სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
პაციენტი აღნიშნავს უმადობას, ქვედა კიდურების შეშუპებას, შარდის როდენობის შემცირებას, პერიოდულ დიარეას. აღნიშნული მოვლენები განვითარდა თანდათანობით, რამდენიმე თვის მანძილზე. ანამნეზში თირკმლების რაიმე პათოლოგიას არ აღნიშნავს. ბავშვობიდან პერიოდულად მკურნალობს ბრონქოექტაზური დაავადების გამო (გამწვავებების დროს). გამოკვლევის მონაცემებიდან ყურადღებას იპყრობს ჰიპოტონია, გადიდებული ღვიძლი და ელენთა, პროტეინურია (6,6 გ/ლ), შეშუპებითი სინდრომი (ქვედა კიდურების შეშუპება, ასციტი, ჰიდროთორაქსი). სავარაუდო დიაგნოზი:
43 წლის პაციენტი ქალი შემოვიდა კლინიკაში ქვემო კიდურების მასიური შეშუპების გამო. ამასთანვე აღნიშნავს არტერიული წნევის მაღალ ციფრებს 180/110 მმ.ვწყ.სვ. ავადაა შაქრიანი დიაბეტით ოცი წელიწადია. ობიექტურად: პულსი 80 წუთში, თA 180/110 მმ.ვწყ.სვ., გულზე ტონები მოყრუებული, მეორე ტონის აქცენტი აორტაზე. შარდში – პროტეინურია, ლეიკოც. – 10-15 მხ/არეში, ხვედრითი წონა – 1012, ჰიალინური და მარცვლოვანი ცილინდრები, სისხლში – ჰოპოპროტეინემია, დისპროტეინემია, ჰიპერლიპიდემია, ნარჩენი აზოტი ნორმა. სავარაუდო დიაგნოზია:
34 წლის პაციენტი მამაკაცი შემოვიდა კლინიკაში სახის შეშუპებით, მუცლის გადიდებით, უსიამოვნო შეგრძნებით მარჯვენა ფერდქვეშა მიდამოში, ტკივილით წელის მიდამოში. ამ მოვლენებს უკავშირებს გრიპოზულ ინფექციას. ანამნეზიდან ირკვევა, რომ ხშირად აღნიშნავდა ქუთუთოების შეშუპებას, სახის სიფერმკთალეს, უსიამოვნო შეგრძნებას წელის მიდამოში, რაზედაც ყურადღება არ გაუმახვილებია. ობიექტ: პულსი 68 წუთში, რითმული. თA 120/80 მმ,ვწყ.სვ. შარდში – პროტეინურია, ხვ.წონა 1008, მიკროჰემატურია, ჰიალინური და მარცვლოვანი ცილინდრი, ნარჩენი აზოტი – ნორმა. სისხლში – ჰიპოპროტეინემია, დისპროტეინემია. სავარაუდო დიაგნოზი:
45 წლის პაციენტს, რომელსაც აღენიშნებოდა მარჯვენა წვივის ქრონიკული ოსტეომიელიტი. აღმოაჩნდა შარდში ცვლილებები: ცილა – 3 გ/ლ (4.5გ დღე-ღამეში), ლეიკ. – 5-10 მხედველობის არეში, ერთეული ერითროციტები, ჰიალინური და მარცვლოვანი ცილინდრი – 5-10 მხ/არეში; სისხლში ხვ.წონა 1010, სისხლში - ჰიპოქრომული ანემია, ჰიპოპროტეინემია, დისპროტეინემია, ჰიპერქოლესტერინემია. ღვიძლი და ელენთა გადიდებული, მკვრივი კონსისტენციის, უმტკივნეულო პალპატორულად. შეშუპება დაეწყო ქვემო კიდურებიდან, შემდეგ აღენიშნებოდა სახეზე და ქვემო ქუთუთოებზე, ასევე აწუხებდა ტკივილი წელის მიდამოში. პულსი 80 რითმული, თA 90/60 მმ. ვწყ.სვ. სავარაუდო დიაგნოზი:
დიარეით მიმდინარე გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომის სამკურნალოდ ნაჩვენებია:
ავადმყოფი – 49 წლის ქალი უჩივის საერთო სისუსტეს, ყურებში შუილს, გულის ფრიალს, ენის წვას, კიდურების დაბუჟებას. გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: ჰეპატოსპლენომეგალია, ატროფიული, პრიალა ენა, ფუნიკულური მიელოზი. სისხლში – მაკროციტული ანემია, ჰიპერსეგმენტური ნეიტროფილები. სავარაუდო დიაგნოზია:
ავადმყოფი – 77 წლის მამაკაცი უჩივის პროგრესირებად სისუსტეს, ოფლიანობას, წონაში დაკლებას, პერიოდულად – ტემპერატურის მომატებას, ხშირ ვირუსულ ინფექციებს. ავად არის 3 წელია. გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: პერიფერიული ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია, ანემია, გამოხატული ლიმფოციტოზი (56%), თრომბოციტოპენია, აჩქარებული ედს-ი. სავარაუდო დიაგნოზი:
