის არეში, ტემპერატურის მომატება, პერიკარდიუმის ხახუნი. სავარაუდო დიაგნოზია
ჩამოთვლილთაგან რომელი ეკგ ცვლილებაა დამახასიათებელი პარკუჭთა ფიბრილაციისთვის