სავარჯიშო ტესტები › კურსი 4 › კერძო ქირურგია · შეცდომებზე მუშაობა
კერძო ქირურგია
რამ შეიძლება გამოიწვიოს წყლულის რეციდივი?
რომელ დაავადებათა ჯგუფს მიეკუთვნება ზოლინგერ-ელისონის სინდრომი?
კუჭის რომელ ნაწილში ვითარდება კიბო ყველაზე ხშირად?
კუჭის კიბოს დროს რომელი არ მიეკუთვნება `კუჭის დისკომფორტის” სიმპტომებს?
კუჭის კიბოსწინარე მდგომარეობებს არ მიეკუთვნება:
კუჭის კიბოს მაკროსკოპულ ფორმებს არ მიეკუთვნება:
კუჭის კიბოს შორეული მეტასტაზებს არ მიეკუთვნება:
კუჭის კიბოს ქირურგიული მკურნალობის რადიკალურ მეთოდებს არ მიეკუთვნება:
რომელი არ არის მართებული კუჭის კიბოსთან მიმართებაში?
რა ოპერაცია კეთდება კუჭის კიბოს დროს?
პაციენტი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის მიდამოში, გულძმარვას, ბოყინს, ღამის და `მშიერ~ ტკივილს. რომელ გამოკვლევს ჩაუტარებთ პირველ რიგში?
პაციენტს ენდოსკოპიური კვლევით დაუდგინდა 12-გოჯა ნაწლავის ბოლქვის მიდამოს წყლული. მკურნალობის რომელ მეთოდს აირჩევთ?
56 წლის მამაკაცი უჩივის ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში საკვების მიღებიდან 1 საათის შემდეგ, ღებინებას, გულძმარვას, ბოყინს. მუცლის ზედაპირული პალაპაციით აღინიშნება ზომიერი ტკივილი ეპიგასტრიიუმში. რენტგენოლოგიურად კუჭის კედელზე აღინიშნება ნიშა კრატერის სახით. კუჭის შიგთავსის ევაკუაცია შენელებულია. რა პათოლოგია აღენიშნება ავადმყოფს?
34 წლის მამაკაცი უჩივის `მშიერ~ ტკივილს ეპიგასტრიუმის არეში, რომელიც ქრება სსაკვების მიღების შემდეგ, ღებინებას, რომელიც იწყება საკვების მიღებიდან 2-3 საათის შემდეგ, გულძმარვას, ბოყინს. რენტგენოლოგიურად აღინიშნება თორმეტგოჯა ნაწლავის ბოლქვის შეხორცებადი დეფორმაცია სამყურას სახით. რა პათოლოგია აღენიშნება ავადმყოფს?
კუჭის რეზექციის შემდგომ პაციენტი უჩივის სისუსტეს, ოფლიანობას, თავბრუსხვევას, გულის წასვლას, `ალებს~ მთელ სხეულში. ეს სიმპტომები ვითარდება ძირითადად ტკბილი და რძიანი საკვების მიღებიდან 10-15 წთ-ის შემდეგ. ამ სიმპტომებთან ერთად გამოვლინდება სიმძიმისა და გვრემის შეგრძნება ეპიგასტრიუმის არეში. რენტგენოლოგიური კვლევით აღინიშნება კუჭის სწრაფი დაცლა. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:
64 წლის მამაკაცს გაუკეთდა ოპერაცია გასტრექტომია კუჭის კიბოს გამო. ამოკვეთილი პრეპარატის მორფოლოგიური გამოკვლევით დადგინდა, რომ სიმსივნე ჩაზრდილია სეროზულ გარსში, მეტასტაზი აღინიშნება რეგიონულ 6 ლიმფურ კვანძში, შორეული მეტასტაზი არ აღინიშნება. ჩაწერეთ ეს მდგომარეობა TNM კლასიფიკაციის მიხედვით.
წყლულოვანი დაავადების გამო კუჭის რეზექციის დროს უპირატესობა უნდა მიენიჭოს გასტროენტეროანასტომოზს:
30 წლის მამაკაცი ანამნეზში აღნიშნავს გულძმარვას, საკვების მიღებიდან 10-15 წთ-ის შემდეგ ტკივილს მახვილისებური მორჩის არეში ირადიაციით მარცხენა ბეჭში, რასაც მალე თან ერთვის ღებინება, რის შემდეგაც ტკივილის ინტენსივობა მკვეთრად მცირ ება, ან ტკივილი ქრება. რომელი ლოკალიზაციის წყლულს ახასიათებს მსგავსი კლინიკური სურათი?
წყლულოვანი დაავადების კონსერვატული მკურნალობის თანამედროვე მეთოდი გულისხმობს სამმაგ მედიკამენტურ თერაპიას, რომელიც წარმოდგენილია შემდეგი სქემის სახით:
ნაოპერაციევი კუჭის რომელი დაავადება ითვლება კუჭის ტაკვის კიბოს ყველაზე დიდ რისკ ფაქტორად?