QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1141

ფილტვების ნაკადური ინჟექციური ტრანსკათეტერული მაღალსიხშირიანი ვენტილაციის მეთოდის ნაკლოვანებებს რადიკალური ლარინგექტომიის გამო წარმოებული ოპერაციის დროს მიეკუთვნება: 1. აირთა ნარევის კონდიცირების სირთულე; 2. ფეთქებადსაშიშროება; 3. უახლოეს პოსტოპერაციულ პერიოდში, საჭიროების შემთხვევაში, ფ.ხ.ვ.-ს სწრაფი განახლების შეუძლებლობა; 4. არაადექვატური ვენტილაციის საფრთხე.

1142

რადიკალური ლარინგექტომიის შემდეგ, ინტენსიური თერაპიის მიმართ მართებულია ყველა, გარდა: 1. ჟანგბადის ინჰალაცია სველი წესით; 2. დექსამეტაზონი 12-24 მგ დღე-ღამეში; 3. ღონისძიებები თირკმლის უკმარისობის პრევენციისა და მკურნალობისათვის; 4. დაბალანსებული პარენტერალური კვება.

1143

ტრაქეოსტომიან ავადმყოფებში ბრონქული სეკრეტის გამოშრობისა და ქერქების წარმოშობის პროფილაქტიკისათვის იყენებენ:

1144

შუა ყურზე, დაფის აპკსა და სასმენი ხვრელის ძვლოვან ნაწილზე ოპერაციების დროს, აზოტის ქვეჟანგი:

1145

ამბულატორულ სტომატოლოგიაში ანესთეზიისადმი შემდეგი მოთხოვნილებებია: 1. ანესთეზია უნდა იყოს ადექვატური; 2. გამოღვიძება უნდა იყოს სწრაფი, ხანგრძლივი დეპრესიის გარეშე; 3. პრემედიკაციაში საკმარისია ატროპინის გამოყენება; 4. პრემედიკაცია უნდა იყოს ღრმა.

1146

ამბულატორული სტომატოლოგიური ავადმყოფის გაშვება ზოგადი ანესთეზიის შემდეგ შეიძლება:

1147

სტომატოლოგიური პოლიკლინიკის პირობებში ზოგადი ანესთეზიის ძირითად ჩვენებას წარმოადგენს: 1. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების აუტანლობა; 2. ავადმყოფის თხოვნა; 3. არამდგრადი ფსიქიკა შიშის მოვლენებით; 4. სხვადასხვა ორგანოებისა და სისტემების თანმხლები დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში.

1148

სტომატოლოგიურ პოლიკლინიკაში იყენებენ შემდეგ საანესთეზიო საშუალებებს: 1. ჰალოტანი; 2. პროპანიდიდი (სომბრევინი); 3. მიდაზოლამი. 4. მეტოქსიფლურანი

1149

მიუთითეთ სტომატოლოგიურ პრაქტიკაში პროპოფოლის გამოყენების სირთულეები: 1. გარეგანი სუნთქვის დეპრესია; 2. ბრადიკარდიის განვითარება; 3. ხველისა და ყლაპვის რეფლექსების დათრგუნვა; 4. ლარინგეალური ნიღბის გამოყენების შესაძლებლობა.

1150

თვალშიდა წნევა მატულობს: 1. ჰიპერტონული კრიზის დროს; 2. ხველის დროს; 3. ჰიპოქსიის დროს; 4. ჰიპოკაპნიის დროს.

1151

ოკულოკარდიალური, ოკულოგასტრალური, ოკულორესპირატორული რეფლექსების გამოწვევის მიზეზებია: 1. თვალშიდა წნევის მატება; 2. ჰიპოქსია; 3. მიორელაქსანტები; 4. თვალის კუნთების ტრაქცია.

1152

ოკულოკარდიალური რეფლექსების ნიშნებია: 1. ბრადიკარდია; 2. გულის გაჩერება; 3. ჰიპოტონია; 4. ჰიპერტონია.

1153

ოკულოგასტრალური რეფლექსის ნიშნებია:

1154

ოკულორესპირატორული რეფლექსის ნიშნებია: 1. ქოშინი; 2. ბრონქიოლოსპაზმი; 3. ლარინგოსპაზმი; 4. ბრონქორეა.

1155

ოკულოკარდიალური რეფლექსის საშიშროება ხშირია:

1156

ოკულოკარდიალური რეფლექსის პროფილაქტიკის მიზნით აუცილებელია:

1157

ავადმყოფს თვალის ტრავმული დაზიანების გამო უკეთდება ოპერაცია ენდოტრაქეული ზოგადი ანესთეზიის პირობებში. ავადმყოფის გადმოცემით მან საკვები მიიღო 1 საათის წინ. გართულებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია: 1. ზონდის კუჭში ჩადგმა; 2. სუქცინილქოლინის გამოყენება; 3. სელიკის ილეთის გამოყენება; 4. ავადმყოფის მოთავსება ტრენდელენბურგის პოზიციაში.

1158

მიუთითეთ, ჩამოთვლილი საანესთეზიო საშუალებებიდან, რომლის გამოყენებაა მიზანშეწონილი თვალის ტრავმის მქონე ავადმყოფების ინდუქციისას: 1. კეტამინი; 2. პროპოფოლი; 3. მორფინი; 4. ეტომიდატი.

1159

ბავშვს, რომელსაც უკეთდება ოპერაცია სიელმის გამო, პრემედიკაციაში უნდა დაენიშნოს: 1. მორფინი; 2. ატროპინი; 3. ანაპრილინი.

1160

ოფთალმოლოგიაში ანესთეზიოლოგიური უზრუნველყოფა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: 1. თვალის კაკლის უმოძრაობა; 2. დაბალი თვალშიდა წნევის შენარჩუნება; 3. ექსტრაოკულარული კუნთთა ტონუსის დაქვეითება; 4. ხველის, გულისრევის, ღებინების თავიდან აცილება.

განმარტებები