QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა

ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია

2373 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

621

ეპიდურული სივრცის პუნქცია და კათეტერიზაცია T9_L1 დონეებზე შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ოპერაციების დროს: 1. მსხვილ ნაწლავზე; 2. თირკმელზე; 3. წვრილ ნაწლავზე; 4. ქვედა კიდურზე.

622

ეპიდურული სივრცის პუნქცია და კათეტერიზაცია T10_L1 დონეებზე წარმოებს შემდეგი ოპერაციების დროს: 1. შარდსაწვეთზე; 2. შარდის ბუშტზე. 3. თირკმელზე; 4. საშვილოსნოზე.

623

ეპიდურული სივრცის პუნქცია და კათეტერიზაცია L1-L4 დონეებზე წარმოებს შემდეგი ოპერაციების დროს: 1. შარდის ბუშტზე; 2. წინამდებარე ჯირკვალზე; 3. საშვილოსნოზე; 4. სწორ ნაწლავზე.

624

ეპიდურული სივრცის პუნქცია და კათეტერიზაცია L3-L5 მალების ძვალთაშუა სივრცეში წარმოებს შემდეგი ოპერაციების დროს: 1. ქვედა კიდურზე; 2. სწორ ნაწლავზე; 3. შორისზე. 4. მამაკაცის სასქესო ორგანოზე.

625

ოპიოიდური რეცეპტორები ძირითადად განლაგებულია: 1. ზურგის ტვინის გვერდით სვეტებში; 2. ზურგის ტვინის უკანა რქებში; 3. ზურგის ტვინის წინა რქებში.

626

ეპიდურული ანესთეზია აბსოლუტურად უკუნაჩვენებია: 1. საპუნქციო ადგილტან ახლოს ინფექციის არსებობის დროს; 2. შოკის მძიმე ფორმის დროს; 3. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების აუტანლობის შემთხვევაში; 4. ჰემორაგიული შოკის დროს.

627

ეპიდურული ანესთეზიის შედარებით უკუჩვენებად ითვლება: 1. სისხლდენები; 2. ხერხემლის დეფორმაცია; 3. ცირკულაციური შოკის მძიმე ფორმები; 4. ფსიქოზი.

628

ეპიდურულ სივრცეში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების შეყვანის შედეგად არტერიული წნევის დაწევის ძირითად მიზეზს წარმოადგენს: 1. პარასიმპატიკური ინერვაციის ბლოკადა; 2. სომატური ნერვების ბლოკადა; 3. მოტორული ნერვების დაბოლოებების ბლოკადა; 4. სიმპატიკური ინერვაციის ბლოკადა.

629

მოტორული ბლოკის დონე, როგორც წესი განლაგებულია ტკივილის შეგრძნების დაკარგვის დონიდან:

630

ეპიდურული სივრცის პუნქცია და კათეტერიზაცია T3-T7 დონეზე წარმოებს შემდეგი ოპერაციების დროს: 1. გულმკერდზე; 2. ფილტვებზე; 3. შუასაყარის ორგანოებზე; 4. კუჭუკანა ჯირკვალზე.

631

ეპიდურული სივრცის პუნქცია და კათეტერიზაცია T7-T10 დონეზე წარმოებს შემდეგი ოპერაციების დროს: 1. კუჭის და 12გოჯა ნაწლავის; 2. ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტზე; 3. ელენთაზე; 4. კუჭუკანა ჯირკვალზე.

632

ეპიდურული სივრცის მოცულობის შემცირებას განაპირობებს: 1. არტერიული ჰიპერტონია; 2. ეპიდურული ანესთეზიის დროს ჰორიზონტალური მდებარეობა; 3. დიაბეტი; 4. სიმსუქნე.

633

ეპიდურული ანესთეზიის ნაკლია: 1. ტექნიკის სირთულე; 2. ჰიპოტონიის განვითარება; 3. ანესთეზიის შედარებით დიდი ლატენტური პერიოდი; 4. სუნთქვის ცენტრალური დათრგუნვა.

634

დაბალი ეპიდურული ანესთეზიის უპირატესობაა: 1. ოპერაციების დროს სისხლის დანაკარგის შემცირება; 2. სპონტანური სუნთქვის შენარჩუნება; 3. მეტაბოლიზმის მინიმალური დარღვევა; 4. ოპერაციისშემდგომი რესპირატორული გართულებების შემცირება.

635

განსხვავება სპინალურ და ეპიდურულ ანესთეზიებს შორის არის: 1. გამოყენებული მედიკამენტის დოზა; 2. მოქმედების დაწყების სიჩქარე; 3. ბლოკის ეფექტურობა; 4. ბლოკის პროფილი.

636

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების დოზის გადაჭარბებისას (ცნობიერების დაკარგვა, კრუნჩხვა, არტერიული ჰიპერტენზია) დადებით ეფექტს იწვევს: 1. ვაზოპრესორების შეყვანა; 2. ფ.ხ.ვ წარმოება; 3. ოქსიგენოთერაპია; 4. ბენზოდიაზეპინების მცირე დოზით შეყვანა.

637

ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების მოქმედება დამოკიდებულია:

638

ვარსკვლავისებური განგლიის ეფექტური ბლოკადის დროს ვლინდება შემდეგი სიმპტომები: 1. გუგის შევიწროება; 2. ენოფტალმი; 3. თვალის ნაპრალის შევიწროება; 4. გუგის გაფართოება.

639

ბარძაყის კანის ნერვის ბლოკადის გაკეთება მოსახერხებელია:

640

სტენოკარდიის შეტევის პროფილაქტიკისათვის წინასაოპერაციო პერიოდში გამოყენებული უნდა იქნას: 1. იზოსორბიტ-დინიტრატი; 2. ეუფილინი; 3. გლიცერინ-ტრინიტრატი; 4. ატროპინი.

განმარტებები