QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო

668 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

341

რომელი დაავადების კლინიკურ მანიფესტაციას წარმოადგენს ექსუდაციური პერიკარიდიტი:

342

6 წლის ვაჟს აქვს მარცხენა მუხლის სახსრის შესიების 2 თვინი ანამნეზი, დილის შებოჭილობა, რომელიც გრძელდება 30 წუთი. პედიატრის მიერ დაენიშნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები („NSAID“). 3კვირს შემდეგ მდგოამრეობა არ გაუმჯობესდა. როგორია ყველაზე მისაღები შემდეგი ნაბიჯი:

343

4 წლის გოგონას აქვს მარცხენა მუხლის შესიების 3 თვის ანამნეზი, დილის შებოჭილობა 60 წუთამდე. პაციენტი ღებულობს იბუპროფენს, ჩატარდა კორტიკოსტეროიდის 1 ინტრაარტიკულარული ინექცია. რომელი სპეციალისტის კონსულტაცია არის მნიშვნელოვანი დაავადების ადრეულ ეტაპზე:

344

4 წლის გოგონას აქვს ცხელება და გამონაყრი კიდურებზე ბოლო 5 დღის მანძილზე. ანამნეზში არ არის ხველა, ყელის ტკივილი. ფიზიკალური მონაცენებიდაბ საყურადღებოა საერთო სისუსტე, ცხელება, ბილატერალური კონიუნქტივიტი, დახეთქილი ტუჩები, მკვეთრად წითელი ენა, პოლიმორფული გამონაყარი კიდურებზე, კისრის ლიმფური კვანძების ჰიპერტროფია. პერიფერიულ სისხლში ლეიკოციტები 11,6 X109/l, თრომბოციტები 212 X109/l. რა არის საწყისი არჩევის თერაპია ამ პაციენტებისთვის:

345

ქვემოთ ჩამოთვილილი პაციენტებიდან, რომელს აქვს მიოკარდიუმის ინფარქტის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი:

346

რომელი დაავადება იწვევს კორინარული არტერიების დაზიანებას და კარდიოვასკულური დაავადების განვითრებას ბავშვებში:

347

3 წლის ვაჟი მოგმართავთ ჩივილებით: 5 დღის მანძილზე აქვს ცხელება და კავასაკის დაავადებისთვის დამახასიათებელი რამოდენიმე ნიშანი. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი არ მეტყველებს კავასაკის დაავადების სასარგებლოდ:

348

რომელ დაავადებას ახასიათებს „ჟოლოსებრი“ ენა;

349

4 წლის გოგონა მოყვანილია გადაუდებელი დახმარების სამსახურში ძლიერი ტკივილით მკერდის ძვლის მიდამოში, რომელიც ირადირებს მარცხენა მხარში. 6 კვირის წინ, კარდიალური პრობლემების გამო ჰოსპიტალიზებული იყო და იტარდება მკურნალობას ასპირინით და ინტრავენური იმუნოგლობულინებით(„IVIG“). ეკგ-ზე გამოხატულია „ST“ სეგმენტის ელევაცია წინა განხრებში. რა არის აღწერილი სიმპტომების მიზეზი:

350

რა არის კავასაკის დაავადების ეტიოლოგიური ფაქტორი:

351

6 წლის ვაჟი მოყვანილია კლინიკაში ჩივილებით: 5 დღე აქვს ცხელება და გამონაყარი; აქვს „ჟოლოსებრი“ ენა, დახეთქილი ტუჩები, ბილატერალურად კისრის ლიმფური კვანძების ჰიპერტროფია, კონიუნქტივიტი, თითებზე კანი აქერცლილია. რა არის ამ პაციენტის მკურნალობის საუკეთესო რეჟიმი:

352

11 თვის ვაჟი მოყვანილია კლინიკაში მაღალი ცხელებით. ბავშვი ჭირვეულია, გამოხატულია კონიუნქტივიტი, კისრის ლიმფური კვანძების ჰიპერტროფია, პოლიმორფული გამონაყარი. ცხელების მე-7 დღეს მას დაენიშნა მაღალი დოზით ასპირინი და „IVIG“. სიმპტომები ალაგდა 24 საათში. 1 თვის შემდეგ ჩატარდა რუტინული კონსულტაცია. რატომ უნდა მოხდეს ამ პაციენტთან გეგმიური „MMR“ ვაქცინაციის გადავადება:

353

5 წლის გოგონა აქვს ცხელების 1 კვირიანი ანამნეზი. თან დაერთო გენერალიზებული ლიმფადენოპათია, „ჟოლოსებრი“ენა, აქერცვლა მტევნების და ტერფების მიდამოში. ამ სიმპტომების განვითარებამდე 1 კვირით ადრე მას ჰქონდა ზედა სასუნთქი გზების ინფექცია. რომელი ტესტი იქნება ყველაზე ნაკლებად საჭირო მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისთვის:

354

4 წლის გოგონას დიაგნოსტირებული აქვს კავასაკის დაავადება. სტანდარტული თერაპიის ( „IVIG“ და ასპირინი) დაწყებიდან მე-14 დღეს პაციენტის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. თავდაპირველმა კარდიოექოსკოპიამ არ გამოავლინა გულის დაზიანება. „EULAR“-ის რეკომენდაციით, როდის უნდა ჩატარდეს შემდეგი კარდიოექოსკოპიური კვლევა:

355

3 წლის ვაჟს აქვს ცხელება 7 დღის მანძილზე , ნახეთქები ტუჩებზე, კონიუნქტივიტი. ტემპერატურა რთულად ემორჩილება აცეტამინოფენს. დიაგნოზის დასადასტურებლად ჩატარდა კარდიოექოსკოპია. ამ დაავადების დროს, რომელი სისხლძარღვი ზიანდება ყველაზე ხშირად:

356

პაციენტი ჰოსპიტალიზებულია ცხელების, ართრალგიის, წონაში კლების გამო. ამავე დროს, კანზე, უპირატესად ქვედა კიდურებზე გამოხატულია მრავლობითი, სიმეტრიული პალპირებადი პურპურა. რა არის შემდეგი ნაბიჯი ამ პაციენტის მართვაში:

357

ქვემოთჩამოთვლილებიდან, რა არ წარმოადგენს ლეიკოციტოკლასტიური ვასკულიტის ჰისტოლოგიურ მახასიათებელს:

358

პაციენტს გამოხატული აქვს „პეპელას“ტიპის გამონაყარი სახეზე,რეინოს ფენომენი, ფილტვის ინტერსტიციალური დაავადება, ართრალგია, პოლიმიოზიტი. ანტისხეულების სკრინინგით დადებითია „Anti- U1-RNP“. რა არის სავარაუდო დიაგნოზი:

359

14 წლის პაციენტს აქვს სიმეტრიული პეტექიური გამონაყარი ქვედა კიდურებზე, დუნდულოებზე, აბდომინალგია, მიკროჰემატურია, პროტეინურია. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი სხვა კლინიკური ნიშანი ახასიათებს ამ დაავადებას:

360

მწვავე რევმატიული ცხელების სადიაგნოსტიკო კრიტერიუმს მიეკუთვნება:

განმარტებები