QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1561

არაინვაზიური მეთოდებით არტერიული წნევის გაზომვისას შეცდომები შეიძლება განპირობებული იყოს: 1. ჰიპერსთენიკებზე მჭიდროდ დადებული მანჟეტით; 2. არამჭიდროდ დადებული მანჟეტით ჰიპერსთენიკებზე; 3. მანჟეტის გაბერვის და დაშვებისთვის აუცილებელი დროით; 4. მანჟეტის მეტისმეტად მჭიდროდ დადებით ასთენიური ტიპის პაციენტებზე.

1562

რატომ იძლევა ჰემოდინამიკის არასტაბილური მაჩვენებლების მქონე პაციენტების უმრავლესობაში არტერიული წნევის გაზომვის არაპირდაპირი მეთოდი ცრუ შედეგებს: 1. კოროტკოვის ტონები ძალზე ხმოვანია; 2. კოროტკოვის ტონები მოყრუებულია; 3. სისტემური სისხლისმიმოქცევა დაქვეითებულია; 4. სუსტი ბგერები ცუდად აღიქმება აპარატის მიერ.

1563

პულსური ტალღების აორტის დისტალურად გადაადგილების პროცესში, როგორ იცვლება რეგისტრირებული წნევები? 1. სისტოლური წნევა მცირდება; 2. დიასტოლური წნევა მატულობს; 3. საშუალო წნევა არ იცვლება; 4. საშუალო წნევა მცირდება.

1564

რა არის სისტოლური წნევის აწევის მიზეზი გულ-სისხლძარღვთა სისტემის არტერიული ნაწილის დისტალურ განყოფილებებში: 1. გრავიტაციის კანონები; 2. საერთო პერიფერიული წინაღობა; 3. გულისმიერი გადასროლა; 4. ასახული პულსური ტალღების არსებობა.

1565

ინვაზიური მეთოდებით არტერიული წნევის პულსური ტალღების რეგისტრაციისას, ყველაზე ზუსტ დახასიათებას იძლევა:

1566

რატომ არის უმჯობესი სხივის არტერიის კათეტერიზაცია ინვაზიური წესით არტერიული წნევის გაზომვისას: 1. სხივის არტერიის ოკლუზია არ გამოიწვევს მტევნის იშემიურ დაზიანებას; 2. სხივის არტერია ადვილად მისადგომია; 3. სხივის არტერიას აქვს პატარა დიამეტრი; 4. სხივის არტერიის პუნქციის არეში კანის სისუფთავის შენარჩუნება ადვილია.

1567

ალენის ტესტის დახმარებით აფასებენ:

1568

ალენის ტესტის ჩატარება გულისხმობს: 1. ხელზე სხივის არტერიის გადაჭერას; 2. ხელზე იდაყვის არტერიის გადაჭერას; 3. ხელზე იდაყვის და სხივის არტერიების გადაჭერას; 4. პაციენტს ხელს აუწევენ თავს ზემოთ და სთხოვენ თითების მოხრას და გაშლას მანამადე სანამ ისინი არ გაფითრდება.

1569

პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი ხასიათდება: 1. შუნტით მარცხნიდან მარჯვნივ; 2. მარჯვენა პარკუჭის ჰიპერტროფიით; 3. სისხლძარღვთა სურათის ცვლილებებით რენტგენოლოგიური გამოკვლევისას; 4. არტერიული ჰიპოქსემიით.

1570

ფალოს ტეტრადისათვის დამახასიათებელია: 1. პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტი; 2. მიტრალური სტენოზი; 3. აორტის დექსტრაპოზიცია.4.მარჯვენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტის ობსტრუქცია

1571

აორტის კოარქტაციას ახასიათებს: 1. ზემო კიდურების სისხლძარღვთა ჰიპერტენზია; 2. პულსის არარსებობა თეძოს არტერიაზე; 3. ნეკნების უზურაცია; 4. ციანოზი.

1572

აორტის სარქვლის ნაკლოვანებას არ ახასიათებს:

1573

აორტის სარქვლის ნაკლოვანებას ახასიათებს: 1. დიასტოლური წნევის დაქვეითება; 2. მაღალი პულსური წნევა; 3. მარცხენა პარკუჭში საბოლოო დიასტოლური წნევის მომატება; 4. არტერიული ჰიპერტენზია.

1574

მიტრალური სარქვლის სტენოზს ახასიათებს: 1. მცირე წრის ჰიპერტენზია; 2. მარცხენა წინაგულის ჰიპერტროფია; 3. ფილტვების ინტერსტიციული შეშუპება; 4. გულის წუთმოცულობის გაზრდა.

1575

მიტრალური სარქვლის სტენოზს ახასიათებს: 1. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის ჰიპერტენზია; 2. დიასტოლური შუილი გულის მწვერვალოზე; 3. მარჯვენა პარკუჭის გადატვირთვა; 4. მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია.

1576

კოროტკოვის ტონები: 1. მიეკუთვნება გულის I და II ტონებს; 2. აღმოცენდება პულსური ტალღით; 3. მისაღებია არტერიული წნევის პირდაპირი მეთოდით გასაზომად; 4. გამოწვეულია არტერიის შევიწროვებულ უბნებში სისხლის ნაკადით.

1577

ელექტროკარდიოვერსია ნაჩვენებია: 1. წინაგულთა თრთოლვისას; 2. პარკუჭოვანი ტაქიკარდიისას; 3. მოციმციმე არითმიის დროს ; 4. სრული AV ბლოკადის დროს.

1578

რითმის ხელოვნური წარმმართველის ინპლანტაცია ნაჩვენებია: 1. მესამე ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადის დროს; 2. მეორე ხარისხის "მობიტც II" ტიპის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადის დროს; 3. სინუსური კვანძის სისუსტის დროს, როდესაც გამოხატულია ჰემოდინამიკური დარღვევები; 4. პირველი ხარისხის ატრიო-ვენტრიკულური ბლოკადის დროს.

1579

პარკუჭთა ფიბრილაციისას აუცილებელია: 1. დეფიბრილაცია; 2. შევიყვანოთ ლიდოკაინი; 3. კორდარონის შეყვანა; 4.გულის არაპირდაპირი მასაჟი .

1580

სრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნას ყველა, გარდა:

განმარტებები