სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
მიუთითეთ აირის ნაკადის მოცულობითი სიჩქარის რომელი მაჩვენებელია კატეგორიულად მიუღებელი პედიატრიულ პრაქტიკაში:
პედიატრიულ პრაქტიკაში ენდოტრაქეული მილების გამოყენების მიმართ მართებულია შემდეგი: 1. გამოიყენება არმირებული მილები; 2. გამოიყენება უმუფთო მილები; 3. გამოიყენება 4-7 მმ დიამეტრის მილები; 4. გამოიყენება მუფთიანი მილები.
ფ.ხ.ვ.-ს რომელი რეჟიმია მისაღები ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის ფილტვების შეშუპების სტადიაში: 1. იძულებითი ფ.ხ.ვ. დადებითი წნევით ამოსუნთქვის ბოლოს; 2. იძულებითი ფ.ხ.ვ. აქტიური ამოსუნთქვით; 3. ფ.ხ.ვ. დადებითი წნევით სუნთქვის ორივე ფაზაში; 4. იძულებითი ფ.ხ.ვ. ჩასუნთქვაზე წნევის გაზრდით.
ბავშვებში მწვავე მარცხენაპარკუჭოვანი უკმარისობის მიმართ მართებულია შემდეგი: 1. ხშირია მწვავე მიოკარდიტით დაავადებულებში; 2. ხშირია რევმატიული მანკების დროს; 3. ხშირია მწვავე ნეფრიტის დროს; 4. ფილტვების შეშუპება ვითარდება უფრო ადვილად, ვიდრე მოზრდილებში.
მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა ბავშვებში ვითარდება: 1. ვოლემიური გადატვირთვის შედეგად; 2. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შედეგად; 3. სამკარიანი სარქვლის ნაკლოვანების დროს; 4. დეჰიდრატაციის შემდეგ.
ფილტვების შეშუპების სამკურნალოდ ბავშვებში გამოიყენება: 1. ფუროსემიდი; 2. სტროფანტინი; 3. ჟანგბადის ინჰალაცია სველი წესით; 4. დობუტამინი.
ბავშვებში ზოგადი ანესთეზიის დროს დაუყოვნებელი ტიპის ალერგიული რეაქციის განვითარებისას ინტენსიური თერაპია მოიცავს: 1. კორტიკოსტეროიდებს; 2. H1 ბლოკატორები; 3. ადრენალინი; 4. ინფუზიური თერაპიის შემცირებას.
ასთმური სტატუსის ინტენსიური თერაპია ბავშვებში მოიცავს: 1. ჩვენების შემთხვევაში ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციას; 2. კორტიკოსტეროიდებს; 3. ჟანგბადის ინჰალაციას სველი წესით; 4. ბრონქოდილატატორების გამოყენება.
ეპილეფსიური სტატუსის ინტენსიური თერაპია ბავშვებში არ გულისხმობს: 1. სასუნთქი გზების გამტარობის უზრუნველყოფას; 2. პლაზმის კოლოიდურ-ოსმოსური წნევის ნორმალიზაციას; 3. ანტიკონვულსიური პრეპარატების გამოყენებას; 4. კორტიკოსტეროიდების გამოყენებას.
ჰიპერთერმული სინდრომის მიზეზი ბავშვებში შეიძლება იყოს: 1. ჰემოლიზი; 2. ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი; 3. თურქული კეხის სიმსივნე.
ახალშობილებში ფიზიოლოგიური მკვდარი სივრცე შეადგენს სუნთქვის მოცულობის:
ახალშობილებში მართვითი სუნთქვის აპარატის მიერ მკვდარი სივრცის არაპროპორციული გაზრდა დაკავშირებულია:
ახალშობილებში საყლაპავ-ტრაქეის ფისტულის გამო წარმოებული ოპერაციისა და ზოგადი ანესთეზიის მიმართ მართებულია: 1. ტრაქეის ინტუბაცია ხორციელდება ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებებით ინდუქციის შემდეგ; 2. ენდოტრაქეული მილი თავსდება ფისტულის დისტალურად; 3. ფ.ხ.ვ.-ს აწარმოებენ ჩასუნთქვაზე წნევის მაქსიმალური შეზღუდვის პირობებში; 4. პოსტოპერაციულ პერიოდში რეკომენდირებულია გახანგრძლივებული ფ.ხ.ვ.
ახალშობილებში ოპერაციისა და ზოგადი ანესთეზიის დროს ჰიპოთერმიის განვითარებას იწვევს: 1. საანესთეზიო საშუალებების თერმორეგულაციის ცენტრზე მოქმედება; 2. მიორელაქსანტების მოქმედება; 3. ფ.ხ.ვ.; 4. სხეულის მასასთან შედარებით მეტი სხეულის ზედაპირის ფართობის არსებობა.
ახალშობილებში ოპერაციისა და ზოგადი ანესთეზიის დროს ჰიპოთერმია იწვევს: 1. გარეგანი სუნთქვის დათრგუნვას; 2. გულის წუთმოცულობის შემცირებას; 3. პრეპარატების მოქმედების გახანგრძლივებას; 4. ჰიპერვენტილაციას პოსტოპერაციულ პერიოდში.
ბავშვებში ჰიპოქსიით გამოწვეული ტვინის დაზიანების პროფილაქტიკა მოიცავს ყველა ჩამოთვლილ ღონისძიებას, გარდა: 1. კრანიოცერებრალური ჰიპოთერმია; 2. დეჰიდრატაცია ოსმოდიურეტიკებით; 3. გლუკოკორტიკოიდების დანიშვნა; 4. ინფუზიურ-ტრანსფუზიული თერაპიის გაზრდა
ტვინის შეშუპების ინტენსიური თერაპია ბავშვებში მოიცავს: 1. ლიქვოროპროდუქციის შემამცირებელი პრეპარატები; 2. დეჰიდრატაციულ თერაპიას; 3. პლაზმის კოლოიდურ-ოსმოსური წნევის ნორმალიზაციას; 4. 5%-გლუკოზის გადასხმას.
გულ-ფილტვის რეანიმაციის დროს ახალშობილებში მართებულია: 1. გულის დახურული მასაჟი ხორციელდება ორი თითით; 2. გულის დახურული მასაჟი ხორციელდება 120 ზეწოლის სიხშირით; 3. სამ ზეწოლაზე მოდის ერთი ჩასუნთქვა; 4. დეფიბრილაციისას საწყისი მუხტის ენერგიაა 2 ჯ/კგ.
როგორია გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად გადარჩენილ პაციენტთა პოპულაციის სტატიტიკური მონაცემი?
როგორია გულ-ფილტვის რეანიმაციის შედეგად გადარჩენილ პაციენტთა პოპულაციაში "საღი ცხოვრების ხარისხით" ჯანმრთელობის აღდგენის სტატიტიკური მონაცემი?