სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა კარდიორევმატოლოგია სალიცენზიო
17 წლის გოგონა აღნიშნავს სახსრების ტკივილს და შესიებას. პაციენტის დედას აქვს სისტემური წითელი მგლურა. რა ცვლილებები ექნება პაციენტს სახსრებში, დიაგნოზის დადასტურების შემთხვევაში:
8 წლის ვაჟს ანამნეზში აქვს ასთმა და ალერგიული რინიტი. ამჟამად, გამოხატულია ხველა, ქოშინი, აბდომინალგია, მიალგია, წონაში კლება, ლიმფადენოპათია, ცხვირის ლორწოვანზე ქერქოვანი წარმონაქმნები; ეოზინოფილია, „ANCA“-დადებითი, რენტგენოლოგიურად -პულმონარული ინფილტრაციები. რა არის არჩევის თერაპია :
სისტემური წითელი მგურას დროს გამოყენებულ რომელ მედიკამენტს ახასიათებს ცილიარული კუნთების დისფუნქცია, რქოვანას შემღვრევა, მაკულარული დაზიანება:
რომელი დაავადების დროს გამოიყენება კანჭის ნერვის ბიოფსია სადიაგნოსტიკოდ:
იუვენილურ იდიოპათიურ ართრიტს ყველაზე იშვიათად ახასიათბს:
რომელი იმუნოგლობულინები განაპირობებენ ჰიპერსენსიტიურ რეაქციას პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ მკურნალობა Ig G პრეპარატებით:
რომელი ანტისხეულები არ არის დაკავშირებული იუვენილურ დერმატომიოზიტთან:
პაციენტს, რომელიც იუვენილური იდიოპათიური ართრიტის გამო ღებულობს მეტოტრექსატს, გამოეხატა აბდომინალგია, დიარეა, გულისრევა. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან, რომელი გამოიყენება მეტოტრექსატის გვერდითი ეფექტების პრევენციისთვის:
12 წლის გოგონა მოგმართავთ ჩივილებით: ორივე კოჭწვივის, პროქსიმალური ფალანგთაშუა სახსრების შესიება და ტკივილი, რომელიც გრძელდება 1 კვირა, თან ახლავს საერთო სისუსტე, ცხელება, მსუბუქი კატარული მოვლენები. ლაბორატორიული მონაცემებიდან საყურადღებოა მომატებული ედს, უარყოფითი „anti-CCP, ANA“. სავარაუდო დიაგნოზია:
რომელი ინფექციისთვის არის დამახასიათებელი კრანიალური ნერვების ბილატერალური დაზიანება, ცხელება, გამონაყარი ( „Erythema migrans”) და ართრალგია:
რომელი მტკიცებულება არ შეესაბამება სიმართლეს იუვენილური სისტემური წითელი მგლურას დროს თირკმლის დაზიანების შესახებ:
მარფანის სინდრომი არის შემაერთებელი ქსოვილის გენეტიკური პათოლოგია. რომელი ცილის პათოლოგია არის დაავადების საფუძველი:
ძვალსახსროვანი სისტემის რომელი ნაწილი ზიანდება ყველაზე ხშირად ტუბერკულოზური ინფექციის დროს:
10 წლის გოგონას აქვს დიაგნოსტირებული იუვენილური იდიოპათიური ართრიტი, ოლიგოარტიკულარული ფორმა. მკურნალობა ჩატარებულია აასს, არაბიოლოგიური დაავადების მამოდიფიცირებელი ანტირევმატიული პრეპარატებით („DMARD“). რეკომენდირებულია რეკომბინირებული „TNF“ რეცეპტორის მაბლოკირებელი პრეპარატის დანიშვნა. თქვენი არჩევის მეკდიკამენტია:
ქვემოთ ჩამოთვლილი სადიაგნოსტიკო ტესტებიდან, რომელი არის ყველაზე მეტად სარწმუნო იუვენილური სარკოიდოზის დიაგნოსტირებისთვის:
პაციენტს აქვს 2 თვის ანამნეზი: რეინოს ფენომენი, კანის პროგრესირებადი სიკვრივე და შესქელება თითების მოდამოში, გულძმარვა და ყლაპვის გართულება. დადებითია „ANA“ და „anti- Scl-70“ ანტისეულები. რომელი პათოლოგიური ცვლილებები უდევს საფუძვლად აღნიშნულ დაავადებას:
16 წლის გოგონა აღნიშნავს ძლიერ ტკივილს ორივე ზედა კიდურში ფიზიკური ვარჯიშის დროს. არტერიული წნევი მაჩვენებლები- ზედა კიდურებზე „70/50 mmHg“, სუსტი ავსების პულსი; ქვედა კიდურებზე „120/80 mmHg“. ედს-ი 80მმ/სთ. ყველაზე მეტად სარწმუნო სადიაგნოსტიკო ტესტია:
დერმატომიზიტისთვის სპეციფიურ ფერმენტებს მიეკუთვნება ყველა, გარდა ერთისა:
რევმატოიდული ფაქტორი არის:
ქვემოთჩამოთვლილთაგან, რომელი არ შედის სისტემური წითელი მგლურას სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებში: