სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია · შეცდომებზე მუშაობა
ანესთეზიოლოგია რეანიმატოლოგია
ასპირინი იწვევს: 1. ანტიპროსტაგლანდინურ, ცენტრალურ და პერიფერიულ ეფექტს; 2. მეტჰემოგლობინემიას; 3. კუჭის ლორწოვანის გაღიზიანებას; 4. მხოლოდ ცენტრალურ ანალგეზიურ ეფექტს.
ასპირინის გვერდითი ეფექტებია: 1. სისხლდენა; 2. ალერგიული რეაქციები; 3. აპლასტიური ანემია, აგრანულოციტოზი; 4. გულისრევა და ღებინება.
ატროპინი პარასიმპატიკურ ნერვულ სისტემაზე მოქმედებს შემდეგი გზით: 1. აცეტილქოლინის წარმოქმნის დათრგუნვით; 2. ქოლინესთერაზას წარმოქმნის მატებით; 3. მიონევრალური სინაფსის პირდაპირი დეპრესიით; 4. აცეტილქოლინთან კონკურენტული ანტაგონიზმით; 5. ადრენერგული აქტივობის სტიმულაციით.
ადექვატური დოზებით ატროპინის ხმარება იწვევს გულის წუთმოცულობის გაზრდას: 1. ვაგო-ვაგალური რეფლექსების აქტივაციის დროს; 2. ცენტრალური ვენური წნევის ნორმალური მაჩვენებლის დროს; 3. გულის ფიბრილაციის დროს; 4. პარასიმპატომიმეტიკებით გამოწვეული მიოკარდიუმის დეპრესიის ფონზე.
ატროპინი დიდი დოზებით იწვევს: 1. პოსტურალურ ჰიპოტენზიას; 2. ბოდვას; 3. ოფლის გამოყოფის დათრგუნვას; 4. თერმორეგულაციის დარღვევას.
სასუნთქ სისტემაზე ატროპინი ახდენს შემდეგ მოქმედებას: 1. ამცირებს ანატომიური მკვდარი სივრცის მოცულობას; 2. ზრდის ანატომიური მკვდარი სივრცის მოცულობას; 3. ზრდის სუნთქვით წინააღმდეგობას; 4. ამცირებს სუნთქვით წინააღმდეგობას.
ატროპინი და სკოპოლამინი ბრონქების გლუვ მუსკულატურაზე ახდენს: 1. ხანგრძლივ სპაზმოლიზურ ეფექტს; 2. ხანმოკლე სპაზმოლიზურ ეფექტს; 3. ხანგრძლივ ბრონქოკონსტრიქციულ ეფექტს; 4. ხანმოკლე ბრონქოკონსტრიქციულ ეფექტს;
ჰისტამინი - ბიოგენური ამინი წარმოიქმნება: 1. მხოლოდ კუჭის ლორწოვანში; 2. ქოლინერგული ნერვების დაბოლოებებზე; 3. ღვიძლში; 4. პოხიერ უჯრედებსა და ბაზოფილებში.
პრომეტაზინს აქვს: 1. ანტიჰისტამინური მოქმედება; 2. ნეიროლეფსიური ეფექტი; 3. შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტი; 4. ჰიპოთერმული ეფექტი.
ანტიჰისტამინური პრეპარატები: 1. ამცირებენ ჰისტამინის კონცენტრაციას სისხლში; 2. აძევებენ უჯრედებიდან ჰისტამინს; 3. ააქტივებენ ფერმენტ ჰისტამინაზას; 4. ეწინააღმდეგებიან ჰისტამინის ფარმაკოლოგიურ ეფექტს.
განგლიობლოკატორები იწვევენ შემდეგ ჰემოდინამიკურ ეფექტებს 1. ტაქიკარდიას და ჰიპოტონიას; 2. ცენტრალური ვენური წნევის დაქვეითებას; 3. ამცირებენ სისხლის მიდენას გულისაკენ; 4. განტვირთავენ სისხლის მიმოქცევის მცირე წრეს.
განგლიობლოკატორები იწვევენ ყველა ქვემოთ ჩამოთვლილ ეფექტს, გარდა:
თვალშიდა წნევას ზრდიან: 1. პილოკარპინი; 2. ნატრიუმის ნიტროპრუსიდი; 3. კოფეინი; 4. ჰექსამეტონიუმი.
ნატრიუმის ნიტროპრუსიდი გამოიყენება შემდეგი მიზნით: 1. მომატებული არტერიული წნევის დაქვეითებისათვის; 2. სისხლის მიმოქცევის მცირე წრის განტვირთვისათვის; 3. პერიფერიული სისხლისმიმოქცევის გაუმჯობესებისათვის; 4. ტვინის შეშუპების შემცირების მიზნით.
ნიტრატებიდან ყველაზე სწრაფ ეფექტს იწვევს:
ადრენერგულ საშუალებებთან მიმართებაში რომელი დებულებაა არასწორი? 1. ადრენალინი ზრდის გულის წუთმოცულობას; 2. ნორადრენალინი წარმოადგენს უპირატესად ალფა-ადრენომიმეტურ საშუალებას; 3. მეზატონი იწვევს ვაზოკონსტრიქციას; 4. ადრენალინი და ნორადრენალინი ზრდის თირკმლის პერფუზიას.
ჩამოთვლილი ვაზოპრესორებიდან რომლებს არა აქვს დადებითი ინოტროპული ეფექტი: 1. ეპინეფრინი; 2. ნორეპინეფრინი; 3. დობუტამინი; 4. მეზატონი.
სპეციფიურ ალფა-ადრენობლოკატორებს მიეკუთვნება: 1. იზადრინი; 2. ნოვოდრინი; 3. ანაპრილინი; 4. ტროპაფენი.
ასთმური სტატუსის დროს საშიშია შემდეგი პრეპარატების გამოყენება:
ნორეპინეფრინის გამოყენებისას არ ვლინდება: 1. გამოხატული ინოტროპული მოქმედება; 2. თირკმლის სისხლძარღვების ვაზოკონსტრიქცია; 3. არტერიული წნევის მომატება; 4. მკვეთრად გამოხატული ჰიპერგლიკემია.