სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ნარკოტიკული დამოკიდებულების მქონე პაციენტებში ზოგადი ანესთეზიის ჩატარებისას უპირატესობა ენიჭება:
დაბალანსებული ზოგადი ანესთეზიისას ინდუქცია გულისხმობს: 1. სუქცინილქოლინი 2 მგ/კგ ი.ვ.; 2. ფენტანილი 3,3 მკგ/კგ ი.ვ.; 3. დიაზეპამი 0,16 მგ/კგ ი.ვ. და ნატრიუმის თიოპენტალი 6,5-7,5 მგ/კგ ი.ვ.; 4. პრეკურარიზაცია პიპეკურონიუმით 0,016მგ/კგ ი.ვ.
დაბალანსებული ზოგადი ანესთეზიისას ნარკოზში ინდუქცია გულისხმობს: 1. ფენტანილი 3,3 მკგ/კგ ი.ვ.; 2. დიაზეპამი 0,16 მგ/კგ ი.ვ.; 3. ნატრიუმის თიოპენტალი 6,5-7,5 მგ/კგ ი.ვ.; 4. პიპეკურონიუმი 0,1 მგ/კგ ი.ვ.
ბარძაყის კანის ნერვის ბლოკადის გაკეთება მოსახერხებელია:
პერიდურული ანესთეზიის დროს ლიდოკაინის ერთჯერადი მაქსიმალური დოზაა:
გამტარებლობითი ანესთეზიის დროს ადგილობრივი ანესთეტიკის განმეორებითი დოზა უნდა შეესატყვისებოდეს:
გამტარებლობითი ანესთეზიის დროს გაუტკივრების დაწყების სიჩქარე დამოკიდებულია: 1. ნერვული ღეროს სისქეზე; 2. საანესთეზიო საშუალების PH-ზე; 3. საანესთეზიო საშუალების კონცენტრაციაზე; 4. შეყვანის ადგილზე.
ნერვულ ღეროში იმპულსის გატარება განისაზღვრება: 1. უჯრედში ნატრიუმის დაგროვებით; 2. უჯრედიდან მაგნიუმის გამოსვლით; 3. კალიუმის იონების შეღწევადობით; 4. მემბრანის დეპოლარიზაციით.
ეპიდურული ანესთეზიის დროს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებზე ვაზოპრესორების დამატება უკუნაჩვენებია: 1. ჰიპერთირეოზის დროს; 2. მიტრალური სტენოზის შემთხვევაში; 3. არტერიული წნევის მატების დროს; 4. ფეოქრომოციტომის დროს.
ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებებით გამოწვეული ინტოქსიკაციის დროს, რომელიც ვლინდება კრუნჩხვებით, დადებით ეფექტს იძლევა: 1. ხანმოკლე მოქმედების ბარბიტურატები; 2. ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია; 3. ადრენომიმეტური საშუალებები ადგილობრივად; 4. კეტამინის შეყვანა.
ეპიდურული ანესთეზიით განპირობებული ჰემოდინამიკური ცვლილებებია: 1. ანესთეზიის ზონაში არტერიების და არტერიოლების დილატაცია; 2. აღნიშნულ ზონაში ვენური შეგუბება; 3. გულისკენ ვენური უკუდინების შემცირება; 4. გულის წუთმოცულობისა და სისტოლური მოცულობის მატება.
რეგიონული ანესთეზიის პირობებში სუნთქვის დათრგუნვის ცენტრალური მექანიზმი განპირობებულია: 1. სუბდურულ სივრცეში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებების დოზის გადაჭარბებით; 2. ეპიდურული ანესთეზიის დონით; 3. კაუდალური ანესთეზიით; 4. ადგილობრივ ანესთეტიკთან ცენტრალური მოქმედების ანესთეტიკის შერწყმით.
ეპიდურულ სივრცეში შეყვანილი ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გავრცელების ძირითადი გზებია: 1. მალთაშუა ნაპრალი; 2. ტრანსპერინევრალური დიფუზია; 3. მცირე დოზებით ტვინის მაგარი გარსის გავლით ლიქვორში გადასვლა; 4. ვენური წნულიდან შეწოვა.
ზურგის ტვინის ნივთიერებაში ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების გავრცელების დიაპაზონი დამოკიდებულია: 1. ადგილობრივი საანესთეზიო საშუალების ფიზიკო-ქიმიურ თვისებებზე; 2. ზურგის ტვინის სიმპატიკური ბოჭკოების ანატომიურ განლაგებაზე; 3. ზურგის ტვინის დიამეტრზე; 4. პაციენტის ასაკზე.
ეპიდურულ სივრცეში ლიდოკაინის შეყვანის შედეგად განვითარებული კუნთების რელაქსაციის ხარისხი პროპორციულად დამოკიდებულია: 1. ხსნარის რაოდენობაზე; 2. სხეულის მასაზე; 3. ავადმყოფის ასაკზე; 4. ხსნარის კონცენტრაციაზე.
თირკმლის ფუნქციის ხარისხობრივი ცვლილება ეპიდურული ანესთეზიის დროს დამოკიდებულია: 1. პუნქციის დონეზე; 2. ავადმყოფის მასაზე; 3. ვენტილაციის პარამეტრებზე; 4. ჰემოდინამიკსი კაჩვენებლებზე;
რომ განისაზღვროს, რომელი მალა შეესაბამება ზურგის ტვინის სეგმენტს გულმკერდის ზემო ნაწილში, საჭიროა გამოვაკლოთ:
რომ განისაზღვროს, რომელი მალა შეესაბამება ზურგის ტვინის სეგმენტს გულმკერდის შუა ნაწილში, საჭიროა გამოვაკლოთ:
რომ განისაზღვროს რომელ მალას შეესაბამება ზურგის ტვინის სეგმენტი წელის არეში, საჭიროა გამოვაკლოთ:
რომ განისაზღვროს, რომელი მალა შეესაბამება ზურგის ტვინის სეგმენტს გულმკერდის ქვემო ნაწილში, საჭიროა გამოვაკლოთ: