სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო
დაბადებიდან 3 საათის შემდეგ დროულ ახალშობილს აღენიშნა კრუნჩხვა. ორსულობა და მშობიარობა მიმდინარეობდა გართულებების გარეშე. სისხლში გლუკოზის მაჩვენებელია 35 მგ/დლ. პერიფერიული ვენური მიდგომა უზრუნველყოფილია. თქვენი შემდგომი ნაბიჯია:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაიბადა ახალშობილი. სანაყოფე სითხე სუფთაა).დაბადებისთანავე ახალშობილს აღენიშნება ციანოზი და სუნთქვის გაძნელება. სუნთქვის სიხშირე 30 წუთში, გულისცემის სიხშირე 70 წუთში. ახალშობილის მდგომარეობა არ უმჯობესდება 30 წამის განმავლობაში 100 % ჟანგბადის ნიღბით მიწოდების მიუხედავად. თქვენი შემდგომი ნაბიჯია:
დაბადებიდან 1 საათის შემდეგ დროულ ახალშობილს აღენიშნა სუნთქვის გაძნელება გასინჯვით ვლინდება ციანოზი, რომელიც ქრება ტირილის დაწყებისას. თქვენი შემგომი ნაბიჯია:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 5 თვის ბავშვი სუნთქვის პროგრესირებადი გაძნელებით უკანასკნელი 2 დღის განმავლობაში. დაავადება დაეწყო ცხვირით სუნთქვის გაძნელებით, რასაც მეორე დღეს დაერთო ვიზინგი. ბინაზე უტარდებოდა ოჯახის ექიმის მიერ დანიშნული ინჰალაციები ალბუტეროლით 4 სთ-ში ერთხელ. ბავშვი არ ღებულობს საკვებს ღამის შემდეგ. მოშარდა ერთხელ. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ტემპერატურა “38.5 C”, გულისცემის სიხშირე 180 წუთში, სუნთქვის სიხშირე 40 წუთში, არტერიული წნევა 70/40, სატურაცია პულსოქსიმეტრიით 93% ოთახის ჰაერზე. გამოხატულია მსუბუქი სუბკოსტალური რეტრაქციები ნესტოების ბერვის გარეშე, ინსპირაციული და ექსპირაციული ვიზინგი, კაპილარული ავსების დრო 4 წამი. თქვენი საწყისი ნაბიჯია:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 2 წლის ბიჭი მდგრადი ღებინებისა და დიარეის 2 დღიანი ანამნეზით. მშობლები აღნიშნავენ ხანგამოშვებითი ცხელების და მყრალი სუნის მქონე წყლიანი განავლოვანი მასების არსებობას ყოველი კვების შემდეგ. ნაღებინები მასები არ შეიცავს სისხლიან და ნაღვლოვან მასებს. პაციენტის 5 წლის ძმას ასევე აღენიშნება მსგავსი მაგრამ ნაკლები სიმწვავის სიმპტომები. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ბავშვი არის ლეთარგიული, სასიცოცხლო მაჩვენებლებია: ტემპერატურა “40.0 C”, გულისცემის სიხშირე 190 წუთში, სუნთქვის სიხშირე 44 წუთში, არტერიული წნევა 65/38. პაციენტს ჩაუტარდა ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის 20 მლ/კგ 3 ბოლუსური ინტრავენური შეყვანა. სისხლის შრატში ელექტროლიტების შემცველობაა: “Na” 122 მექვ/ლ “K” 4 მექვ/ლ “Cl” 92 მექვ/ლ “HCO3” 8 მექვ/ლ, გლუკოზა 38 მგ/დლ. ყველა ჩამოთვლილი მიზანშეწონილია აღნიშნული პაციენტის მართვისას გარდა:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 10 წლის ბიჭი 4.5 მეტრის სიმაღლის ხიდან ჩამოვარდნის შემდეგ. სასწრაფო დახმარების პერსონალის გადმოცემით ბავშვმა დაკარგა გონება 3 წუთის განმავლობაში და ტრანსპორტირების დროს გამოეხატა აგზნება. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიყვანისას პაციენტს აღენიშნებოდა კონფუზია. გულისცემის სიხშირე 80 წუთში, სუნთქვის სიხშირე 20 წუთში, არტერიული წნევა 80/40, კაპილარული ავსების დრო 2-3 წამი. გუგები 3 მმ, თანაბარი, რეაქტიული სინათლეზე. პაციენტი იმობილიზებულია. დეტალური ნევროლოგიური გასინჯვის შესრულებამდე პაციენტის ცნობიერება პროგრესულად გაუარესდა და მას ჩაუტარდა ენდოტრაქეული ინტუბაცი. 40 მლ/კგ კრისტალოიდის ინტრავენურად შეყვანის შემდეგ სასიცოცხლო მაჩვენებლები არ შეცვლილა. მეორადი დათვალიერებისას გამოვლინდა ექკიმოზები და პალპაციით „T1-T2“ მალების გამოვარდნა.ჰემოგლობინის მაჩვენებელი ნორმალურია ფოლეის კათეტერი ჩადგმულია და მიღებულია შარდი. სცენარის მიხედვით ჩამოთვლილთაგან რომელი გამოიწვევს პაციენტის ჰემოდინამიკური სტატუსის გაუმჯობესებას?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 14 წლის ბიჭი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ. ის იმობილიზებულია და უჩივის ძლიერ მუცლის ტკივილს. გულისცემის სიხშირე 130 წუთში, არტერიული წნევა 110/55. დაწყებულია ინტრავენურად კრისტალოიდის ხსნარის შეყვანა. მუცელი შებერილი და დიფუზურად დაჭიმულია) საწყისი ჰემოგლობინი 8.4 მგ/დლ. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ვლინდება თავისუფალი აირის არსებობა სუბდიაფრაგმულად. დაწყებულია პირველი ჯგუფის რეზუს უარყოფითი ერითროციტული მასის ტრანსფუზია. საოპერაციოში პაციენტის შეყვანამდე ყურადღებას იბყრობს სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუარესება. გულისცემის სიხშირე 150 წუთში, არტერიული წნევა 80/40, სატურაცია 88%. აღინიშნება ვიზინგი ქვედა წილებში და ნეკნქვეშა მიდამოს რეტრაქციები. თქვენი შემდეგი ნაბიჯია:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადმოყვანილია 13 წლის ბიჭი რეგიონული საავადმყოფოდან, სადაც ის მოთავსდა ცხელებისა და გამონაყარის გამო. დედის გადმოცემით ცხელება დაეწყო 2 დღის წინ, ხოლო გამონაყარი გამოვლინდა წინა ღამეს და მეორე დღეს მოიმატა. რეგიონულ საავადმყოფოში ჩაითვალა, რომ გამონაყარი იყო პეტექიური, რის გამოც ინტრამუსკულურად შეყვანილი იქნა ცეფტრიაქსონი. პაციენტი ტრანსპორტირდა რეანიმობილით. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიყვანისას პაციენტი არის ლეთარგიული და აღენიშნება დისემინირებული პეტექიური გამონაყარი, რომელსაც სხეულის ზოგიერთ მიდამოში აქვს პურპურის ხასიათი. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: ტემპერატურა”39 C”, გულისცემის სიხშირე 148 წუთში, სუნთქვის სიხშირე 28 წუთში, არტერიული წნევა 100/64, სატურაცია 95% ოთახის ჰაერზე. პაციენტი შეყვანილია შოკის დარბაზში, სადაც ჩაუტარდა ორი პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია მსხვილი კალიბრის კათეტერით. რადიალური პულსი დამაკმაყოფილებელია, კაპილარული ავსების დრო 2 წამი. გულის ტონები ნორმალურია და მონიტორზე ვლინდება სინუსური რითმი. შემდეგი 45 წუთის განმავლობაში შეყვანილი იქნა ფიზიოლოგიური ხსნარი 60 მლ/კგ. ანალიზები გაგზავნილია ლაბორატორიაში. პაციენტის გადაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვერ ხერხდება თავისუფალი საწოლების არარსებობის გამო. დაწყებულია დოპამინის ინფუზია, რომლის დოზა ტიტრაციით გაიზარდა 10 მკგ/კგ/წთმდე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ მოჰყოლია. ჩამოთვლილთაგან რომელია ნაჩვენები აღნიშნული პაციენტისთვის?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადმოყვანილია 13 წლის ბიჭი რეგიონული საავადმყოფოდან, სადაც ის მოთავსდა ცხელებისა და გამონაყარის გამო. დედის გადმოცემით ცხელება დაეწყო 2 დღის წინ, ხოლო გამონაყარი გამოვლინდა წინა ღამეს და მეორე დღეს მოიმატა. რეგიონულ საავადმყოფოში ჩაითვალა, რომ გამონაყარი იყო პეტექიური, რის გამოც ინტრამუსკულურად შეყვანილი იქნა ცეფტრიაქსონი. პაციენტი ტრანსპორტირდა რეანიმობილით. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მიყვანისას პაციენტი არის ლეთარგიული და აღენიშნება დისემინირებული პეტექიური გამონაყარი, რომელსაც სხეულის ზოგიერთ მიდამოში აქვს პურპურის ხასიათი. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: ტემპერატურა “39 C”, გულისცემის სიხშირე 148 წუთში, სუნთქვის სიხშირე 28 წუთში, არტერიული წნევა 100/64, სატურაცია 95% ოთახის ჰაერზე. პაციენტი შეყვანილია შოკის დარბაზში, სადაც ჩაუტარდა ორი პერიფერიული ვენის კათეტერიზაცია მსხვილი კალიბრის კათეტერით. რადიალური პულსი დამაკმაყოფილებელია, კაპილარული ავსების დრო 2 წამი. გულის ტონები ნორმალურია და მონიტორზე ვლინდება სინუსური რითმი. შემდეგი 45 წუთის განმავლობაში შეყვანილი იქნა ფიზიოლოგიური ხსნარი 60 მლ/კგ. ანალიზები გაგზავნილია ლაბორატორიაში. პაციენტის გადაყვანა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში ვერ ხერხდება თავისუფალი საწოლების არარსებობის გამო. დაწყებულია დოპამინის ინფუზია, რომლის დოზა ტიტრაციით გაიზარდა 10 მკგ/კგ/წთ-მდე, თუმცა სასიცოცხლო მაჩვენებლების გაუმჯობესება არ მოჰყოლია. პაციენტის მდგომარეობა უარესდება ლეთარგია და ტაქიპნოე მატულობს. მას უტარდება ენდოტრაქეული ინტუბაცია და გადაყვანილია მექანიკურ ვენტილაციაზე. ეპინეფრინის დოზა იზრდება ტიტრაციით. არტერიული წნევა 98/66, კაპილარული ავსების დრო 2-3 წმ. რეანიმაციის დაწყების მომენტში ჩადგმულია ფოლეის კათეტერი. დიურეზი მინიმალურია. ჩამოთვლილთაგან რომლის შეყვანა არის მიზანშეწონილი?
4 წლის ბიჭს ეპილეფსიური სტატუსით ჩაუტარდა ანტიკონვულსიური თერაპია ინტრავენური ლორაზეპამით. პაციენტს აღენიშნა აპნოე. დაწყებულია ვენტილაცია ტომრით და ნიღბით. ქვემოთ ჩამოთვლილი შეიძლება იყოს ტომრით და ნიღბით ვენტილაციის პოტენციური გართულება გარდა:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 16 თვის ჩვილი გოგონა, რომელსაც აღენიშნება პროგრესირებადი ლეთარგია უკანასკნელი რამდენიმე საათის განმავლობაში. ანამნეზში ცხელება და ხველა არ იბყრობს ყურადღებას. ბავშვს ჰქონდა ღებინების ერთი ეპიზოდი დიარეის გარეშე. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანისას პაციენტი დუნედ პასუხობს გაღიზიანებაზე, აღენიშნება სუსტი ტირილი და სხეულის სიჭრელე. პულსი სხივის და ბარძაყის არტერიაზე ძალიან სუსტია. მუცელი ოდნავ შებერილია, ღვიძლი ისინჯება ნეკნთა რკალიდან 4 სმ-ზე. მონიტორზე ვლინდება ვიწრო კომპლექსიანი ტაქიკარდია, გულისცემის სიხშირე 260 წუთში. თქვენი შემდეგი ნაბიჯია:
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 3 კვირის ჩვილი გოგონა მდგრადი ღებინებით და ლეთარგიით. ბავშვი დაბადებულია ბინაზე. შემოსვლის მომენტში პაციენტი ფერმკრთალია და დუნედ პასუხობს გაღიზიანებაზე. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: ტემპერატურა”37 C”, გულისცემის სიხშირე 210 წუთში, სუნთქვის სიხშირე 70 წუთში, არტერიული წნევა 58 სისტოლური, სატურაცია 95% ოთახის ჰაერზე. ლაბორატორული მაჩვენებლები: „pH” 7.0, “HCO3” 8 მექვ/ლ “Na” 123 მექვ/ლ “K” 7.2 მექვ/ლ, გლუკოზა 38 მგ/დლ. მონიტორზე ვლინდება სინუსური ტაქიკარდია. დაწყებულია სითხით რეანიმაცია რა უნდა გაკეთდეს პაციენტის კლინიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 12 წლის ბიჭი მძიმე ასთმით. მას ჩაუტარდა მკურნალობა ალბუტეროლის და იპრატროპიუმის ბრომიდის მუდმივი ინჰალაციით 2 სთ-ის განმავლობაში, მეთილპრედნიზოლონით და ინტრავენური მაგნეზიით. მას კვლავ აღენიშნება მძიმე რესპირატორული დისტრესი. არტერიული სისხლის გაზების მაჩვენებლებია: “pH” 7.12, “pCO2” 80, “pO2” 45 100% ჟანგბადის ფონზე. მიღებულია გადაწყვეტილება სწრაფი თანმიმდევრული ინტუბაციის ჩატარებაზე ნიღბით და ტომრით პრეოქსიგენაციის შემდეგ. კეტამინით ინდუქციის დროს პაციენტს განუვითარდა სტრიდორი სუპრასტერნალური რეტრაქციებით. ჩამოთვლილთაგან რომელი ჩარევა არის ყველაზე შესაფერისი?
