QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო

668 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

461

ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი როდესაც კათეტერი შეჰყავთ სისხლის ნაკადის საპირისპირო მიმართულებით:

462

ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის („wedge pressure”) წნევის განსაზღვრისას, რომლის მომატებას იწვევს მიტრალური რეგურგიტაცია:

463

დიდი ზომის წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის დროს, რომელი ჟანგბადის სატურაციის ზუსტად განსაზღვრა არის ყველაზე რთული:

464

რომელ სისტემურ ვენაშია ყველაზე მაღალი სატურაცია:

465

რომელ სისტემურ ვენაშია ყველაზე დაბალი სატურაცია:

466

ყველაზე ზუსტად სად იზომება შერეული ვენური სატურაცია, როდესაც პაციენტს არა აქვს ინტრაკარდიალური შუნტი:

467

ფილტვის რომელ სეგმენტში აღინიშნება ყველაზე მეტი სისხლის ნაკადი:

468

რომელი მტკიცებაა სწორი ფილტვის არტერიის ბალონურ ვალვულოპლასტიკასთან მიმართებით:

469

რომელი მტკიცებაა სწორი წინაგულთაშუა ძგიდის ბალონურ სეპტოსტომიასთან მიმართებით:

470

აორტის ბალონური ვალვულოპლასტიკის შესახებ, რომელი მოსაზრებაა სწორი?

471

პაციენტთან დაგეგმილია წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ენდოვასკულური დახურვა. ექოსკოპიული კვლევისას დეფექტის რომელ კიდეს უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება? ძგიდის ამ ნაწილის სრული არარსებობა ართულებს ოკლუდერის სტაბილიზაციას:

472

გულის კათეტერიზაციის შემდგომ, რომელი გართულებაა ყველაზე იშვიათი:

473

წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ენდოვასკულური დახურვის შემდეგ, გამტარობის დარღვევა, როგორც წესი:

474

პაციენტს უტარდება აორტის სარქვლის ბალონური ვალვულოპლასტიკა. აორტის სარქვლის დიამეტრია 10 მმ. ერთი ბალონის ტექნიკის გამოყენებით, საწყის ეტაპზე, რა ზომის ბალონია რეკომენდებული:

475

პაციენტს უტარდება ფილტვის არტერიის სარქვლის ბალონური ვალვულოპლასტიკა. ფილტვის არტერიის სარქვლის დიამეტრია 10 მმ. ერთი ბალონის ტექნიკის გამოყენებით, რა ზომის ბალონია რეკომენდებული:

476

რომელი მეთოდი გამოიყენება გულის წუთმოცულობის შესამცირებლად აორტის ვალვულოპლასტიკის დროს:

477

ამპლაცერის ოკლუდერების იმპლანტაციისას, რომელ მეტალზე შეიძლება განვითარდეს ალერგია:

478

ჩვილს აორტის კოარქტაციის გამო ჩაუტარდა ბალონური ანგიოპლასტიკა. ჩამოთვლილთაგან, რამდენ პროცენტს შეადგენს რეკოარქტაციის რისკი:

479

17 წლის გოგონასთან იგეგმება მეორადი წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის ენდოვასკულური დახურვა. ტრანსთორაკალური ექოკარდიოსკოპიით დეფექტის ზომა 26 მმ- ია. ოკლუდერის გამოყენების დადებით და უარყოფით მხარეებთან დაკავშირებით, რომელია სწორი:

480

6 წლის პაციენტს უტარდება სტენტის ენდოვასკულური იმპლანტაცია. ჩამოთვილთაგან, რომელს ახასიათებს რესტენოზის ყველაზე მაღალი რისკი:

განმარტებები