ჰემოსიდეროზის დიაგნოსტიკისათვის ყველაზე მნიშვნელოვანია:
ავადმყოფი ქალი, 32 წლის. უჩივის საერთო სისუსტეს, ადვილად დაღლას, ქოშინს სიარულის დროს. აღნიშნული მოვლენები თანდათან პროგრესირებს ბოლო 2-3 წლის განმავლობაში. პერიოდულად ავადმყოფს აწუხებს უეცარი, მწვავე ტკივილი ეპიგასტრიუმისა და წელის არეში, რომელსაც ერთვის შემცივნება, ტემპერატურის მომატება 37,5°ჩ-მდე, შავი ფერის შარდის გამოყოფა. როგორც წესი, ეს შეტევები აღმოცენდება გადაღლის შემდეგ ან ძილის დროს. გასინჯვით: კანი და სკლერები სუბიქტერული, ღვიძლი და ელენთა არ სცილდება ნეკნთა რკალს. სისხლის საერთო ანალიზი: HB_80გ/ლ, ერითროციტები_3,0ხ1012/ლ, FI_0,8, რეტიკულოციტები_2,6%, ლეიკოციტები_2,8ხ109/ლ, თრომბოციტები_130ხ109/ლ, ედს_20მმ/სთ. შარდში დაშლილი ერითროციტები, ჰემოსიდერინი (ჩართული თირკმლის უჯრედებსა და ცილინდრებში), ურობილინი. სავარაუდო დიაგნოზია პაროქსიზმული ღამის ჰემოგლობინურია (მარკიაფავა-მიკელის დაავადება). მიუთითეთ სასურველი გამოკვლევები:
ავადმყოფი მამაკაცი, 17 წლის. უჩივის საერთო სისუსტეს, თავბრუსხვევას, ადვილად დაღლასა და ქოშინს ფიზიკური დატვირთვისას. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში 2-ჯერ ჰქონდა წვივის ძვლების მოტეხილობა, მაშინ გამოვლინდა ჰემოგლობინის დაქვეითება 83 გ/ლ-მდე. ბოლო 2 წელია პერიოდულად, საღამოობით, აღენიშნება სუბფებრილიტეტი. გასინჯვით: კანი და ხილული ლორწოვანი გარსები ფერმკრთალია, მოყვითალო ელფერის. სახისა და ზედა კიდურების კანზე აღინიშნება ყავისფერი ლაქები. თავი არაპროპორციულად დიდი ზომისაა, ქალას ფორმა უახლოვდება “კოშკისებურს", წვივები _ გამრუდებული, ხმლისებური ფორმის. ელენთა გამოდის ნეკნთა რკალიდან 8სმ-ით, ზომიერად მკვრივია. სისხლის საერთო ანალიზი: HB_83 გ/ლ, ერითროციტები _ 3,1 ხ 1012 /ლ, ერთეული სამიზნისმაგვარი ერითროციტები, FI_0,8, რეტიკულოციტები_0,8%, ედს _ 15მმ/სთ. სავარაუდო დიაგნოზი:
ღვიძლისმიერი კომის საშიშროების დროს დიეტაში უნდა შეიზღუდოს:
ავადმყოფი მამაკაცი, 36 წლის. ორი დღეა უჩივის ტკივილს კოჭისა და მარცხენა იდაყვის სახსრებში, ტემპერატურის მომატებას 37,5°ჩ. ანმნეზით ირკვევა, რომ ორი კვირის წინ მოშარდვისას დაეწყო მწველი ტკივილი, მკურნალობდა უროლოგთან. გასინჯვით შესივებულია კოჭისა და იდაყვის სახსრები, მათი მოძრაობა მტკივნეულია. პალპაციით შესქელებული და მტკივნეულია მარცხენა აქილევსის მყესი. სხვა სახსრები ტკივილის გარშე. შინაგანი ორგანოების პათოლოგია არ აღინიშნება. ედს-ი 40 მმ/სთ. ლეიკოციტოზი არ არის. აღენიშნება კონიუნქტივიტი. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი მამაკაცი, 47 წლის. უჩივის ძალიან ძლიერ ტკივილს მარჯვენა სხივ-მაჯის სახსარში, ტემპერატურის მომატებას 38°ჩ-მდე. ავად გახდა 3 დღის წინ, როცა მოუხდა ინტენსიური მუშაობა ქალაქგარეთ აგარაკზე. გასინჯვით: კვება გაძლიერებული. მარცხენა ყურის ბიბილოზე ჩანს მოთეთრო ფერის ორი კვანძი. მარჯვენა ხელის მტევნის შიდა მხარე შესიებულია, კანი ჰიპერემიულია, ხელის შეხებით ცხელია. მარჯვენა ხელის მაჯის სახსრის და თითების მოძრაობა მტკივნეულია. ამავე მარჯვენა მაჯის სახსრის კონტურები გადასწორებულია. სისხლის ანალიზში: ლეიკოციტები12000, ედს-ი 36მმ/სთ. შარდის ანალიზი – ნორმა. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი ქალი, 59 წლის. რამოდენიმე წელია აწუხებს ტკივილი ორივე მუხლის სახსარში. ტკივილი ვითარდება სიარულის დაწყებისას. განსაკუთრებით საგრძნობია კიბეზე ჩასვლის დროს. ბოლო ორი კვირაა მარცხენა მუხლის სახსარი შეუსივდა. ედს-ი – 22 მს/სთ. სხეულის ტემპერატურა ნორმალურია. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი მამაკაცი, 27 წლის. 17 წლის ასაკში გადაიტანა მარჯვენა მუხლის სახსარის მოკლევადიანი ართრიტი. 21 წლის ასაკში ადგილი ჰქონდა ართრიტის რეციდივს. მკურნალობდა ტუბერკულოზური გონიტის სინოვიალური ფორმის დიაგნოზით. შედეგი ეფექტური იყო. კლინიკაში შემოსვლამდე 3 თვით ადრე, გაცივების შემდეგ განუვითარდა ორივე მუხლის, იდაყვისა და კოჭის სახსრების პოლიართრიტი, მტკივნეულია აქილის მყესების ქუსლის ძვალზე მიმაგრების ადგილი. ტკივილი და მოძრაობის შეზღუდვა გამოჩნდა ხერხემლის სვეტის წელის მონაკვეთშიც. ავადმყოფს გადაადგილება შეუძლია მხოლოდ ხელჯოხების დახმარებით. ექსუდაციური გამოვლინების ფონზე გამოხატულია მუხლისა და კოჭის სახსრების დეფიგურაცია და მოძრაობაში შეზღუდვა. მარცხენა იდაყვის სახსარში არის მოხრითი კონტაქტურა. სისხლის ანალიზი: ლეიკოციტები – 11 000, ედს-ი 60 მმ/სთ, რევმატოიდული ფაქტორი უარყოფითია. სავარაუდო დიაგნოზი:
37 წლის მსუქანი მწეველი ქალი (სხეულის მასის ინდექსი 32 კგ/მ2) ყოველდღიურად ღებულობს კონტრაცეპტივებს. ანამნეზში აღენიშნება შაკიკის ტიპის თავის ტკივილი, რომელიც ექვემდებატება მედიკამენტურ მკურნალობას. ანამნეზიდან ასევე საყურადღებოა ქოლელითიაზი, შაქრიანი დიაბეტი, რომელიც მოზრდილ ასაკში განვითარდა და საშვილოსნოს მიომა (ზომით შეესაბამება 10 კვირის ორსულობას). რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს ორალური კონტრაცეპტივების გამოყენებისას მაღალ რისკს ღრმა ვენების თრომბოზისა და თრომბოემბოლიის განვითარების:
ავადმყოფი ქალი, 40 წლის. ათი წელია აღნიშნავს ხელის თითების ბოლოების გათეთრებას ცივ გარემოში. ნახევარი წელია რაც აღენიშნება ტკივილი ხელის მტევნის წვრილ სახსრებში, აგრეთვე მოძრაობის შენელება პროქსიმალურ ფალანგთაშორის სახსრებში. აღინიშნება პროქსიმალურ ფალანგთაშორის სახსრების დეფიგურაცია და მათში უმნიშვნელო მოხრითი კონტრაქტურები. თითების დისტალურ ნაწილებში კანი განლეულია, გადასწორებულია, სახე ამიმიკურია, აღენიშნება ტელეანგიექტაზიები. სისხლის ანალიზში: ლეიკოციტოზი არ არის. ედს-ი 25 მმ/სთ. რენტგენოგრაფიული გამოკვლევით: ხელის მტევნის ეფიპიზური ნაწილების ოსტეოპოროზი. მკურნალობამ 20 მგ პრედნიზოლონით შედეგი არ გამოიღო. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი – 37 წლის მამაკაცი უჩივის ცხელებას, პროგრესირებად სისუსტეს, ქოშინს, ხველას, ართრალგიას, გამოკვლევებიდან აღსანიშნავია: პერიფერიული ლიმფადენოპათია, ჰეპატოსპლენომეგალია, ფილტვებში რენტგენოლოგიურად ვლინდება ფილტვის კარის ორმხრივი გაძლიერება, მრავლობითი მცირე ზომის კვანძების არსებობა. სისხლში – ჰიპერკალციემია, ლეიკოპენია, ეოზინოფილია, ედს-ის აჩქარება. სავარაუდო დიაგნოზი:
დისლიპიდემიის სამკურნალო ფარმაკოლოგიური პრეპარატების ჯგუფებს მიეკუთვნება:
რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტით მკურნალობა არის ყველაზე მეტად სასარგებლო პაციენტისათვის, რომელსაც აღენიშნება შაქრიანი დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია და შარდის ანალიზით პროტეინურია: