QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

281

14 წლის ბავშვს ცხელების, თავის ტკივილის და ძილიანობის გამო გაუკეთდა ლუმბალური პუნქცია. რომელია ჩამოთვლილთაგან სწორი?

282

14 წლის ფეხბურთელი ბიჭი მოიყვანეს ძლიერი ტკივილით მარჯვენა მხრის არეში რომელმაც გააღვიძა ის არის მცველი თავის გუნდში, უარყოფს წამლების მიღებას და სექსუალურ ურთიერთობებს. იმუნიზაცია სრულყოფილი აქვს, გასინჯვით“T38.3°C“,”HR-100“, „T/A-135/70“,“RR-16’’, არაკომფორტულადაა და გამოიყურება შეწუხებული, ორივე ზედა კიდურზე ექსკორიაციები და ნაკაწრები. მარჯვენა მხარი შეშუპებული, თბილი და პალპაციით დიფუზურად მტკივნეული. მოძრაობა შეზღუდულია ტკივილის გამო. ჩამონათვლიდან, რომელია ყველაზე ზუსტი პაციენტის მდომარეობასთან მიმართებაში?

283

მანამდე ჯანმრთელი 7თვის ჩვილი მოიყვანეს მწვავე მარჯვენამხრივი პერიორბიტალური შეშუპებით. მან დილით გაიღვიძა წყლიანი თვალებით და შუადღისას მშობლებმა შეამჩნიეს ერითემა და შეშუპება.“T-38.4°C“ , მაგრამ სხვა ვიტალური ნიშნები ნორმაშია, მარჯვენა პერიორბიტალურ არეში შესამჩნევია შეშუპება და ერითემა, პალპაციით თბილი და მგრძნობიარე. ექსტა-ოკულარული მოძრაობა ნორმაში, შეწუხებულად არ გამოიყურება. ფიზიკალური გასინჯვით პათოლოგია არ ვლინდება. ჩამონათვალიდან რა არ შეესაბამება ამ მდგომარეობას:

284

4 წლის ბავშვი მოიყვანეს გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში ცხელებით და საერთო სისუსტით, ანამნაზში აღნიშნევენ ელენთის არტერიის ინფარქტს გამოწვეულს ნეონატალური სეფსისით. მისი ერთადერთი მედიკამენტია პენიცილინ “VK“,. გასინჯვით ბაშვი ფებრილურია, საშუალოდ ტაქიკარდიული და ჰიპერემიული. ვიტალური ნიშნები ნორმაა და ინტერაქტიულია. ჩამონათვლიდან, რომელია საუკეთესო შესაფასებლად და სამკურნალოდ?

285

11 დღის ჩვილი გ.დ.გ.-ში მოიყვანეს ჩივილით ერთი დღეს განმავლობაში ტირილის და უჭმელობის გამო. პაციენტი აფებრილურია, გასინჯვისას გამოვლინდა ბუშტუკები მარცხენა ქუთუთოზე და მარცხენა მხარზე. ჩამონათვლიდან, რომელია არა სწორი ამ მდგომარეობასთან მიმართებაში?

286

9 კვირის ჩვილს, დაბადებულს გესტაციით 35 კვირაზე, უკვე ორი კვირაა აქვს ჩივილები: შეკრულობაზე, ხველაზე და ხველის შემდგომ ღებინებაზე.იგივე ივილებით ეს არის მესამე ვიზიტი გ.დ.გ.-ში ამ ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ბავშვი არის აფებრულური, იშვიათი ხველით, სატურაცია 94% ოთახის ჰაერზე,“RR 48“,“T/A-N“, ბავშვს აქვს მშრალი ლორწოვანი, კაპილარული ავსება - 3წმ. ჩამოთვლილიდან, რომელია ყველაზე შესაფერისი პაციენტის შესაფასებლად და მენეჯმენტისთვის:

287

8 წლის ჯანმრთელი გოგონა მოიყვანეს ფერმიდან, სადაც დაეცა ჟანგიან ინსტრუმენზე, გასინჯვისას აღენიშნება მრავლობითი ზედაპირული დაზიანებები ზედა კიდურებზე . მშობლები არიან ძალიან გაღიზიანებულნი და მოითხოვენ საუკეთესო მკურნალობის ჩატარებას. ვერ უკავშირდებიან პედიატრს, რომელსაც დაბადებიდან ჰყავს მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ სავარაუდოდ იმუნიზირებულია სრულად. რა არის ყველაზე ადექვატური ქმედება?

