QBank

სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა

კერძო ქირურგია

471 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

161

ავადმყოფი უჩივის ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში, რომელიც იწყება საკვების მიღებიდან 1,5-2 საათის შემდეგ. გულძმარვას, ბოყინს. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერდება ცხარე და ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ. თქვენი აზრით რომელი გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს პაციენტს სწორი დიფერენცილური დიაგნოზის გასატარებლად?

162

52 წლის მამაკაცმა მოგმართათ ჩივილებით ზოგად საერთო სისუსტეზე, ადვილად დაღლაზე, უმადობაზე, წონაში დაკლებაზე, სიმძიმის შეგრძნებაზე ეპიგასტრიუმის არეში, გემოვნების გაუკუღმართებაზე. პერიოდულად აღენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, სისხლის საერთო ანალიზში ვლინდება ზომიერად გამოხატული ანემია, ედს-ის მომატებით. რომელ დიაგნოსტიკურ გამოკვლევას დანიშნავთ პირველ რიგში?

163

30 წლის მამაკაცს აწუხებს “მშიერი” ტკივილი ეპიგასტრიუმში, ღებინება, რომელიც აძლევს შვებას, გულძმარვა, ბოყინი. ამოკვლევის რომელი მეთოდი იქნება ყველაზე ინფორმაციული დიაგნოზის დასასმელად?

164

მალორი-ვეისის სინდრომი არის:

165

52 წლის მამაკაცმა მოგმართათ ჩივილებით ზოგად საერთო სისუსტეზე, ადვილად დაღლაზე, უმადობაზე, წონაში დაკლებაზე, სიმძიმის შეგრძნებაზე ეპიგასტრიუმის არეში, გემოვნების გაუკუღმართებაზე. პერიოდულად აღენიშნება სუბფებრილური ტემპერატურა, სისხლის საერთო ანალიზში ვლინდება ზომიერად გამოხატული ანემია, ედს-ის მომატებით. რომელი დაავადებისთვისაა დამახასიათებელი აღნიშნული სიმპტომოკომპლექსი:

166

ავადმყოფი მამაკაცი 59 წლის უკანასკნელი რამდენიმე თვე უჩივის საერთო სისუსტეს, უძილობას, წონაში დაკლებას, ადვილად დაღლას, გამოხატულია მკვეთრი ანემია. ედს მომატებულია. რენდგენოლოგიურად მცირე სიმრუდეზე ფიქსირდება დიდი ზომის ავსების დეფექტი. რა დაავადება აქვს ავადმყოფს?

167

ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება კუჭის მწვავე წყლულოვან დაავადებას:

168

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავდების გართულებებია:

169

TNM კლასიფიკაციით რომელი ფორმულირება მიესადაგება III სტადიის სიმსივნეს?

170

TNM კლასიფიკაციით რომელი ფორმულირება შეესაბამება II სტადიის კუჭის კიბოს?

171

TNM კლასიფიკაციით რომელი ფორმულირება შეესაბამება I სტადიის კუჭის კიბოს?

172

კუჭის კიბოს დროს ქირურგიული ოპერაციის რადიკალური მკურნალობის მეთოდია:

173

კუჭის კიბოს შემთხვევაში პალიატიურ ოპერაციებს მიეკუთვნება:

174

რომელ ბაქტერიას ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების ეტიოპათოგენეზში?

175

კუჭის სეკრეციაზე ცთომილი ნერვის მოქმედების დასადგენად რომელი ცდა გამოიყენება?

176

45 წლის მამაკაცს 2 წლის წინ თორმეტგოჯა ნაწლავის სისხლმდენი წყლულის გამო გაკეთებული აქვს ოპერაცია: კუჭის რეზექცია ბილროთ მე-2 წესით., ჰოფმეისტერ-ფინსტერერის მოდიფიკაციით. ამჟამად აწუხებს საკვების მიღებიდან 10-15 წუთში თავბრუსხვევა, საერთო სისუსტე, გულის ფრიალი, ოფლიანობა. სავარაუდო დიაგნოზი:

177

55 წლის მამაკაცი დაახლოებით 10 წელია ავადაა კუჭის წყლულოვანი დაავადებით. უკანასკნელი 6-7 თვეა ტკივილმა ეპიგასტრიუმში მიიღო მუდმივი ხასიათი, დაუქვეითდა მადა, აწუხებს ბოყინი, სიმძიმის შეგრძნება ეპიგასტრიუმში საკვების მოღების შემდეგ, დაიკლო წონაში. კურნალი ექიმის მიერ ეჭვი იქნა მიტანილი კუჭის კიბოზე. რომელი გამოკვლევა ხასიათდება ყველაზე მაღალი ინფორმაციულობით ამ დიაგნოზის დასადასტურებლად?

178

45 წლის მამაკაცს აწუხებს `მშიერი~ ტკივილი ეპიგასტრუმში, გულძმარვა, ბოყინი, პირღებინება, რომელიც შვებას აძლევს. რენტგენოლოგიურად აღინიშნება `ნიშა~. სავარაუდო დიაგნოზია:

179

მეკელის დივერტიკული ყველაზე ხშირად გამოვლინდება:

180

35 წლის მამაკაცს 12-გოჯა ნაწლავის სისხლმდენი წყლულის გამო გაკეთებული აქვს ოპერაცია: კუჭის რეზექცია ბილროთ მე-2 წესით. ამჟამად აღენიშნება საკვების მიღებიდან 2-3 საათში საერთო სისუსტე, შიმშილის გრძნობა, კანკალი, თავბრუსხვევა, გულის ფრიალი, არტერიული წნევის ვარდნა. სავარაუდო დიაგნოზი:

განმარტებები