QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

161

ხველა, ქოშინი და მსტვინავი ხიხინი შეიძლება აღინიშნებოდეს ყველა ქვემოთ მოყვანილ შემთხვევაში, გარდა ერთისა:

162

შემდეგი მონაცემებიდან დიფუზური პნევმოსკლეროზისთვის დამახასიათებელი არ არის:

163

მოცემული სიმპტომოკომპლექსი - ხველა, ქოშინი, სუბსტერნალური მტკივნეულობა, ართრალგია, წონის დაკარგვა, ტაქიპნოე, ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია, დამახასიათებელია:

164

ჰემოლიზური სიყვითლისათვის დამახასიათებელია ყველა ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:

165

აპლაზიური ანემიის დიაგნოზი დგინდება:

166

ქრონიკული აქტიური ჰეპატიტის მთავარ განმასხვავებელ ნიშანს სხვა ქრონიკული ჰეპატიტებისაგან წარმოადგენს:

167

მიოკარდიუმის ინფარქტის დროს ბეტა-ბლოკერების გამოიყენება ნაჩვენებია, რადგან ისინი:

168

რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მტკიცებულება შეესაბამება ყველაზე მეტად კალციუმის იონების ეფექტს მიოკარდიუმზე:

169

72 წლის ქალს აღენიშნება ახლადაღმოცენებული წინაგულების თრთოლვა, პარკუჭთა შეკუმშვის სიხშირით 150 წთ. პაციენტი ჰემოდინამიკურად სტაბილურია, არტერიული წნევა – 155/90 მმ. ვწყ.სვ. თუმცა უჩივის გულის ფრიალს. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტის ინტრავენური გამოყენება არის საუკეთესო არჩევანი აღნიშნულ შემთხვევაში:

170

63 წლის ქალი მკურნალობს დიგიტალისით ქრონიკული მოციმციმე არიტმიის გამო. მას განუვითარდა სისუსტე, გულისრევა და ანორექსია. პულსი რეგულარულია 50 სიხშირით წუთში. გულის აუსკულტაციით, და ფიზიკური გასინჯვით პათოლოგია არ აღინიშნება. ეკგ-ზე P კბილები არ ისახება, Qღშ კომპლექსი ვიწრო და რეგულარულია. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს შემდგომი მართვის ტაქტიკას:

171

65 წლის მამაკაცს განუვითარდა გულის ფრიალი და თავბრუსხვევა. მისი არტერიული წნევა არის 85/50 მმ.ვწყ.სვ. პულსი რეგულარულია, 150 სიხშირით წუთში. ეკგ-ზე აღინიშნება ე.წ. სავარცხლის მსგავსი P კბილები. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი პროცედურა წარმოადგენს ყველაზე მიზანშეწონილს სინუსური რიტმის აღდგენის მიზნით:

172

რომელ მედიკამენტს აქვს კალიუმის შემნახველი უნარი:

173

ბეტა-ბლოკერებით მკურნალობა ნაჩვენებია:

174

ანგიოტენზინის რეცეპტორების ბლოკერების გამოყენების ჩვენებებია:

175

გლიკოზიდების გამოყენების ჩვენებებია:

176

გულის უკმარისობის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა:

177

დიგიტალიზაციის ნიშნებად ითვლება:

178

ატრიოვენტრიკულურ კვანძში აგზნების გატარებას აფერხებს:

179

ბეტა-ბლოკერებს აქვთ შემდეგი თვისებები:

180

სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიის პაროქსიზმის შესაწყვეტად ხმარობენ ყველა პრეპარატს, გარდა:

განმარტებები