სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › თერაპია · შეცდომებზე მუშაობა
თერაპია
რომელი დაავადებისთვის არ არის დამახასიათებელი მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფია?
რომელი ცვლილება არ არის დამახასიათებელი არტერიული ჰიპერტენზიის II სტადიისთვის
ხანდაზმულ პაციენტს აღენიშნება გონების დაბინდვა, დიფუზური ციანოზი, ქოშინი, არტერიული წნევის დაქვეითება. აწუხებს ქვემო კიდურების ვენების ვარიკოზი. რა პათოლოგია შეიძლება ვივარაუდოთ?
რომელია მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის მიზეზი?
რომელი ნიშანი არ ახასიათებს აორტის ნაკლოვანებას?
რომელ ლაბორატორიულ მაჩვენებელს არ აქვს მნიშვნელობა რევმატიზმის დიაგნოსტიკაში?
რომელი ცვლილება არ აღინიშნება არტერიული ჰიპერტენზიის დროს?
რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი სუსტი ავსების ხშირი პულსი – ძაფისებური პულსი?
რომელი კომპენსატორული მექანიზმი არ არის წამყვანი გულის უკმარისობის სიმპტომოკომპლექის ჩამოყალბების დროს?
როცა გულის ქრონიკული უკმარისობა არ ექვემდებარება საგულე გლიკოზიდებით, აგფ-ინჰიბიტორებით, შარდმდენებით მკურნალობას და საჭიროებს დამატებით სამკურნალო ღონისძიებებს, რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე?
თვალის ფსკერის რომელ ცვლილებებს აღნიშნავს სალუსის სიმპტომი?
სად მდებარეობს სინუსის კვანძი?
არითმიების კლასიფიკაციის მიხედვით რა არის პარასისტოლიის განვითარების მექანიზმი?
ბოტალოს ღია სადინრის არსებობისას აორტა უკავშირდება:
რომელია უარყოფითი კბილი ნორმალურ ეკგ-ზე? 35
როდის რეგისტრირდება ეკგ-ზე QRS კომპლექსი
როდის რეგისტრირდება ეკგ-ზე P კბილი?
რას შეესაბამება ეკგ-ზე PQ ინტერვალი?
რომელი ეკგ ცვლილება არ შეესაბამება სუპრავენტრიკულურ ტაქიკარდიას?
38 წლის მამაკაცი უჩივის ქოშინს ნელი ტემპით სიარულის დროს, ფეხების შეშუპებას, საერთო სისუსტეს. ავადაა 1 თვე მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის გადატანის შემდეგ. ფილტვებში მკვრივი სუნთქვა, გულის საზღვრები გარდიგარდმო გადიდებულია. მწვერვალზე I ტონი შესუსტებულია, გულის მთელ ზედაპირზე ისმის შუილი. პულსი არიტმული, 110 წთ-ში, არტ. წნევა 110\70 მმვწყსვ, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 5 სმ-ით. სისხლში ზომიერი ლეიკოციტოზი, ედს 33 მმ\სთ. C რეაქტიული ცილა დადებითი. დაასახელეთ გულის გადიდების სავარაუდო მიზეზი