QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1041

წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტი:1) ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია ძგიდის შუა ნაწილში;2) ყველაზე ხშირად მოიცავს ოვალური ხვრელის არეს;3). ეწოდება ოვალური ხვრელის ადგილას დარჩენილ ,,ზონდურ~ ხვრელს;4). ეწოდება ფუნქციური და ანატომიური გამავლობის მქონე ჭეშმარიტ დეფექტს.

1042

წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტის ფონზე განვითარებული მარცხნიდან - მარჯვნივ შუნტის სიდიდე:1) დამოკიდებულია დეფექტის ზომაზე;2) იზრდება პულმონური რეზისტენტობის გაზრდისას;3). ქვეითდება სისტემური რეზისტენტობის გაზრდისას;4). იწვევს მარჯვენა პარკუჭის დიასტოლურ გადატვირთვასა და ფილტვების სისხლის მიმოქცევის გაზრდას.

1043

წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტი:1) ადრეულ ბავშვობის ასაკში, ჩვეულებრივ, არ ვლინდება;2) ადრეულ ბაცშვობის ასაკში, ზოგჯერ, ვლინდება ზრდაში ჩამორჩენით და სასუნთქი სისტემის ინფექციების მიმართ მიდრეკილებით;3). 40 წლის ასაკში, ჩვეულებრივ, ვლინდება მცირე ფიზიკური დატვირთვისას ქოშინის განვითარებით, გულის ცემის შეგრძნებით, ზოგადი სისუსტით და სხვ.4). უფრო გვიან ვლინდება მაღალმთიან რაიონებში მცხოვრებ მოსახლეობაში.

1044

წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტის ფონზე მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტის განვითარება დაკავშირებულია:

1045

წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტის ადრეულ სტადიებზე (პულმონური ჰიპერტენზიის განვითარებამდე) ფიზიკალური გამოკვლევებით ვლინდება:1) გამოხატული მწვერვალის საძგერი (მარცხენა პარკუჭის ხარჯზე);2) გამოხატული გულის საძგერი (მარჯვენა პარკუჭის ხარჯზე);3). II ტონის ,,გაფართოებული~ და ფიქსირებული გახლეჩა;4). მკერდის ძვლის მარცხნივ II - III ნეკნთაშუა სივრცეში სისტოლური შუილი.

1046

წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტის დამახასიათებელი ეკგ ნიშნებია ყველა ჩამოთვლილი, გარდა:

1047

წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტის დიაგნოსტირებისათვის ყველაზე უფრო ინფორმატული და ხელმისაწვდომი მეთოდია:

1048

ქირურგიული მკურნალობის ჩატარება:1) არ არის საჭირო წინაგულთაშორისი ძგიდის მცირე ზომის დეფექტების კორეგირებისათვის;2) ნაჩვენებია პულმონური ჰიპერტენზიით და მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტით გართულებული დეფექტისთვის;3). ნაჩვენებია, თუ პულმონური რეზისტენტობა 2-ჯერ და მეტად აღემატება სისტემურს;4). ყველაზე ეფექტურია 3 - 6 წლის ასაკში.

1049

ლუტამბაშეს სინდრომი ეწოდება წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტის და მიტრალური სტენოზის შერწყმას. ეს უკანასკნელი დაკავშირებულია მიტრალური სარქვლის:1) თანდაყოლილ დაზიანებასთან; 2) რევმატიულ დაზიანებასთან;3). სიფილისურ დაზიანებასთან.

1050

ვენური სინუსის ტიპის წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტები:1) ლოკალიზებულნი არიან წინაგულთაშორისი ძგიდის ზედა ნაწილში;2) ლოკალიზებულნი არიან ატრიო-ვენტრიკულურ სარქველებთან და ხშირად პარკუჭთაშორის ძგიდის ბაზალურ ნაწილზეც ვრცელდებიან;3). ხშირად, ასოცირებულნი არიან პულმონური ვენების ანომალურ შეერთებასთან;4). ხშირად, ასოცირებულნი არიან დაუნის სინდრომთან.

1051

პირველადი ხვრელის ტიპის წინაგულთაშორისი ძგიდის დეფექტები:1) ლოკალიზებულნი არიან წინაგულთაშორისი ძგიდის ზედა ნაწილში;2) ლოკალიზებულნი არიან ატრიო-ვენტრიკულურ სარქველებთან და ხშირად პარკუჭთაშორის ძგიდის ბაზალურ ნაწილზეც ვრცელდებიან;3). ხშირად, ასოცირებულნი არიან პულმონური ვენების ანომალურ შეერთებასთან;4). ხშირად, ასოცირებულნი არიან დაუნის სინდრომთან.

1052

იზოლირებული პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი:1) ყველაზე ხშირად ლოკალიზებულია პარკუჭთაშუა ძგიდის მემბრანულ ნაწილში;2) შეიძლება სპონტანურად დაიხუროს ბავშვობის ასაკში;3). შეიძლება დაიხუროს ინდომეტაცინის მიღების ფონზე;4). იხურება პროსტაგლანდინ E, ინტრავენურად შეყვანისას.

1053

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია:1) ავადმყოფის ასაკზე; 2) ავადმყოფის სქესზე; 3). დეფექტის ლოკალიზაციაზე;4). დეფექტის ზომაზე; 5). პულმონურ რეზისტენტობაზე.

1054

საწყის ეტაპზე (ადრეული ბავშვობის ასაკში) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი:1) კლინიკურად არ ვლინდება;2) კლინიკურად ვლინდება საშუალო და დიდი ზომის დეფექტები;3). მიმდინარეობს მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტით;4). მიმდინარეობს მარცხნიდან - მარჯვნივ შუნტით.

1055

საწყის ეტაპზე (ადრეული ბავშვობის ასაკში) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი კლინიკურად ვლინდება:1) ადვილად დაღლით;2) ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის შემცირებით;3). ციანოზით; 4). პოლიციტემიით.

1056

მოზრდილებში (პულმონური ჰიპერტენზიის და მარცხნიდან - მარჯვნივ შუნტის ფონზე) პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ვლინდება ყველა ჩამოთვლილით, გარდა:

1057

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტით შეპყრობილ ავადმყოფში შუნტის მიმართულების შეცვლა (მარჯვნიდან - მარცხნივ შუნტის ჩამოყალიბება) იწვევს ახალი კლინიკური ნიშნების განვითარებას, როგორიცაა:1) სისხლიანი ნახველი; 2) ციანოზი; 3). დოლის ჯოხისებური თითები;4). პოლიციტემია.

1058

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დამახასიათებელი ფიზიკალური ნიშნებია:1) მკერდის ძვლის მარცხენა კიდის გასწვრივ პანსისტოლური შუილი;2) დიასტოლური კატის კრუტუნი;3). ფილტვის არტერიის მოსასმენ წერტილზე II ტონის აქცენტი;4). აორტის მოსასმენ წერტილზე II ტონის აქცენტი.

1059

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის დიაგოსტირების ყველაზე უფრო ინფორმატიული და რაციონალური მეთოდია:

1060

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის ფონზე პულმონური ჰიპერტენზიის განვითარება რენტგენოგრაფიულად ვლინდება:

განმარტებები