288

თქვენთან მოიყვანეს 13 წლის გოგონა დიარეით, რომელმაც ეხლახანს იმოგზაურა ეკუადორში . მას ჰქონდა შეტევითი მუცლის ტკივილი, დაბალი ცხელება, არასისხლიანი დიარეა, გაუფორმეებელი განავალი. გასინჯვის დროს აქტიურია და სითხეეს იღებს. ვიტალური ნიშნები ნორმაა, პაციენტის შემდგომი მართვისთვის, რომელია ჩამონათვლიდან ნაკლებად ზუსტი:

289

10 წლის ბიჭი მოიყვანეს გ.დ.გ., გველის ნაკბენის გამო. ის თამაშობდა ბალახში, როდესაც უკბინა გველმა) მან განაცხადა, რომ გველი იყო „შავი, წითელი და ყვითელი“. უკბინა 30 წუთის ადრე ვიდრე მოიყვანდნენ სტაციონარში.“T- 37.2°C“, „HR -100“, „RR-22“, „T/A110/65“ სატურაცია, 100% ოთახის ჰაერზე. გასინჯვით პაციენტი არის პათოლოგიური ცვლილებების გარეშე, გარდა იმისა, რომ აქვს 2 პატარა ნაჩხვლეტი ხელის დორზალურ ზედაპირზე, 2 ან 3 დამატებითი კბენის ნიშნები ნაჩხვლეტის უკან. რა არის თქვენი პირველი ნაბიჯი პაციენტის მკურნალობაში:

290

10 წლის ბიჭი მოიყვანეს გ.დ.გ., გველის ნაკბენის გამო. ის თამაშობდა ბალახში, როდესაც უკბინა გველმა. მან განაცხადა, რომ გველი იყო „შავი, წითელი და ყვითელი“. უკბინა 30 წუთის ადრე ვიდრე მოიყვანდნენ სტაციონარში. გასინჯვით პაციენტი არის პათოლოგიური ცვლილებების გარეშე. ხანმოკლე პერიოდის შემდგომ გ.დ.გ.-ში დაყოვნებისას, ბავშვმა დაიწყო ჩივილი ტკივილზე დაკბენილი ფეხის საპროექციო არეში. გასინჯვისას ნაკბენის მიდამო შეშუპებულია და მტივნეული, მაგრამ არა დაჭიმული, თითების გაშლისას არ აღინიშნება მტკივნეულობა. როგორია თქვენი შემდგომი ნაბიჯი:

291

პოლიციასა და სასწრაფო დახმარების სამსახურს (EMS) მოჰყავს უგონო მდგომარეობაში მყოფი 4 წლის ბავშვი, რომელიც ნაცემია და დამწვარი.ყველა. ქვემოთ ჩამოთვლი მიზეზები იქნა იდენტიფიცირებული როგორც დემოგრაფიული ფაქტორები ასოცირებული ბავშვის მიმართ განხორციელებულ არასწორ დამოკიდებულებასთან, გარდა:

292

დედამ მოიყვანა 7 წლის ბავშვი რომელიც არის პრეპუბერტატულ პერიოდში. ბავშვმა გამოაშკარავა ის რომ დედის მეგობარი ეხებოდა მის სხეულს მაგრამ ბავშვმა არ ისაუბრა დეტალებზე.ბოლოს ეს შეხება მოხდა ამ დილით. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე სწორი დამოკიდებულება (მართვა)ამ ბავშვის მიმართ?

293

დედას მოჰყავს შვილი პედიატრთან. ბავშვს აქვს შორისის ქავილი და უფერო გამონადენი საცვლებზე.დედა ფიქრობს ბავშვმა განიცადა ფიზიკური ძალადობა.(სექსუალური) ქვემოთ ჩამოთვლილი ინფექციებიდან რომელი არის პათოგნომური სექსუალური ძალადობის შედეგად.

294

პედიატრი ამოწმებს და აფასებს 3 წლის ბავშვის მდგომარეობას რომელსაც უგრძელდებოდა კრუნჩხვები 25 წუთის განმავლობაში, სახლში. პედიატრი აცხადებს რომ ის ბავშვის ფიზიკურ მდგომარეობას თვალყურს ადევნებს ბოლო 2 წლის მანძილზე. ბავშვს ჰქონდა სხვადასხვა ჩივილები თუმცა არ გამოვლენილა რაიმე სახის პათოლოგია. შემოწმებისას ბავშვს აქვს ჩვეულებრივი ნორმალური მდგომარეობა. რაც შეეხება სავარაუდო დიაგნოზს, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მართალია, გარდა?

295

ქვემოთ აღწერილი ბავშვებიდან, რომლებსაც აქვთ დამწრობა, რომელი არის არასწორად მოპყრობის მსხვერპლი?

296

9 წლის ბავშვი მოჰყავთ პირდაპირ სკოლიდან რომელსაც თან მოჰყვება პოლიციელი და ბავშვთა დაცვის სამსახურის მუშაკი. მასწავლებლის მოხსენებიდან გამომდინარე ბავშვს აღენიშნება ძალადობის ნიშნები სხეულზე. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილთაგან არის ყველაზე სრული და შესაბამისი ქმედებები ექიმის მხრიდან?

297

6 თვის ბავშვი მოიყვანეს გულის წასვლის სიმპტომით.დედა აცხადებს რომ ბავშვს ჰქონდა კლონური კრუნჩხვები 5 წუთის განმავლობაში , შეწყდა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ბავშვის ისტორიაში არ არის რაიმე ინფორმაცია დაავადებების ან ტრავმის შესახებ რომელიც შეიძლებოდა გადაეტანა გულყრამდე. გასინჯვის დროს თქვენ ხედავთ თუ რამდენად გაღიზიანებულია ბავშვი თუმცა ჰემოდინამიკურად სტაბილური. თქვენ უკეთებთ თავის ტომოგრაფიას, რომელიც აჩვენებს პარიეტულ თავის ქალის მოტეხილობას და ასევე სუბდურული ჰემორაგიის განვითარების პროცესს მაგრამ არ შიმჩნევა შუახაზის გადაწევა ან წყალმანკი. ნეიროქირურგთან კონსულტაციის შემდეგ ბავშვმა უნდა ჩაიტაროს ანტიკონვულსური თერაპია და ასევე დარჩეს საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ. ასევე საჭიროა ჩატარდეს სისხლის ანალიზი იმის გასარკვევად თუ რა დრო სჭირდება სისხლის შედედებას. ქვემოთ ჩმოთვლილი კვლევებიდან საჭიროა ყველა, გარდა ერთისა

298

6 თვის ბავშვი მოიყვანეს გულის წასვლის სიმპტომით.დედა აცხადებს რომ ბავშვს ჰქონდა კლონური კრუნჩხვები 5 წუთის განმავლობაში , შეწყდა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე. ბავშვის ისტორიაში არ არის რაიმე ინფორმაცია დაავადებების ან ტრავმის შესახებ რომელიც შეიძლებოდა გადაეტანა გულყრამდე. გასინჯვის დროს თქვენ ხედავთ თუ რამდენად გაღიზიანებულია ბავშვი თუმცა ჰემოდინამიკურად სტაბილური. თქვენ უკეთებთ თავის ტომოგრაფიას, რომელიც აჩვენებს პარიეტულ თავის ქალის მოტეხილობას და ასევე სუბდურული ჰემორაგიის განვითარების პროცესს მაგრამ არ შიმჩნევა შუახაზის გადაწევა ან წყალმანკი. ნეიროქირურგთან კონსულტაციის შემდეგ ბავშვმა უნდა ჩაიტაროს ანტიკონვულსური თერაპია და ასევე დარჩეს საავადმყოფოში დაკვირვების ქვეშ. ასევე საჭიროა ჩატარდეს სისხლის ანალიზი იმის გასარკვევად თუ რა დრო სჭირდება სისხლის შედედებას. პაციენტს აქვს პრობლემა სისხლის შედედებასთან დაკავშირებით. სისხლის შედედებას ესაჭიროება მეტი დრო. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია ამ პრობლემის მიზეზი:

299

5წლის ბავშვი მოჰყავთ პირდაპირ ბაღიდან ჩივილებით: ტემპერატურა“40C“, ჰემორაგიული გამონაყარი მთელ სხეულზე, ქავილი.ბავშვის ცნობიერება დაბინდული.პაციენტის დედას არა აქვს დასავლური მედიცინის რწმენა,რის გამოც უარს აცხადებს ბავშვის მკურნალობაზე და სურს ბავშვის სახლში წაყვანა. თქვენ ვარაუდობთ მენინგოკოკურ ინფექციას და გსურთ გაუწიოთ დახმარება. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან , რომელი არის ყველაზე სწორი ქმედება ამ პაციენტის მიმართ

300

დედას მოჰყავს 7 წლის გოგონა, რომელზეც განხორციელდა სექსუალური ძალადობა. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი შემთხვევა არ აყენებს გოგონას, სექსუალური ძალადობის რისკის ქვეშ

განმარტებები