QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1581

ჰემოდინამიკის დარღვევით მიმდინარე ბრადიარითმიების მკურნალობისას უპირატესობა ენიჭება:

1582

მარცხენა პარკუჭის ინოტროპული ფუნქციის დარღვევისას სახიფათოა:

1583

მოციმციმე არითმიისას საგულე გლიკოზიდების გამოყენების მიზანია: 1. წინაგულების ფიბრილაციის კუპირება; 2. სინუსური რითმის აღდგენა; 3. პარკუჭების ავტომატიზმის შენარჩუნება; 4. გულისცემის სიხშირის კონტროლი.

1584

ჯანმრთელი ადამიანის საშუალო წნევა ფილტვის არტერიაში ტოლია:

1585

ფიკის პრინციპი სასარგებლოა შემდეგი მონაცემების ინტერპრეტაციისა და გაზომვისათვის:

1586

თითის ფოტოპლეთიზმოგრაფიით ისაზღვრება: 1. თითის სისხლსავსეობა; 2. სისხლის წნევა; 3. გულისცემის სიხშირე პულსის დეფიციტის არარსებობის დროს; 4. გულის რითმის დარღვევის დროს გულის შეკუმშვის სიხშირე.

1587

ანტიდეპრესანტებით, განსაკუთრებით კი ტრიციკლური ანტიდეპრესანტებით მკურნალობისას, დოზის გადაჭარბების შემთხვევებში ვლინდება სპეციფიური ცვლილებები კარდიოგრამაზე. კერძოდ რა სახის? 1. PR ინტერვალის გახანგრძლივება; 2. QT ინტერვალის გახანგრძლივება; 3. U ტალღების გამოჩენა; 4. QRS კომპლექსის გახანგრძლივება; 5. ST სეგმენტის დეპრესია.

1588

ზრდასრულ პაციენტებში, პარკუჭოვანი ფიბრილაციის კუპირებისთვის დეფიბრილაციის საწყისი ენერგიაა

1589

კრეატინფოსფოკინაზას MB ფრაქციის აქტივობის მატება და ტროპონინის დონის მომატება წარმოადგენს მნიშვნელოვან დიაგნოსტიკურ ნიშანს:

1590

ჩამოთვლილ სინდრომთაგან რომელია გულის მძიმე შეგუბებითი უკმარობის ნიშანი? 1. საუღლე ვენების დაჭიმვა -გადაბერვა; 2. კარდიომეგალია; 3. აუსკულტაციურად გულის მესამე ტონი; 4. აუსკულტაციით ბაზალური კრეპიტაცია.

1591

ჩამოთვლილი ინსტრუმენტული გამოკვლევის მეთოდებიდან რომელია ინფორმაციული მარცხენა ან მარჯვენა პარკუჭოვანი უკმარობის დიფერენცირებისთვის: 1. არტერიული წნევის გაზომვა, გულის და ფილტვების აუსკულტაცია; 2. ე.კ.გ. რეგისტრაცია; 3. ფილტვის არტერიაში ჩაჭედვის წნევის (ფ.ა.ჩ.წ.) და ცეტრალური ვენური წნევის (ც.ვ.წ.) მონიტორინგი და მათი შედარებითი ანალიზი; 4. გულის ექოკარდიოსკოპია.

1592

გულის უკმარისობის ყველა ტიპის დროს ფარმაკოთერაპიას აქვს მიზანი: 1. პრედატვირთვის შემცირება 2. სისტოლური მოცულობის გაზრდა; 3. პრედატვირთვის გაზრდა; 4. პოსტდატვირთვის შემცირება

1593

რას გულისხმობს ტერმინი "შევსების ოპტიმალური წნევა": 1. მინიმალური ფკჩწ, რომლის დროსაც შენარჩუნებულია (უზრუნველყოფილია) სისტოლური მოცულობა; 2. მინიმალური არტერიული წნევა, რომლის დროსაც დაქვეითებას იწყებს სისტოლური მოცულობა; 3. ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის მაქსიმალურად მაღალი წნევა, რომლის დროსაც გულის სისტოლური მოცულობის ზრდას თან არ სდევს ფილტვების შეშუპება. 4. არტერიული წნევის და ფკჩწ ისეთი თანაფარდობა, როცა წუთმოცულობა მინიმალურია.

1594

გულის მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა (ფკჩწ) აღმოჩნდა 12 მმ. ვწყ.სვ. როგორი უნდა იყოს ტაქტიკა:

1595

მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის დროს დაბალი ავსების წნევის (ფკჩწ ნაკლები 12 მმ.ვწყ.სვ.) მომატებისთვის აუცილებელია: 1. დობუტამინის ინფუზია ფ.კ.ჩ.წ. ოპტიმალური დონის მიღწევამდე; 2. დოფამინის ინფუზია ფ.კ.ჩ.წ. ოპტიმალური დონის მიღწევამდე; 3. ამრინონის ინფუზია ფ.კ.ჩ.წ. ოპტიმალური დონის მიღწევამდე; 4. სითხის ინფუზია ფ.კ.ჩ.წ. ოპტიმალური დონის მიღწევამდე.

1596

გულის მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარობის დროს დაბალი არტერიული წნევისა და ფ.კ.ჩ.წ.-ის ნორმალური მაჩვენებლის პირობებში რეკომენდებულია ინტრავენურად: 1. დობუტამინი 2. დოფამინი 3. ნიტროგლიცერინი 4. ნატრიუმის ნიტროპრუსიდი

1597

ავადმყოფს აქვს მძიმე ფორმის გულის მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის კლინიკა. სისხლის არტერიული წნევის და ფ.კ.ჩ.წ.-ს მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი პრეპარატები უნდა გამოვიყენოთ? 1. დობუტამინი 2. ამრინონი 3. დოფამინი 4. ნიტროგლიცერინი 5. ნატრიუმის ნიტროპრუსიდი

1598

ავადმყოფს აქვს მძიმე ფორმის მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის კლინიკა. არტერიული წნევის მაჩვენებელი მომატებულია, ფ.კ.ჩ.წ. ნორმალური სიდიდის ფარგლებშია. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ?

1599

ავადმყოფს აქვს გულის მწვავე უკმარისობა, მაღალი ფკჩწ და ნორმალური სისტოლური მოცულობა. მოსალოდნელია ფილტვების შეშუპების განვითარება. ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი, ან მათი როგორი კომბინაციაა ოპტიმალური აღნიშნული მდგომარეობის მკურნალობისათვის:

1600

ერთდროულად გულის მუშაობის შესამცირებლად და კორონარული სისხლის მიმოქცევის გასაზრდელად გამოიყენება:

განმარტებები