QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

შინაგანი მედიცინა სალიცენზიო

3943 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

181

ლიდოკაინის დანიშვნის ძირითადი ჩვენება არის:

182

მოციმციმე არითმიის რადიოსიხშირული აბლაციის შემდეგ პაციენტს შესაძლოა გაუგრძელდეს მკურნალობა:

183

რომელ პრეპარატს მიანიჭებთ უპირატესობას არტერიული ჰიპერტენზიის მონოთერაპიის დაწყების დროს:

184

ჩამოთვლილი პრეპარატებიდან რომელი არ უნდა დაინიშნოს არტერიული ჰიპერტენზიის დროს, თუ მას თან ახლავს ბრონქული ასთმა:

185

გრიპის ვირუსით გამოწვეული პნევმონიის სამკურნალოდ მოწოდებულია:

186

საინჰალაციო გლუკოკორტიკოიდების მოქმედების მექანიზმია:

187

პენიცილინების ჯგუფის ანტიბიოტიკების მოქმედების მექანიზმია:

188

ბეტა-ლაქტამური რგოლის მქონე ანტიბიოტიკებია ყველა, გარდა:

189

ქრონიკული ბრონქიტის სამკურნალოდ გამოიყენება ყველა, გარდა:

190

არაპირდაპირი ანტიკოაგულანტით-ვარფარინით მკურნალობის დროს ანტიკოაგულაციური ეფექტის მონიტორირება მიმდინარეობს შემდეგი მაჩვენებლის კონტროლით:

191

33 წლის ქალს დაუსვეს პირველადი ბილიური ციროზის დიაგნოზი. მას გაუჩნდა შეკითხვები ამ დაავადების მკურნალობის მეთოდების შესახებ, მათ შორის ახასიათებს თუ არა ამ დაავადებას განკურნება. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი გამოიწვევს ამ ქალბატონის განკურნებას:

192

ავადმყოფი ქალი, 56 წლის, უჩივის ფაღარათს (ნაწლავების მოქმედება 6-7ჯერ, წყლიანი ფეკალური მასებით), წამოხურებას (ალებს), რომელიც უპირატესად ბოლო პერიოდში გამოეხატა. აქვს ჰაერის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, წონაში დაიკლო. ორი წლის მანძილზე ინფექციონისტთან, ალერგოლოგთან, გინეკოლოგთან მკურნალობას პრაქტიკულად შედეგი არ მოჰყოლია. გასინჯვისას ავადმყოფი გამხდარი, სახე წამოწითლებული, აღინიშნება ტაქიკარდია, მშრალი ხიხინი გაგრძელებული ამოსუნთქვის ფონზე, გულის მარჯვენა საზღვარი გადიდებული, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 3სმ-მდე. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

193

35 წლის მამაკაცი ჰოსპიტალიზებულია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბლოკში საყლაპავიდან მწვავე სისხლდენის დიაგნოზით. ანამნეზში აღინიშნება ნარკომანია. გასინჯვისას ყურადღებას იპყრობს კანის სიფერმკრთალე მოყვითალო ელფერით. მუცელი შებერილია, გამოხატულია ჰეპატოსპლენომეგალია. სისხლში მომატებულია ამინოტრანსფერაზების, ტუტე ფოსფატაზას, ბილირუბინის დონე. შარდში გამოვლენილია უმნიშვნელო პროტეინურია, სხვა პათოლოგური ცვლილებების გარეშე. გულისცემის სიხშირე - 96 წუთში, არტერიული წნევა 95/60 მმ.ვწყ.სვ. გულის ტონები მოყრუებულია. ფილტვებში ისმის ვეზიკულური სუნთქვა. გამოხატულია პორტული ჰიპერტენზიის სინდრომი. სავარაუდო დიაგნოზი:

194

ავადმყოფი – 36 წლის მამაკაცი, უჩივის საერთო სისუსტეს, ტკივილს მუცელში, გულისფრიალს, კანის ფერის შეცვლას. გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: კანის ბრინჯაოსფერი შეფერილობა, ჰეპატოსპლენომეგალია, შაქრიანი დიაბეტი, ასციტი. ექოკარდიოგრაფიულად გამოვლინდა კარდიომეგალია, ეკგ-ზე – პარკუჭთაშიდა გამტარობის დარღვევა, ჰისის კონის მარცხენა ტოტის ბლოკადა. აღინიშნება ასციტი, ჭიპის ირგვლის ვენური კოლატერალების განვითარება. სისხლში მომატებულია ბილირუბინის დონე, ფერიტინის დონე, ALთ-Aშთ-ს აქტივობა, შარდში – მცირედ გამოხატული პროტეინურია. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი და უპირატესი კვლევის მეთოდი:

195

ავადმყოფი ქალი, 55 წლის. ბოლო 2 წლის განმავლობაში იმყოფება უბნის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ვინაიდან პერიოდულად აღენიშნება ტკივილი მუცლის (უფრო – მეზოგასტრიუმის) არეში, დიარეა სისხლის ნარევით. განავლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა – კულტურა უარყოფითი. მკურნალობდა ანტიბიოტიკებით (ბისეპტოლით) - ხანმოკლე ეფექტით. წონაში დაიკლო 2 კგ. ბოლო სამი თვის განმავლობაში აწუხებს მტკივნეულობა ზედა და ქვედა კიდურების მსხვილ სახსრებში. ერთი კვირის წინ დიარეის გახშირების და ტკივილის გაძლიერების ფონზე აღენიშნებოდა სისხლიანი მუქი ფერის თხელი განავალი. შინაგანი ორგანოების პალპაციით და სიარულისას აღინიშნება მტკივნეულობა მსხვილი ნაწლავის არეში. სისხლის ანალიზი: ჰემოგლობინი - 90გ/ლ, ლეიკოციტები - 12600, ედს – 25 მმ/სთ, რევმატოიდული ფაქტორი უარყოფითია, რენტგენოლოგიურად სახსრები შეუცვლელი. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

196

ავადმყოფი მამაკაცი, 43 წლის. თავს ავად გრძნობს მე-3 დღეა. აღენიშნება ძლიერი შეტევითი ხასიათის ტკივილი მუცლის ზემო ნაწილში ირადიაციით წელსა და ზურგში, მრავალჯერადი ღებინება, რომელსაც მისთვის შვება არ მოაქვს. ტკივილის დაწყებას უკავშირებს სუფრაზე ცხიმის შემცველი საკვებისა და ალკოჰოლის ჭარბად მიღებას. პაციენტი გაფითრებულია, შუბლზე აღენიშნება ცივი ოფლი. მუცლის მარჯვენა და მარცხენა ზედაპირზე გამოხატულია მოლურჯო-მოიისფრო ლაქები. მუცელი პალპაციით რბილია, აღინიშნება მტკივნეული წერტილის არსებობა ჭიპის მარცხნივ 3 სმ-ის ზემოთ. სისხლის საერთო ანალიზით ლეიკოციტოზი –12.8 ხ 10 მეცხრე ხარისხში/ლ, ედს – 32 მმ/სთ. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

197

30 წლის მამაკაცი წინა დღეს ალკოჰოლის ჭარბი მიღების შემდეგ მოყვანილ იქნა თერაპიულ განყოფილებაში ტკივილით ეპიგასტრიუმში და სისხლიანი პირღებინებით (ღებინება ყავის ნალექისმაგვარი მასით). პატრონების გადმოცემით, წინა საღამოს რამდენჯერმე ჰქონდა ღებინება საკვები მასებით, ხოლო შემდეგ – ღებინება სისხლის მინარევით და ყავისფერი მასით. ობ. მუცელი ოდნავ დაჭიმული, ეპიგასტრიუმი მტკივნეული. P – 90 წუთში. თ/A – 140-95 მმ. ვწყ.სვ. რენტგენოლოგიურად კუჭის ბარიუმით გამოკვლევამ პათოლოგია არ გამოავლინა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

198

ავადმყოფი 24 წლის მამაკაცი, ცხოვრობს სოფელში წალკის რაიონში, პროფესიით – ხარაზი. დაახლოებით 13-14 წლის ასაკიდან აწუხებს მჭრელი ხასიათის ტკივილის შეტევები მუცელში – ძირითადად ბრმა ნაწლავის ან სიგმური კოლინჯის არეში, რომელიც მოულოდნელად ეწყება, ძლიერდება მე-2 დღეს და მე-3-5 დღეს უქრება. ანალგეტიკების მიღება ტკივილს ამცირებს, მაგრამ არ უყუჩებს. ტკივილს თან ახლავს ტემპერატურის მომატება, ზოგჯერ - 39გრადუს ჩ -დე და შემცივნება. იშვიათად ტკივილს თან ახლავს ართრალგიებიც. ამჟამად ტკივილი დაეწყო 2 დღის წინ, ავადმყოფი იძულებით მწოლიარე მდებარეობაშია, თ= 38,2 გრადუს ჩ, მუცელი დაჭიმული, მკვეთრად მტკივნეული დიფუზურად – განსაკუთრებით მარჯვენა ფერდქვეშა და მარცხენა ჰიპოგასტრიული არეები, გამოხატულია დეფანსი და ზომიერად დადებითი შჩოტკინ-ბლუმბერგის სიმპტომი. ანალიზებში მაღალი ედსი – 31 მმ/სთ, ზომიერი ლეიკოციტოზი – 11,300 და მარცხნივ გადახრა. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

199

ავადმყოფი ქალი, 52 წლის. ბოლო 2 წლის განმავლობაში ხშირად უჩივის პირის სიმწარეს, გულისრევას, სიმძიმის შეგრძნებას და ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში და ეპიგასტრიუმში, ზოგჯერ - ირადიაციით მარჯვენა ბეჭში. ტკივილი უძლიერდება საკვების მიღებიდან 1-2 საათში, (განსაკუთრებით – ცხიმიანი და მოხრაკული საკვების მიღების შემდეგ). ობიექტურად – ფილტვის და გულის მხრივ მონაცემები – ნორმის ფარგლებში. მუცელი რბილი, მტკივნეულია ღრმა პალპაციით მარჯვენა ფერდქვეშა არე, დადებითი მერფის და ორტნერის ნიშნები, ღვიძლი გამოდის ნეკნთა რკალიდან 2 სმ-ით. ტემპერატურა – 37,2 გრადუს ჩ, თ/A– 140/85 მმ. ვწყ.სვ. სისხლის ანალიზი: ედს – 25 მმ/სთ, სხვა მაჩვენებლები – ნორმის ფარგლებში. მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი:

200

72 წლის ქალს, რომელსაც აღენიშნება სტენოკარდია, უნდა ჩაუტარდეს გულის კათეტერიზაცია. რომელი სტრუქტურის წნევას შეესაბამება ფილტვის კაპილარების ჩაჭედვის წნევა:

განმარტებები