QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1121

რას გულისხმობს `ანალგეზია მოთხოვნილებისამებრ~:

1122

მიუთითეთ რა მიზნით გამოიყენება ქრონიკული ტკივილის მკურნალობის დროს კორტიკოსტეროიდული საშუალებები:

1123

ონკოინკურაბელურ ავადმყოფებში ქრონიკული ტკივილის სინდრომის მკურნალობისას ნერვული კვანძისა და ბოჭკოს დესტრუქცია მიიღწევა: 1. ეთანოლის 50%-იანი ხსნარით; 2. ფენოლის 6-12%-იანი ხსნარით; 3. კრიოანალგეზიით; 4. ნერვების ტრანსკუტანეული მაღალსიხშირიანი კოაგულაციით.

1124

ავადმყოფის მიერ კონტროლირებადი ანალგეზიის მეთოდის გამოყენება:

1125

ყბა-სახის არის ფლეგმონიანი ავადმყოფების გამოკვლევისას ანესთეზიოლოგს უპირველესად აინტერესებს: 1. წყალ-მარილოვანი ცვლის მდგომარეობა; 2. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა; 3. პირის გაღების ხარისხი; 4. სასუნთქი გზების გამავლობა და გარეგანი სუნთქვის მდგომარეობა.

1126

პირის ღრუში ოპერაციისას, ზოგადი ანესთეზიის ჩატარება ტრაქეის ინტუბაციის გარეშე შეიძლება: 1. ნატრიუმის თიოპენტალით; 2. კეტამინით; 3. გამაოქსიერბოსმჟავით; 4. ატარალგეზიით; 5. ჰექსენალით.

1127

ყბა-სახის და ლორ-ოპერაციების დროს ანესთეზიის კლინიკური მიმდინარეობის კონტროლი ხორციელდება: 1. კანის საფარველის მდგომარეობით (ფერი, ტემპერატურული გრადიენტი); 2. პულსის მახასიათებლებით; 3. არტერიული წნევით; 4. გუგის სიდიდით და კორნეალური რეფლექსით.

1128

ყბა-სახის მიდამოს ფლეგმონის დროს ანესთეზიისა და ინტენსიური თერაპიის მიმართ მართებულია შემდეგი: 1. წყალ-მარილოვანი ბალანსის კორექცია; 2. მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის კორექცია; 3. ინფუზურტრანსფუზული თერაპია; 4. ანტიბაქტერიული მკურნალობა.

1129

ზედა ყბის ნერვის ბლოკადისათვის საინექციო ადგილია: 1. პირის კუთხიდან 3სმ-ით ლატერალურად; 2. ქვედა ყბის კუთხის უკან; 3. დვრილისებური კუთხის წინ; 4. თვალბუდის ზედა მედიალური კიდე)

1130

პირის არასაკმარისი გაღების შემთხვევაში ტრაქეის ინტუბაცია მიზანშეწონილია გაკეთდეს: 1. პირიდან, სწორი ლარინგოსკოპის კონტროლით; 2. ცხვირიდან ,,ბრმად" ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში; 3. ტრაქეოსტომული მილიდან; 4. ფიბროსკოპიით ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ.

1131

საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ცალმხრივი ანკილოზისას ტრაქეის ინტუბაციის სიძნელე დაკავშირებულია იმასთან, რომ: 1. ნიკაპი წანაცვლებულია შუახაზიდან; 2. ტრაქეა წანაცვლებულია შუახაზიდან; 3. შეუძლებელია პირის სრული გახსნა.

1132

მიკროგენიის დროს ტრაქეის ინტუბაციის სიძნელე დაკავშირებულია იმასთან, რომ: 1. არასაკმარისია პირის გახსნა; 2. წინა-უკანა მიმართულებით პირის ღრუში შეყვანილი ლარინგოსკოპის ნიჩბის ზემოთ აწევა არ ხერხდება; 3. ხორხსარქველის აწევა არ ხერხდება; 4. ქვედა ყბა წამოწეულია წინ.

1133

თავ-კისრის მიდამოს ნაწიბუროვანი დეფორმაციის მქონე ავადმყოფებში, ენდოტრაქეული ზოგადი ანესთეზიის ჩვენებისას, ოპერაციამდე აუცილებელია: 1. ჩატარდეს ლორ-სპეციალისტის კონსულტაცია; 2. გაკეთდეს ტრაქეის რენტგენოგრაფია ორ პროექციაში; 3. ჩატარდეს ენდოსკოპისტის კონსულტაცია და გაკეთდეს ენდოსკოპია ადგილობრივი ანესთეზიის პირობებში; 4. განხილული იქნას ანესთეზიის სხვა სახეები (კომბინირებული, ადგილობრივი ინფილტრაციული, ეპიდურული, ინჰალაციური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით).

1134

ყბა-სახის პათოლოგიის მქონე ავადმყოფებში პრევენციული ტრაქეოსტომიის ჩვენებაა: 1. კისრის წინა ზედაპირზე ნაწიბუროვანი ცვლილებები; 2. პირის სრული გახსნის შეუძლებლობა; 3. ქვედა ყბის განუვითარებლობა; 4. პირის ღრუს ფლეგმონა.

1135

კიბოს გამო წარმოებული ლარინგოექტომიის დროს ნაჩვენებია შემდეგი სახის ანესთეზია: 1. ინჰალაციური ანესთეზია სპონტანური სუნთქვის შენარჩუნებით; 2. დაბალანსებული ზოგადი ენდოტრაქეული ანესთეზია; 3. ინჰალაციური ანესთეზია ლარინგეალური ნიღბის გამოყენებით; 4. ენდოტრაქეული, პრევენციულად დადებული ტრაქეოსტომით.

1136

ხორხის გამოხატული სტენოზის დროს პრემედიკაციაში რთავენ:

1137

ხორხზე ოპერაციების და მისი გამოხატული სტენოზის დროს ინტუბაცია უნდა ჩატარდეს: 1. პირდაპირი ლარინგოსკოპიით სუქცინილქოლინის შეყვანის შემდეგ; 2. ტრაქეოსტომული მილიდან; 3. ინტუბაცია საჭირო არ არის, უნდა შევინარჩუნოთ სპონტანური სუნთქვა.

1138

კრალის ოპერაციის დროს ანესთეზიის ოპტიმალური ვარიანტია:

1139

ლარინგექტომიისა და ჰემილარინგექტომიის დროს შეიძლება გამოიყენებულ იქნას ფილტვების მაღალსიხშირიანი ვენტილაციის შემდეგი მეთოდები: 1. ფილტვების მაღალსიხშირიანი ოსცილატორული ვენტილაცია; 2. ფილტვების მაღალსიხშირიანი ინჟექციური ვენტილაცია; 3. ფილტვების მაღალსიხშირიანი მოცულობითი ვენტილაცია; 4. ფილტვების მაღალსიხშირიანი ნაკადური ვენტილაცია ტრანსკუტანეული ინტრატრაქეალური კათეტერით.

1140

ავთვისებიანი სიმსივნეების გამო წარმოებული ლარინგექტომიების დროს, ფილტვების მოცულობითი იძულებითი ვენტილაციის ნაკლოვანებებს მიეკუთვნება: 1. ბაროტრავმის საფრთხე; 2. ქირურგის მუშაობისათვის არახელსაყრელი პირობები; 3. ასპირაციისა და სასუნთქი გზების ობსტრუქციის საფრთხე; 4. მეტასტაზირების შესაძლებლობა.

განმარტებები