სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ბავშვებში პრემედიკაცია ატროპინით და პეტიდინით იწვევს:
ბავშვებში პრემედიკაცია კეტამინით და ატროპინით იწვევს: 1. სედაციურ ეფექტს; 2. სისხლში ადრენალინის და ნორადრენალინის მომატებას; 3. გულის დარტყმითი მოცულობის მატებას; 4. ჰიპერჰიდროზს.
ბავშვებში პრემედიკაცია კეტამინი+ატროპინი+დიაზეპამი იწვევს: 1. გამოხატულ სედაციურ ეფექტს; 2. ჰიპერჰიდროზს; 3. სტაბილური ჰემოდინამიკის შენარჩუნებას; 4. სისხლში კატექოლამინების გამოყოფის შემცირებას.
პედიატრიულ პრაქტიკაში მონიტორინგი მოიცავს: 1. ავადმყოფის მეთვალყურეობას; 2. პრეკარდიალური და ეზოფაგალური სტეტოსკოპის გამოყენებას; 3. შინაგანი ტემპერატურის რეგისტრაციას; 4. არტერიული წნევის განსაზღვრას.
პედიატრიულ პრაქტიკაში ინდუქცია შეიძლება განხორციელდეს პრეპარატების შეყვანით: 1. ინჰალაციური გზით; 2. ინტრავენური გზით; 3. კუნთებში; 4. რექტალურად.
ბავშვებში მენდელსონის სინდრომის პროფილაქტიკისათვის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი პრეპარატები: 1. ციმეტიდინი; 2. გასტროცეპინი; 3. ატროპინი; 4. სუპრასტინი.
ახალშობილებში ტემპერატურული მონიტორინგი უნდა განხორციელდეს: 1. მაშტაბური ოპერაციების დროს; 2. ხანგრძლივი ოპერაციების დროს; 3. ინტენსიური თერაპიის ბლოკში; 4. ხანმოკლე და არამასშტაბური ოპერაციების დროს.
ბავშვებში, ნატრიუმის ოქსიბუტირატის ინდუქციის დოზაა:
პედიატრიულ პრაქტიკაში ინტუბაციის სირთულეს განაპირობებს: 1. დიდი თავი; 2. დიდი ენა; 3. მოკლე კისერი; 4. დიდი ხორხსარქველი.
მოზრდილებთან შედარებით, ბავშვებში ც.ნ.ს.-ში ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების კონცენტრაციის სწრაფი ზრდა განპირობებულია: 1. მაღალი ალვეოლური ვენტილაციით; 2. ფილტვების მცირე ფუნქციური ნარჩენი მოცულობით; 3. ორგანოების ჭარბი ვასკულარიზაციით.
მიუთითეთ, როდის არის სახიფათო აზოტის ქვეჟანგის ინჰალაცია ახალშობილებში: 1. პნევმოთორაქსის დროს; 2. თანდაყოლილი წილოვანი ემფიზემის დროს; 3. თანდაყოლილი დიაფრაგმული თიაქრის არსებობისას.
პედიატრიულ პრაქტიკაში მიოპლეგიის შენარჩუნებისათვის არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების დოზა შეადგენს საწყისი დოზის:
პედიატრიულ პრაქტიკაში უსარქველო სასუნთქი კონტურის ნაკლოვანებებს მიეკუთვნება: 1. აირის ნარევის ნაკლები გათბობა და დატენიანება; 2. ადსორბენტის გამოყენების აუცილებლობა; 3. ინჰალაციური საანესთეზიო საშუალებების დიდი ხარჯი; 4. სანარკოზე სისტემის სტერილიზაციის სირთულე.
T-ს მაგვარი კონექტორის გამოყენებისას ახალი გაზთა ნარევის ნაკადი უნდა აღემატებოდეს სუნთქვის წუთმოცულობას:
ქანქარისებური კონტურის მიმართ მართებულია: 1. წარმოადგენს ნახევრადრევერსიულ კონტურს; 2. გამოიყენება ადსორბერთან ერთად; 3. ამცირებს მკვდარ სივრცეს; 4. ხდება აირთა ნარევის არასრული რეცირკულაცია.
ფილტვების ვენტილაციის რეჟიმი _ მუდმივი დადებითი წნევა სასუნთქ გზებში _ ბავშვებში გამოიყენება: 1. ფილტვების შეშუპების დროს; 2. ახალშობილთა რესპირატორული დისტრეს სინდრომის დროს; 3. რესპირატორული მხარდაჭერის შეწყვეტის ბოლო ეტაპებზე; 4. სპონტანური სუნთქვის არარსებობის დროს.
ფილტვების ვენტილაციის რეჟიმის CPAP _ მუდმივი დადებითი წნევა სასუნთქ გზებში _ გართულებებია: 1. ბაროტრავმა; 2. ფილტვების ემფიზემა; 3. ჰემოდინამიკის დესტაბილიზაცია ვოლემიის დეფიციტის პირობებში; 4. სპონტანური სუნთქვის დათრგუნვა.
ბავშვთა რეანიმაციასა და ინტენსიურ თერაპიაში გამიოყენება ფ.ხ.ვ.-ს შემდეგი რეჟიმები: 1. იძულებითი ფ.ხ.ვ. პასიური ამოსუნთქვით; 2. იძულებითი ფ.ხ.ვ. ამოსუნთქვის ბოლოს დადებითი წნევით; 3. ფილტვების იძულებითი გარდამავალი ვენტილაცია; 4. იძულებითი ფ.ხ.ვ. აქტიური ამოსუნთქვით.
ახალშობილებში ფ.ხ.ვ.-ს დროს უფრო მეტად მოსალოდნელი გართულებებია: 1. პნევმოთორაქსი; 2. პნევმომედიასტინუმი; 3. გულსისხლძარღვთა სისტემის დეპრესია.
ახალშობილებსა და ბავშვებში ფ.ხ.ვ.-ს დროს მოსალოდნელია შემდეგი პათოფიზიოლოგიური გართულებები: 1. ფილტვების ჭიმვადობის დაქვეითება; 2. აეროდინამიური წინააღმდეგობის გაზრდა; 3. მიკროატელექტაზების განვითარება; 4. სასუნთქი გზების დრენაჟული ფუნქციის დარღვევა.