სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
სალიცენზიო კარდიოლოგია
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის არსებობისას ქირურგიული მკურნალობა:1) ნაჩვენებია პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტით შეპყრობილი ყველა ავადმყოფისთვის;2) ნაჩვენებია პარკუჭთაშუა ძგიდის დიდი დეფექტების შემთხვევაში;3). ნაჩვენებია, თუ პულმონური რეზისტენტობა 1,5-2-ჯერ აღემატება სისტემურს;4). უკუნაჩვენებია, თუ მარცხნიდან - მარჯვნივ შუნტი აღარ აღინიშნება.
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ძგიდის ზედა ნაწილში ლოკალიზება განაპირობებს :1) მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მარცხენა წინაგულში გადასროლას;2) მარცხენა პარკუჭიდან სისხლის მარჯვენა წინაგულში გადასროლას;3). მარჯვენა წინაგულის დილატაციას; 4). მარცხენა წინაგულის დილატაციას.
პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ფონზე, აორტული სარქვლის ნაკლოვანება:1) შეიძლება განვითარდეს ძგიდის დეფექტში აორტული სარქვლის პროლაფსის შედეგად;2) ვითარდება მარცხენა პარკუჭის მკვეთრი ჰიპერტროფიის შედეგად (აორტული სარქვლის შედარებითი ნაკლოვანება);3). ხშირად პროგრესირებს და წარმოადგენს ამ მანკის ყველაზე უფრო სერიოზულ ჰემოდინამიკურ დარღვევას;4). საჭიროებს რადიკალურ ქირურგიულ მკურნალობას.
პარკუჭთაშუა ძგიდის გავრცელებული დეფექტის და ,,ერთადერთი~ პარკუჭის დიფერენცირება:1) შეიძლება რენტგენოგრაფიის საშუალებით;2) შეიძლება ექოკარდიოგრაფიის საშუალებით;3). შეიძლება ანგიოგრაფიის საშუალებით;4). აუცილებელია, რადგან "ერთადერთი" პარკუჭის ქირურგიული კორექცია პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ოპერაციულ მკურნალობაზე ძნელია.
ვალსალვის სინუსის ანევრიზმის გასკდომისას ჩამოყალიბებული აორტოკარდიალური ფისტულა შეიძლება გაიხსნას:1) მარჯვენა პარკუჭში; 2) მარჯვენა წინაგულში; 3). მარცხენა პარკუჭში;4). მარცხენა წინაგულში.
ვალსალვის სინუსის ანევრიზმის გასკდომა კლინიკურად ვლინდება:1) მკერდის ძვლის უკან უეცრად აღმოცენებული ტკივილით;2) მხტუნავი პულსით; 3). სისტოლურ - დიასტოლური შუილით;4). აორტის მოსამენ წერტილში II ტონის აქცენტით.
ვალსალვის სინუსის ანევრიზმა დიაგნოსტირდება:1) ეკგ-ის საშუალებით; 2) ექოკარდიოგრაფიულად;3). რენტგენოგრაფიულად; 4). ანგიოგრაფიულად.
კორონარული არტერიოვენური ფისტულა საკმაოდ იშვიათი თანდაყოლილი მანკია, რომელიც მდგომარეობს შეერთების არსებობაში:
კორონარული არტერიოვენური ფისტულა იშვიათი თანდაყოლილი მანკია, რომლის დიაგნოსტირება შეიძლება:1) ელექტროკარდიოგრაფიულად; 2) დოპლეროექოკარდიოგრაფიულად; 3). ფონოკარდიოგრაფიულად;4). ანგიოგრაფიულად.
რომელი თანდაყოლილი მანკი იწვევს მარცხენა პარკუჭის წინა კედლის ინფარქტის განვითარებას ბავშვობის (ჩვეულებრივ 6 თვემდე) ასაკში:
ღია ბოტალოს სადინარი:1) საკმაოდ ხშირი თანდაყოლილი ანომალიაა, რომელიც უპირატესად ქალებში ვითარდება;2) საკმაოდ ხშირი თანდაყოლილი ანომალიაა, რომელიც უპირატესად მამაკაცებში ვითარდება;3). ინდუცირდება ალკოჰოლით; 4). ინდუცირდება წითურას ვირუსით.
არტერიული (ბოტალოს) სადინარი:1) ნორმაში, ფუნქციონირებს 3 - 4 წლამდე და ერთმანეთთან აკავშირებს აორტას და ფილტვის არტერიას;2) ნორმაში ფუნქციონირებს მუცლადყოფნის პერიოდში;3). შეიძლება ფუნქციონირებდეს დღენაკლულ ახალშობილებში;4). შეიძლება ფუნქციონირებდეს მაღალმთიან რეგიონებში დაბადებულ ახალშობილებში.
ღია ბოტალოს სადინრის ფიზიკალური ნიშნებია:1) დიდი პულსური წნევა; 2) მცირე პულსური წნევა;3). მკერდის ძვლის მარცხენა ზემო კიდეში მუდმივი, უხეში, სისტოლურ-დიასტოლური შუილი;4). მკერდის ძვლის მარცხენა ზემო კიდეში დიასტოლური შუილი.
ღია ბოტალოს სადინრის დიაგნოსტირებისათვის ყველაზე უფრო ინფორმატიულია:
ღია ბოტალოს სადინრის მედიკამენტური მკურნალობა (ინდომეტაცინით ან ასპირინით) ეფექტურია:
ღია ბოტალოს სადინრის ქირურგიული მკურნალობა:1) შეძლებისდაგვარად ადრე უნდა ჩატარდეს;2) ნაჩვენებია მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტის განვითარებისას;3). ნაჩვენებია მარცხნიდან - მარჯვნივ შუნტის არსებობისას;4). ნაჩვენებია მაღალი პულმონური ჰიპერტენზიის შემთხვევაში.
ღია ბოტალოს სადინარის შესაძლო გართულებებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
შუნტირების გარეშე მიმდინარე ფერმკრთალ მანკებს მიეკუთვნება ყველა ჩამოთვლილი, გარდა:
აორტის სარქვლოვანი სტენოზი:1) კლინიკურად ვლინდება ობსტრუქციის ნებისმიერი ხარისხის მიუხედავად;2) ფიზიკური დატვირთვის დროს შეიძლება გამოვლინდეს გულის წასვლით;3). ფიზიკური დატვირთვის დროს შეიძლება გამოვლინდეს სტენოკარდიის შეტევით;4). შეიძლება გახდეს უეცარი სიკვდილის მიზეზი.
აორტის სარქვლოვანი სტენოზის ფიზიკალური ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა: