QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ბავშვთა გადაუდებელი სალიცენზიო

734 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

261

ს/დახმარების ბრიგადამ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან მოიყვანა 18 თვის ვაჟი. იმობილიზებულია პედიატრიულ დაფაზე, კისერზე ადევს საყელო, პაციენტი ძლიერ ტირის და მისი დამშვიდება ვერ ხერხდება. გასინჯვით თვალებს სპონტანურად არ ახელს და აგრძელებს ტირილს. გარეგანი დათვალიერებით ტრავმული დაზიანების ნიშნები არ ვლინდება. მოძრაობა ოთხივე კიდურში სპონტანურია და თავისუფალი. ამ მონაცემებზე დაყრდნობით გლაზგოს კომის შკალის რამდენი ქულით შეაფასებდით ბავშვის ნევროლოგიურ სტატუსს:

262

რუტინული პროფილაქტიკური კვლევების დროს 9 თვის გოგონას სისხლში გამოვლინდა ჰემატოკრიტი 59%, რის გამოც ოჯახის ექიმის მიერ გამოგზავნილ იქნა თქვენს კლინიკაში. თქვენ გაიმეორეთ ანალიზი და მიიღეთ იგივე შედეგი. რომელი კვლევა დაგეხმარებათ ყველაზე მეტად პოლიციტემიის ეტიოლოგიის დასადგენად:

263

ემერჯენსში მოიყვანეს 21 დღის ვაჟი მუცელზე გამონაყრის ერთდღიანი ანამნეზით. დედა აღნიშნავს ტაქტილურ ცხელებას დღევანდელი დღის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი ჩვეულებრივზე მეტად წუხდა, საკვები ნორმალურად მიიღო. ფიზიკალური გასინჯვით: რექტალური „T 37.9C“,“HR 180“,“RR 46“,“BP 65/44“. ჩამოთვლილთაგან რომელია მართვის შემდგომი საფეხური:

264

16 წლის ვაჟი მოყვანილია ემერჯენსში კუპრივით შავი ფერის განავლის გამო. განავალში ჰემის ტესტი უარყოფითია. თქვენ უნდა აუხსნათ, რომ ცრუ მელენა შეიძლება გამოიწვიოს ყველა ჩამოთვლილმა, გარდა:

265

მშობლებმა მოიყვანეს 6 წლის გოგონა, რომელსაც 3 დღეა აღენიშნება მეწამულისფერი (იისფერი) გამონაყარი ზედა კიდურებსა და დუნდულოებზე. ცხელება არ აქვს , ქონდა 2-ჯერადი პირღებინება სისხლისა და ნაღვლის მინარევების გარეშე. ანამნეზში დაავადებებთან კონტაქტს და მოგზაურობას არ აღნიშნავენ. გასინჯვისას ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩამოთვლილთაგან რომელ კვლევას ჩაატაერებთ :

266

ისტერიაში მყოფმა მშობლებმა მოიყვანეს 22 დღის ახალშობილი და ამბობენ, რომ 30 წუთის განმავლობაში ბავშვი მთელი ტანით „ხტუნავს“. არ ქონია ცხელება, ღებინება ან დიარეა. დაბადებულია დროული ფიზიოლოგირად მიმდინარე ორსულობიდან და მშობიარობიდან. სამშობიაროდან გაწერილია დედასთან ერთად 2 დღის ასაკში. გასინჯვისას აღენიშნება თვალების და ტუჩების ცახცახი, ზედა და ქვედა კიდურებში ტონურ-კლონური მოძრაობები.“ABC„ის და ინტრავენური მიდგომის უზრუნველყოფის შემდგომ თქვენ შეიყვანეთ ლორაზეპამის 2 დოზა 0.1 მგ/კგ-ზე 5 წუთის ინტერვალით, რის ფონზეც მდგომარეობა არ შეცვლილა. ასევე უშედოგოა ფენობარბიტალის დატვირთვის დოზა 20 მგ/კგ. ჩამოთვლილთაგან რომელ მედიკამენტს დანიშნავდით შემდგომ:

267

მშობლებმა მოიყვანეს 6 თვის ბავშვი ცხელებით,რომელიც იმყოფება პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ და იმუზირებულია სრულად, პნევმოკოკზეც კი. ბავშვს აქვს ცხელება 39,1°’C’’ და ზომიერი რინორეა, ცოტა ხნის წინ ჩვილის ძიძას ჰქონდა ზ.ს.გ ინფექცია. ჩამონათვლიდან რომელია სწორი პაციენთან მიმართებაში?

268

ლეთარგიული 5 თვ ბავშვი მოიყვანეს“T-35°C“ , ძიძა აღნიშნავს 1 დღის ცხელებას და კვების შემცირებას რასაც მოჰყვა ძილიანობის მომატება, ჩვილი მინიმალურად იძლევა პასუხს, ტაქიკარდიული, ზედაპირული სუნთქვით, არ იზომება წნევა, სატურაცია 88%. ჩამოთვლილიდან რომელია სწორი მიდგომა?

269

12 წლის პაციენტი ფარინგიალური ანთებით, ყველაფერი სწორია გარდა:

270

18 თვის პაციენტი მოყვანილ იქნა“ER“-ში სიმპტომებით თანდათან განვითარებულ პნევმონიაზე. რომელი არის სწორი?

271

10 დღის ახალშობილი ერითემით მოყვანილია, შეშუპებით, პალპაციით ცხელია და გამოხატულია ფლუქტუაცია მარცხენა ძუძუს მიდამოში. ყველა სწორია გარდა:

272

დაგიძახეს ტრიაჟზე, რომ შეაფასოდ ბავშვი დადებითი ვარიცელაზე. ყველაზე ნაკლებად შეესაბამება ჩუტყვავილას:

273

16 წლის ჯანმრთელი გოგონა დაკბინა მისმა საკუთარმა გერმანულმა ნაგაზმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააჩინა ლეკვები და გოგონა შეეცადა მისი საწოლის გასუფთავებას სადაც ორი ლეკვი იწვა, მაშინვე გამოიძახეს ძაღლის ვეტერინარი. პაციენტს აქვს 2 სმ ჭრილობა ხელის დორზალურ ზედაპირზე, მრავლობითი ნაკაწრები თითებზე, შეშუპება თითების რის გამოც მოძრაობა შეეზღუდა, რომელია ყველაზე სწორი:

274

16 წლის ჯანმრთელი გოგონა დაკბინა მისმა საკუთარმა გერმანულმა ნაგაზმა, რომელმაც ცოტა ხნის წინ გააჩინა ლეკვები და გოგონა შეეცადა მისი საწოლის გასუფტავებას სადაც ორი ლეკვი იწვა, მაშინვე გამოიძახეს ძაღლის ვეტერინარი. პაციენტს აქვს 2 სმ ჭრილობა ხელის დორზალურ ზედაპირზე, მრავლობითი ნაკაწრები თითებზე, შეშუპება თითების რის გამოც მოყვანილია თქვენთან. პაციენტის მშობლები აღნიშნავენ, რომ მას 2 წლის ასაკში პენიცილინზე ჰქონდა ალერგია, რაც გამოიხატა გამონაყარში. რომელია ყველაზე კარგი ანტიბიოტიკის არჩევანი:

275

8 თვის ჩვილი ზრდაში ჩამორჩენით მოიყვანეს“ER“ ჩივილით ხველა, ცხელება და ჰიპოქსემია. რეზიდენტს დაავალეს არტერიული გაზების აღება, რომლის დროსაც ბავშვმა ხელი გაიქნია და სისიხლიანი ნემსი შეერჭო რეზიდენტს, ბავშვის „HIV“ სტატუსი უცნობია, რეზიდენტი ანერვიულდა, რა რჩევებს მისცემდით მას:

276

6 წლის ბიჭი ნახეთ“ER“ ჩივილით ტაქტილურ ცხელებაზე, საერთო სისუსტეზე და მუცლის ტკივილზე. ის ასევე ეჩვენება მის ძიძას ცნობიერება შეცვლილი, მას არ ჰქონია რაიმე ინფექციასტან კავშირი და არც არავინაა ავად მის ოჯახში მსგავსი სიმპტომებით, ოჯახი ეხლახანს დაბრუნდა რესპუბლიკა დომენიკიდან. რომელია სწორი პაციენტის მდგომარობიდან გამომდინარე:

277

5 თვის ჩვილი ცხელებით, გასინჯვისას ცხელების გამომწვევი კონკრეტული მიზეზი არ ჩანს, რომელია ჩამონათვლიდან სწორი საშარდე გზების ინფექციის დროს?

278

15 წლის ჯანრმრთელი ბიჭი მოყვანილია კლინიკაში ცხელებით, შემცივნებით, თავის ტკივილით, გულისრევა-ღებინებით, სხეულის ტკივილით. ავადაა მესამე დღეა დაავადების დასაწყისშივე ნანახი იქნა ოჯახის ექიმის მიერ დაისვა ზედა სასუნთქი გზების ინფექციის დიაგნოზი,უტარდებოდა მკურნალობა ბინაზე. მაგრამ მდგომარეობა გაუარესდა ანამნეზიდან ირკვევა,რიმ ის ეხლახან დაბრუნდა ზაფხულის სკოლის ბანაკიდან. თქვენთან გაკეთებული გამოკვლევით:“T-37.5°C’’ ვიტალური ნიშნები ნორმის ფარგლებში, გამოიყურება ცუდათ, მენინგიალური ნიშნები უარყოფითი, არ არის გამოხატული ადენოპათია,“Pulmo-N“ „Cor-N“, მუცელი რბილი, ნევროლოგიური სტატუსი -„N’’. აქვს მაკულოპაპულოზური გამონაყარი მაჯებზე, წინამხარზე, წვივებზე და ტერფებზე, რომელიც პროგრესირებს ხელის და ფეხისგულებზე, რომელი დებულება შეესაბამება პაციენტის მდგომარეობას:

279

ჯანმრთელი 7 წლის გოგონა მოიყვანილია ჩივილით: რესპირატორულ დისტრესი და ცხელება. მას 48 სთ წინ დაეწყო ღებინება, თავის ტკივილი და ცხლება დღეს აღენიშნა საერთო სისუსტე და სუნთვის გაძნელება, შეფასებით“HR-140“,“T/A-74/35“,“T-38.2°C „’’RR-54“. გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში დაეწყო მკურნალობა: „IV „ფიზიოლოგიური ხსნარი 40მლ/წთ, ანტიპირეტიკები, ს.ს.ა- ლეიკო: 8,7, ელექტროლიტები -„N“. განმეორებით შეფასებისას ლეთარგიულია, რესპირაცია გაუარესებული, გამოხატულია დისტრესი, ტაქიკარდია-148, ღრმა ჰიპოტენზია, რომელია შემდეგი ჩამონათვლიდან სწორი დიაგნოზი:

280

16 წლის გოგონა ჩივილით ვაგინალური გამონადენზე. სექსუალურად აქტიურია, აფებრულური, უარყოფს მუცლის ტკივილს. რომელია ჩამონათვლიდან სწორი:

განმარტებები