QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › სალიცენზიო კარდიოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

სალიცენზიო კარდიოლოგია

1499 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

321

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) თიაზიდური შარდმდენების მოქმედების ადგილი თირკმლის დისტალური მილაკია;2) თიაზიდური შარდმდენები იწვევენ ნატრიუმის და ქლორის იონების რეაბსორბციის დაქვეითებას;3). თიაზიდურ შარდმდენებს ვენოდილატაციური მოქმედება ახასიათებთ;4). თიაზიდური შარდმდენები ნაკლებ ეფექტურნი არიან გლომერულური ფილტრაციის დაბალი სიჩქარის შემთხვევაში.

322

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) მეტოლაზონი და ინდაპამიდი თიაზიდური დიურეზული საშუალებებს მსგავსია;2) მეტოლაზონი არაეფექტურია რენალური ფუნქციის დაქვეითების პირობებში;3). ინდაპამიდი იწვევს შაქრიანი დიაბეტის ფონზე განვითარებული მიკროალბუმინურიის ხარისხის შემცირებას;4). ინდაპამიდი ანტიჰიპერტენზიულია სუბდიურეზულ დოზებშიც.

323

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) ამილორიდი, ტრიამტერენი და სპირინოლაქტონი (ვეროშპირონი) კალიუმის დამზოგველი შარდმდენები არიან;2) კალიუმის დამზოგველი შარდმდენები მოქმედებენ თირკმლის შემკრები მილაკების დონეზე;3). ამილორიდი და ტრიამტერენი აინჰიბირებენ ნატრიუმისა და წყალბადის იონების გაცვლის პროცესს;4). სპირინოლაქტონი აინჰიბირებს ნატრიუმის და კალიუმის იონების გაცვლის პროცესს.

324

ანგიოტენზინის გარდამქმნელი ენზიმის მაინჰიბირებელი პრეპარატების (აგე ინჰიბიტორები) ვაზოდილატატორული ეფექტი განისაზღვრება:1) ანგიოტენზინ II-ის პროდუქციის შემცირებით; 2) ანგიოტენზინ I-ის პროდუქციის შემცირებით;3). ბრადიკინინის რაოდენობის შემცირებით; 4). ბრადიკინინის რაოდენობის გაზრდით.

325

ანგიოტენზინ II იწვევს:1) ვაზოკონსტრიქციას; 2) სიმპათიკური ნერვული სისტემის გააქტივებას;3). ალდოსტერონის გამოთავისუფლების სტიმულაციას;4). სისხლძარღვების გლუვი კუნთების და მიოკარდიუმის ჰიპერტროფიას.

326

აგე ინჰიბიტორები გამოიყენებიან ყველა ჩამოთვლილი პათოლოგიის თერაპიისთვის, გარდა:

327

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) აგე ინჰიბიტორებისათვის დამახასიათებელია ე.წ. "პირველი დოზის ეფექტი~ --- - პრეპარატის პირველად მიღებისას სინკოპეს და მწვავე რენალური შეშუპების განვითარება;2) აგე ინჰიბიტორების პირველი დოზის მიღება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ;3). ტესტირებისთვის იყენებენ 6,25 მგ კაპტოპრილს (როგორც ყველაზე ხანმოკლე მოქმედების აგე ინჰიბიტორს);4). ტესტირებისთვის შეიძლება 1,25 მგ რამიპრილის გამოყენება.

328

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) ხველა აგე ინჰიბიტორების ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია;2) ბრონქოკონსტრიქცია აგე ინჰიბიტორების ერთ-ერთი გვერდითი ეფექტია;3). კაპტოპრილის და სპირინოლაქტონის (ვეროშპირონის) კომბინირებისას იზრდება ჰიპერკალემიის განვითარების რისკი;4). არასტერეოიდული ანტიანთებითი პრეპარატები ამცირებენ აგე ინჰიბიტორების ეფექტებს.

329

აგე ინჰიბიტორები სიფრთხილით ინიშნებიან ხანდაზმულ ასაკში, რადგან მათ შეუძლიათ გამოიწვიონ:

330

აგე ინჰიბიტორები ყველაზე ხშირად იწვევენ შემდეგ გვერდით ეფექტებს:

331

დიგოქსინი ნაჩვენებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიების თერაპიისთვის, გარდა:

332

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) სხვა ინოტროპული პრეპარატებისგან განსხვავებით, საგულე გლიკოზიდებს ერთდროულად აღენიშნებათ უარყოფითი ინო- და ქრონოტროპული ეფექტები;2) საგულე გლიკოზიდები დიდი აქტივობით გამოირჩევიან, მაგრამ ასევე დიდია მრავალრიცხოვანი გვერდითი ეფექტების განვითარების რისკი;3). საგულე გლიკოზიდების მთავარი პრობლემა დაბალი თერაპიული ინდექსია;4). საგულე გლიკოზიდებით ინტოქსიკაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა მათი თერაპიული დოზა დაბალი იყოს.

333

საგულე გლოკიზიდები აბსოლუტურად უკუნაჩვენებია შემდეგ შემთხვევებში:1) ბავშვებში განვითარებული გულის უკმარისობა;2) ჰიპერტროფიული ობსტრუქციული კარდიომიოპათია;3). WPW სინდრომი; 4). ატრიოვენტრიკულური ბლოკადა.

334

რა ცვლილება შეიძლება გამოვლინდეს იმ პაციენტის ეკგ-ზე, რომელიც ღებულობს დიგიტალისის თერაპიულ დოზას:

335

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) ნატრიუმის ნიტროპრუსიდი, ჰიდრალიზინი და მინოქსიდილი პირდაპირი ვაზოდილატატორები არიან;2) პირდაპირი ვაზოდილატატორები თანაბარი ხარისხით იწვევენ როგორც არტერიების, ისე ვენების დილატაციას;3). პირდაპირი ვაზოდილატატორები ხასიათდებიან ჰიპოტენზიური ეფექტით;4). პირდაპირი ვაზოდილატატორები "პირველი რიგის~ ანტიჰიპერტენზიული საშუალებები არიან.

336

ვარფარინი პერორალური ანტიკოაგულანტია, რომელიც გამოიყენება მრავალი კარდიოლოგიური პათოლოგიის სამკურნალოდ. ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატი ზრდის ვარფარინის ანტიკოაგულანტურ ეფექტს, გარდა:

337

ქვემოთ ჩამოთვლილი დებულებებიდან სწორია:1) ჰეპარინი, ვარფარინი და დიკუმაროლი ანტიკოაგულანტები არიან;2) ჰეპარინი, ვარფარინი და დიკუმაროლი K ვიტამინის ანტაგონისტები არიან;3). ჰეპარინის ძირითადი ეფექტი ანტითრომბინ III-თან ურთიერთმოქმედებაა;4). ჰეპარინის და ანტითრომბინ III-ის კომპლექსი სწრაფად ებმის და აინჰიბირებს თრომბინს.

338

ჰეპარინის თერაპიული ჩვენებებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

339

ჰეპარინის გვერდითი ეფექტებია, ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

340

ჰეპარინით მკურნალობის ფონზე მასიური სისხლდენის განვითარებისას საჭიროა:1) პრეპარატის შეყვანის შეწყვეტა; 2) პროტამინ სულფატის ნელი ინფუზია;3). K ვიტამინის შეყვანა.

განმარტებები