პირდაპირი ვიზუალიზაციის გარდა რომელია ენდოტრაქეული მილის სწორი მდებარეობის დადასტურების საუკეთესო მეთოდი?
პაციენტს წარმატებული ინტუბაციის შემდეგ ჩაუტარდა სედაცია და შეყვანილი იქნა ნერვ-კუნთოვანი ბლოკატორი. პაციენტის სატურაცია თანდათანობით კლებულობს. ჩამოთვლილთაგან ყველა ითვლება შესაფერის ჩარევად გარდა:
გადაუდებელი დახმარების განყიფილებაში მოყვანილია 4 წლის გოგონა ნამგლისებური ანემიით, რომელსაც 2 დღის განმავლობაში აღენიშნება ცხელება შემოსვლის მომენტში პაციენტი მივარდნილია, მაგრამ პასუხობს გაღიზიანებაზე ადექვატურად. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: ტემპერატურა “39.5 C”, გულისცემის სიხშირე 175 წუთში, სუნთქვის სიხშირე 36 წუთში, არტერიული წნევა 72/36, კაპილარული ავსება 3-4 წამი, სატურაცია 93% ოთახის ჰაერზე. გულის აუსკულტაციით პაციენტს აღენიშნება III/IV ხარისხის შუილი, გასინჯვით რამდენადმე გადიდებულია ელენთა. ინტრავენური მიდგომა უზრუნველყოფილია.რა უნდა გაკეთდეს ამის შემდეგ?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 4 თვის ბიჭი გულის გაჩერებით. ბავშვი სუნთქვის გაჩერებით და ციანოზით ნაპოვნი იქნა დედის მიერ. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაგრძელდა სასწრაფო დახმარების პერსონალის მიერ დაწყებული გულ-ფილტვის რეანიმაცია. ჩატარდა ენდოტრაქრული ინტუბაცია. ინტრავენური მიდგომის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდა. მონიტორზე გულისცემის სიხშირეა 36 წუთში. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაფერისი შემდეგი ნაბიჯი?
გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში მოყვანილია 3 წლის არაიმუნიზირებული ბავშვი, რომელსაც აღენიშნება ცხელების და ყელის ტკივილის 1 დღიანი ანამნეზი. პაციენტი არ ღებულობს საკვებს და აქვს ნერწვდენა. გასინჯვისას ბავშვის მდგომარეობა მძიმეა, ყურადღებას იბყრობს აგზნება. სასიცოცხლო მაჩვენებლებია: ტემპერატურა “39.8 C", გულისცემის სიხშირე 140 წუთში, სუნთქვის სიხშირე 34 წუთში, სატურაცია 98% ოთახის ჰაერზე. პაციენტი დაყრდნობილია ხელებზე და უარს ამბობს დაწოლაზე. აღენიშნება სტრიდორი და ზომიერი რეტრაქციები. რა არის პაციენტის მართვის შემდეგი საფეხური?
პირდაპირი ვიზუალიზაციის გარდა რომელია ენდოტრაქეული მილის სწორი მდებარეობის დადასტურების ყველაზე სწრაფი და სარწმუნო მეთოდი?
4 თვის ბავშვს ჩაუტარდა ენდოტრაქეული ინტუბაცია ხანგრძლივი აპნოეს ეპიზოდის გამო, რასაც თან სდევდა სატურაციის ვარდნა 76%-მდე. საინტუბაციო მილით 100% ჟანგბადის ფონზე ჩატარებულ ვენტილაციას არ მოჰყოლია სატურაციის მატება კაპნოგრაფიის მრუდი ნორმალურია, ამოსუნთქულ ჰაერში „CO2„მაჩვენებელია 48 “mmHg”, გულისცემის სიხშირე და არტერიული წნევა სტაბილურია. აუსკულტაციით ვლინდება სუნთქვითი ხმიანობის შესუსტება მარცხენა მხარეს. ჩამოთვლილთაგან რომელია პაციენტის მართვის საუკეთესო ნაბიჯი: