QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

81

რომელი სცენარის დროს არ შეიძლება ჩაითვალოს კაპნოგრაფია ენდოტრაქეული ინტუბაციის დადასტურების სარწმუნო მეთოდად?

82

პაციენტს წინამხრის მოტეხილობის დახურული ჩასწორებისთვის სედაციის მიზნით ინტრამუსკულარულად გაუკეთდა კეტამინი. პრეპარატის შეყვანიდან 5 წუთის შემდეგ პაციენტს აღენიშნა დესატურაცია 60%-მდე კანულით მიწოდებული ჟანგბადის მიუხედავად. გასინჯვით ნეკნთაშუა კუნთების რეტრაქციები, აუსკულტაციით ფილტვის ხმიანობა არ მოისმინება. რა უნდა გაკეთდეს აღნიშნული პაციენტის მართვისთვის?

83

რომელია შესაფერისი აღჭურვილობა და მისი მდებარეობა მოცემული ასაკის პაციენტებისთვის?

84

4 წლის ფეხით მოსიარულე ბავშვს დაეჯახა სატვირთო საშუალო სიჩქარით მოძრავი ავტომობილი. პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების მანქანით. მას უკეთია კისრის საყელო და იმობილიზებულია ფარზე. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: ტემპერატურა 36.8”C”, გულისცემის სიხშირე 132 წუთში, სუნთქვის სიხშირე 22 წუთში, არტერიული წნევა 98/50, სატურაცია 98% ოთახის ჰაერზე. გლაზგოს კომის შკალა 7. პირველადი დათვალიერებით სასუნთქი გზები გამავალია, სუნთქვა სპონტანური, დამაკმაყოფილებლად ტარდება ორივე მხარეს, დისტალური პულსი ძლიერი, პერფუზია დამაკმაყოფილებელი. პაციენტს აღენიშნება დიდი ზომის ჰემატომა მარცხენა თხემის არეში და ხილული დეფორმაცია მარცხენა წვივისა და წინამხრის მიდამოში. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული აღნიშნული პაციენტის მართვისას?

85

8 წლის ბავშვს თამაშის დროს კისრის მიდამოში მოხვდა ბეისბოლის ჯოხი. მას შენარჩუნებული აქვს სუნთქვა, თუმცა არ შეუძლია ლაპარაკი და აღენიშნება სტრიდორი. გასინჯვისას პირის ღრუში აღენიშნება სისხლიანი სეკრეტი და შეშუპება კისრის მიდამოში კრეპიტაციით. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაფერი მართვა აღნიშნული პაციენტისთვის?

86

2 წლის ბავშვი მოყვანილია სასწრაფო დახმარების მანქანით. მას აღენიშნება გასპინგის ტიპის სუნთქვა ანამნეზით 4 დღის განმავლობაში ღებინება და დიარეა პაციენტი ვერ ღებულობს სითხეს. ცხელება არ ჰქონია. მონიტორზე ვლინდება სინუსური რითმი, გულისცემის სიხშირე 150 წუთში, სუნთქვის სიხშირე 8 წუთში, არტერიული წნევა 62/28, ცენტრალური პულსი სუსტი. ჩამოთვლილთაგან რომელია სწრაფი თანმიმდევრული ინდუქციის საუკეთესო სქემა?

87

4 წლის ბავშვი ველოსიპედით შეეჯახა ხეს. მას არ ეკეთა ჩაფხუტი. პაციენტს აღენიშნება სახის მიდამოს მრავლობითი დაზიანება, სახის შუა ნაწილის ზომიერი შეშუპება და შეზღუდული აქვს პირის გაღება. ცხვირის ნესტოებში და პირის ღრუში ჩანს დიდი რაოდენობით სისხლი. გულისცემის სიხშირე 130 წუთში, არტერიული წნევა 96/64. სუნთქვითი ძალისხმევა მომატებულია, ისმის ბუყბუყის ხმა, სატურაცია 72% ნიღბით მიწოდებული ჟანგბადის ფონზე. გლაზგოს კომის შკალა 6. ჩამოთვლილთაგან რომელია პაციენტის სასუნთქი გზების მართვის საუკეთესო გზა?

88

ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული ლარინგოსკოპის პირთან მიმართებაში?

89

6 წლის ბავშვი არის უგონო და ციანოზური მას შემდეგ რაც ის გამოიყვანეს ცეცხლმოკიდებული სახლიდან. პაციენტს აქვს სუსტად გამოხატული ტირილი, ხმის ჩახლეჩა, აღენიშნება ნერწვდენა. სუნთქვითი ძალისხმევა მომატებულია. ჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული პაციენტის საუკეთესო მართვა?

90

2 წლის ბავშვმა გაიღვიძა მყეფავი ხველით, სტრიდორით და სუნთქვის გაძნელებით. 2 დღის განმავლობაში მას აღენიშნება ზედა სასუნთქი გზების ინფექცია და სუბფებრილური ტემპერატურა. საკვებს და სითხეს ღებულობს. სუნთქვის სიხშირე 36 წუთში, სატურაცია 89%. პაციენტს აღენიშნება სუნთქვის გაძნელება, ინსპირაციული სტრიდორი და რეტრაქციები. სუნთქვითი ხმიანობა ცუდად ტარდება. სხვა სისტემების მხრივ პათოლოგიური ცვლილებები არ აღინიშნება. ჩამოთვლილთაგან რომელია მართებული ინტუბაციისთვის მზადებასთან მიმართებაში?

91

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 8 წლის ბავშვი ღებინებით და ცნობიერების დარღვევით. პაციენტს აღენიშნება ტაქიკარდია, ღრმა და არარეგულარული სუნთქვა კაპილარული ავსების დრო 4-5 წმ. ლაბორატორული მაჩვენებლებია: “Na” 129 მმოლ/ლ, “K” 5.2 მექვ/ლ, “Cl” 85 მმოლ/ლ, “HCO3” 5 მმოლ/ლ, გლუკოზა 587 მგ/დლ. შარდში აღინიშნება ცილა, გლუკოზა და კეტონები. ჩამოთვლილთაგან რა არის ყველაზე მეტად საყურადღებო აღნიშნული პაციენტის ინტუბაციის დროს, რომელიც ხორციელდება ეტომიდატით და როკურონიუმით სწრაფი თანმიმდევრული ინდუქციის ფონზე?

92

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სასწრაფო დახმარების მანქანით მოყვანილია 7 წლის ბავშვი დაბადების დღის აღნიშვნიდან, სადაც მას აღენიშნა კანის ჰიპერემია, მშრალი ხველა და სუნთქვის პროგრესირებადი გაძნელება. პაციენტს ჰქონდა ღებინების 1 ეპიზოდი ლორწოვანი მასებით. გასინჯვისას გულისცემის სიხშირე 142 წუთში, სუნთქვის სიხშირე 28, არტერიული წნევა 92/40, სატურაცია 98% ოთახის ჰაერზე. აღენიშნება ტუჩების და ენის შეშუპება, თუმცა ხახის უკანა ნაწილის ვიზუალიზაცია შესაძლებელია გამოხატულია სტრიდორი, ფილტვების აუსკულტაციით მოისმინება ვიზინგი. ჩამოთვლილთაგან რომელია პირველი რიგის თერაპიული ჩარევა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ყველა საშუალება ხელმისაწვდომია?

93

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში სასწრაფო დახმარების მანქანით მოყვანილია 9 წლის პაციენტი ანამნეზში კრუნჩხვით, რომელსაც ბინაზე აღენიშნა გენერალიზებული ტონურ-კლონური კრუნჩხვა, რომელიც გაგრძელდა 6 წუთის განმავლობაში და მოიხსნა დიაზეპამის რექტალური შეყვანის შემდეგ. ტრანსპორტირების დროს კრუნჩხვითი აქტივობა არ შეინიშნებოდა. პაციენტს აღენიშნება სომნოლენცია, ხმაურიანი სპონტანური სუნთქვა 14 წუთში და იშვიათი ხველა სატურაცია 93% ოთახის ჰაერზე. კრუნჩხვის დროს აღენიშნებოდა ქაფიანი სეკრეტის გამოყოფა, თუმცა მოცემულ მომენტში სასუნთქი გზები სუფთაა და პაციენტს შენარჩუნებული აქვს ხახის რეფლექსი. ხიხინი ან ვიზინგი არ მოისმინება, თუმცა გამოხატულია რეტრაქციები. რა უნდა გაკეთდეს შემდეგ?

94

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 5 წლის პაციენტი ასთმით, რომელსაც აღენიშნება მძიმე რესპირატორული დისტრესი ბინაზე 2 დღის განმავლოაში ჩატარებული ბრონქოდილატაციური თერაპიის მიუხედავად. პაციენტი მოთავსებულია კარდიორესპირატორულ მონიტორზე, დაწყებულია უწყვეტი ინჰალაციური თერაპია ალბუტეროლით და უზრუნველყოფილია ინტრავენური მიდგომა. გასინჯვისას გულისცემის სიხშირე 165 წუთში, სუნთქვის სიხშირე 38 წუთში, სატურაცია 86% ინჰალაციის ფონზე. პაციენტი მოთენთილია, აღენიშნება სუნთქვითი ხმიანობის შესუსტება და რეტრაქციები. ვენური სისხლის გაზების მაჩვენებლებია: “pH” 7.15, “pCO2” 76, “pO2” 46, „HCO3“ 19. ჩამოთვლილთაგან ყველაზე შესაფერისი ჩარევაა:

95

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 9 წლის ბიჭი, რომელიც დაეცა გაშლილ ხელზე. რენტგენოგრაფიით აღენიშნება სხივის და იდაყვის ძვლების მოტეხილობა ცდომით. ორთოპედთან კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება განხორციელდეს მოტეხილობის დახურული რეპოზიცია გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში. ჩამოთვლილთაგან რომელია სედაციის საუკეთესო არჩევანი მოცემულ სიტუაციაში?

96

6 წლის პაციენტს ესაჭიროება სედაცია და ანალგეზია მოტეხილობის რეპოზიციისთვის. მიდაზოლამის და ფენტანილის შეყვანის შემდეგ ბავშვმა დაიძინა და იღვიძებს მხოლოდ ტკივილზე. პაციენტს აღენიშნება ხმაურიანი სუნთქვა, რომელიც საჭიროებს სასუნთქი გზების რეპოზიციას. ჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება ბავშვის სედაციის ხარისხს?

97

4 წლის გოგონას ესაჭიროება სედაცია მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის ჩასატარებლად. ჩამოთვლილთაგან რომელი სედაციური პრეპარატის მოქმედებას ანეიტრალებს ფლუმაზენილი?

98

3 წლის პაციენტს ჩაუტარდა ღრმა სედაცია სახეზე არსებული ნაკბენი ჭრილობის დასამუშავებლად. პაციენტს განუვითარდა აპნოე, რომელიც არ პასუხობს სასუნთქი გზების რეპოზიციაზე და სტიმულაციაზე. ჩამოთვლილთაგან რომელი სედაციური პრეპარატის მოქმედების განეიტრალება არის შეუძლებელი?

99

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 18 წლის ბიჭი მხრის ამოვარდნილობით. საჭიროა ამოვარდნილობის ჩასწორება კეტამინის დისოციაციური სედაციის ფონზე. ჩამოთვლილთაგან რომელია კეტამინის ყველაზე ცნობილი გვერდითი მოქმედება?

100

გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში 4 წლის პაციენტს ჩაუტარდა წინამხრის ცდომით მოტეხილობის რეპოზიცია მიდაზოლამით და ფენტანილით სედაციის ფონზე. პროცედურის დასრულების შემდეგ პაციენტის სატურაცია იწყებს კლებას 84%-მდე. პაციენტს აღენიშნება სუნთქვის გაჩერება. რა არის ყველაზე შესაფერისი საწყისი ნაბიჯი აღნიშნული პაციენტის მართვის დროს?

განმარტებები