სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
16 წლის პაციენტს, ციანოზური გულის თანდაყოლილი მანკით, უტარდება გულის კათეტერიზაცია. ჩამოთვლილთაგან, რომელია ამ პაციენტის მართვის მეთოდი პრეპროცედურულად:
დროულ ახალშობილს დაესვა დიაგნოზი: მაგისტრალური სისხლძარღვების სრული ტრანსპოზიცია. სისხლის ანალიზში: „pH=7,12“. პაციენტს უტარდება წინაგულთაშუა ძგიდის ბალონური სეპტოსტომია. ამ სიტუაციაში, ჩამოთვლილთაგან რომელია მართვის საუკეთესო ტაქტიკა სისხლძარღვის აღების შემდეგ:
2 წლის პაციენტს, ფილტვის არტერიის სარქვლოვანი სტენოზით, უნდა ჩაუტარდეს ბალონური ვალვულოპლასტიკა. რისი ტოლი უნდა იყოს ბალონის დიამეტრისა და სარქვლის რგოლის შეფარდება:
ანგიოკარდიოგრაფიული კვლევის შედეგად მიღებული ჰემოქსიმეტრიის მაჩვენებლებია: ზედა ღრუ ვენა - 68%, მარჯვენა წინაგული - 69%, მარჯვენა პარკუჭი -85%, ფილტვის არტერის ღერო - 86%, აორტა - 99%. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:
10 წლის პაციენტს უტარდება წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ენდოვასკულური დახურვა ოკლუდერით. სისხლძარღვის აღების შემდეგ, რომელი მედიკამენტი უნდა იყოს გამოყენებული?
რომელი გულის თანდაყოლილი მანკის დროს არის ყველაზე მეტედ მიზანშეწონილი ღია არტერიული სადინრის სტენტირება:
თქვენ სინჯავთ 5 წლის გოგონას, რომელსაც აღენიშნება დიდი ზომის ღია არტერიული სადინარი ორმხრივი შუნტით. აუსკულტაციით შუილი არ მოისმინება. სხვა ცვლილებები ექოკარდიოსკოპიულად არ ვლინდება, არ არის ტრიკუსპიდული რეგურგიტაცია და წინაგულებისა და პარკუჭების დილატაცია. მშობლის გადმოცემით, პაციენტს ჩივილები არა აქვს. რა არის თქვენი რეკომენდაცია?
თქვენ სინჯავთ 14 თვის ბავშვს (წონა 11კგ). პაციენტს დაესვა აორტის კოარქტაციის დიაგნოზი. ექოსკოპიულად აღინიშნება დისკრეტული იუქსტადუკტალური კოარქტაცია, საშუალო გრადიენტი შევიწროებულ სეგმენტზე 35 მმ ვწ სვ. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციაა 65% და მარცხენა პარკუჭის მსუბუქი-ზომიერი ჰიპერტროფია. ასევე აღენიშნება აორტის ორკარედა სარქველი ობსტრუქციის გარეშე. მარჯვენა ხელზე არტერიული წნევაა 110/50 მმ ვწ სვ, მარჯვენა ფეხზე 75/45 მმ ვწ სვ. მშობლების კითხვაა, არის თუ არა კოარქტაციის კორექცია შესაძლებელი ქირურგიული ჩარევის გარეშე. მათ შეკითხვაზე რომელი პასუხი იქნება ყველაზე უფრო შესაბამისი:
რომელ პაციენტთანაა მიზანშეწონილი სტენტის ენდოვასკულური იმპლანტაცია:
16 წლის პაციენტს აღენიშნება აორტის კოარქტაცია. რომელი არაკარდიოლოგიური კვლევის ჩატარება არის საჭირო:
ახალშობილში სისხლძარღვის აღებასთან დაკავშირებით, რომელი მტკიცებაა სწორი:
რომელი მტკიცებაა სწორი იონურ და არაიონურ საკონტრასტო ნივთიერებასთან მიმართებით:
რას ნიშნავს კათეტერის ფრანგული („French“) ზომა:
კათეტერიზაციის ლაბორატორიაში იმყოფება ინტუბირებული 5 წლის პაციენტი. ჰემოქსიმეტრიის პარამეტრებია : ზედა ღრუ ვენა - 72%, მარჯვენა წინაგული - 85%, მარჯვენა პარკუჭი - 83%, ფილტვის არტერია - 83%, ფილტვის არტერიის მარჯვენა ტოტი - 84%, მარცხენა წინაგული - 92%, მარჯვენა ფილტვის ვენა - 99%, მარცხენა ფილტვის ვენა - 84%. რა უნდა გაკეთდეს შემდგომ:
რომელია სისხლის დინებით მიმართული კათეტერი:
როგორ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ მცირე წრის რეზისტენტობის მომატების მიზეზია პულმონური სისხლძარღვების ვაზოცონსტრიქცია:
ჩამოთვლილთაგან, თერმოდილუციით გულის წუთმოცულობის გაზომვა როდისაა ნაკლებად ზუსტი:
10 წლის პაციენტს შონის სინდრომით გადატანილი აქვს სამი კარდიოქირურგიული ჩარევა. კათეტერიზაციის დროს მიღებული მონაცემებია: მარცხენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური წნევა - 24 მმ ვწ სვ, მარჯვენა პარკუჭის საბოლოო დიასტოლური წნევა - 22 მმ ვწ სვ. ჩამოთვლილთაგან, რომელი ტესტი დაგვეხმარება ყველაზე მეტად პარკუჭის მომატებული საბოლოო დიასტოლური წნევების მიზეზის დასადგენად:
ციანოზურ პაციენტს, რომელსაც მანკის კორექცია არა აქვს ჩატარებული, აღენიშნა ჰემატოკრიტი = 75%. რისი გაკეთებაა მიზნაშეწონილი გულის კათეტერიზაციის პროცედურამდე:
რომელია კანქვეშა ლიდოკაინის მაქსიმალური დოზა: