სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › შინაგანი მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
შინაგანი მედიცინა სალიცენზიო
52 წლის მამაკაცს უეცრად აღენიშნა სუნთქვის გაძნელება ჰემიკოლექტომიის ოპერაციის ჩატარებიდან მეოთხე დღეს. აღსანიშნავია, რომ ოპერაცია ჩაუტარდა კოლინჯის კიბოს გამო. ოპერაციის მსვლელობისას რაიმე გართულებას ადგილი არ ქონია. ხველა, ნახველი, ან პლევრული ტკივილი არ აღენიშნება. არტერიული წნევა 155/90 მმ.ვწყ.სვ., პულსი 100 წუთში, ტემპერატურა 37,8 გრადუს ჩ. გულის ტონები ნორმალური. ორივე ტერფი შეშუპებულია, თუმცა დისკომფორტი ამის გამო არ აღენიშნება. ეკგ და რენტგენოლოგიური კვლევა პათოლოგიას არ ავლენს. კონტრასტული კტ კვლევით გამოვლინდა მარცხნება ზემო წილის არტერიის თრომბოზი. რა მკურნალობას ჩაატარებთ:
ანტიბიოტიკების რომელი ჯგუფი ითვლება, როგორც ,,სარეზერვო" ტუბერკულოზის მკურნალობის დროს:
ტუბერკულოზის მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად უნდა ვიხელმძღვანელოთ:
რეზისტენტობა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევის დროს (პირველადი რეზისტენტობა) – ეს არის რეზისტენტული ტუბერკულოზი:
ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის განვითარების მიზეზი შეიძლება გახდეს:
ფტორქინოლონების ანტიბაქტერიული მოქმედების მექანიზმია:
79 წლის ქალს აღენიშნება შეკრულობა. კოლონოსკოპიის ჩატარების შედეგად გამოუვლინდა მრავლობითი დივერტიკულები. რა არის ყველაზე მიზანშეწონილი პაციენტის მართვის შემდგომ ეტაპზე:
52 წლის ქალს აღენიშნება აბდომინური დისკომფორტი, რომელიც აღმოცენდება საკვების მიღების შემდეგ და დილის საათებში. წონაში კლება და კონსტიტუციური სიმპტომები არ აღენიშნება. დაიწყო ანტაციდების მიღება, თუმცა ეფექტი ნაკლებად არის გამოხატული. გასტროფიბროსკოპიით გამოვლინდა დუოდენალური წყლული. ბიოფსიით ავთვისებიანი სიმსივნე გამოირიცხა. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი წარმოადგენს პაციენტს მართვის შემდგომ ეტაპს:
ავადმყოფი ქალი, 39 წლის, უჩივის მასიურ ფაღარათს წყლის დიდი რაოდენობის შემცველობით, წონაში მკვეთრ დაკლებას, ძლიერ საერთო სისუსტეს, ტკივილს მუცლის არეში, პერიოდულ წამოხურებას. ინფექციონისტთან მკურნალობამ ერთი თვის მანძილზე უმნიშვნელო შედეგი მისცა. ერთგვარ შეღავათს აძლევს შიმშილი. გასინჯვისას ავადმყოფი გამხდარია, ეპიგასტრიუმის მიდამო მგრძნობიარე, ექოსკოპიით ნაღვლის ბუშტში დაფიქსირდა კენჭები. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი ქალი, 50 წლის, უკანასკნელი ერთი წლის მანძილზე აღნიშნავს ადვილად აღგზნებადობას, უძილობას, წონაში დაკლებას ნორმალური კვების ფონზე. ექიმისათვის არ მიუმართავს. რამოდენიმე კვირაა ავადმყოფის მდგომარეობა გაუარესდა, კიდევ უფრო გამოიხატა ნერვული სიმპტომატიკა. აღენიშნება გულის ფრიალი, ფაღარათი, სუბფებრილიტეტი, ტკივილი მუცლის არეში, მეტეორიზმი. გასინჯვისას ხელის გულები თბილი და ნამიანი, აღინიშნება გაშლილი თითების ტრემორი, ტაქიკარდია, მუცელი მცირედ მტკივნეული. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი ქალი, 42 წლის, უჩივის ფაღარათს (ნაწლავების მოქმედება 10 და მეტი ქაფიანი უხვი ფეკალური მასებით), წონაში დაკლებას, საერთო სისუსტეს, შეშუპებას, გულის ფრიალს. აღსანიშნავია, რომ ქაფიანი ფაღარათი მას ბავშვობაშიც ჰქონდა, თუმცა ნაკლებად გამოხატული. გასინჯვისას ავადმყოფი გამხდარი, შეშუპებული, სისხლში ანემია, ჰიპოპროტეინემია, ჰიპოვიტამინოზი. აღსანიშნავია, რომ ამ ხნის მანძილზე ავადმყოფს განსაკუთრებული დიეტა არ დაუცავს. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი ქალი, 30 წლის უჩივის ფაღარათს სისხლის, ლორწოს და ჩირქის გამოყოფით, დეფეკაციის სიხშირე 20-მდე დღე-ღამის განმავლობაში, გამოხატული ტენეზმებით. იმპერატიული მოთხოვნა დეფეკაციაზე. ცხელება _ 38 გრადუს ჩ-მდე, ტკივილი უფრო მეტად მუცლის მარცხენა ნახევარში, აღენიშნება სახსრების ტკივილიც. გასინჯვისას ავადმყოფი გამხდარი, მუცელი პალპაციით მტკივნეული (უფრო მსხვილი ნაწლავის მიდამო); ჰემოგრამაზე რკინადეფიციტური ანემია. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი ქალი 46 წლის. მოთავსებულია ჩირქოვანი ქირურგიის განყოფილებაში არასწორი ტიპის ცხელების გამო 37.3-38.2.°ჩ. 3 დღის წინ გაუხსნეს ფლეგმონა დუნდულოს არეში. ფლეგმონა განუვითარდა ვიტამინების ინექციების შემდეგ, ჭრილობის რევიზიამ არ გამოავლინა ჩირქოვანი ჯიბეები. გასინჯვისას საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აწუხებს საერთო სისუსტე და წყურვილი. კანის საფარი ფერმკრთალი, ფრჩხილები ციანოზური. შინაგანი ორგანოების მხრივ პათოლოგია არ გამოვლინდა. რენტგენოლოგიურად ფილტვებში ღრუბლისნაირი ინფილტრატები.სისხლშილეიკოციტები - 16 000,ჩხირბირთვიანი - 19%,სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი - 55 წლის ქალი უჩივის საერო სისუსტეს, კანის სიყვითლეს, რომელიც თანდათანობით განვითარდა. სიყვითლის გაჩენამდე რამდენიმე თვით ადრე დაეწყო ძლიერი კანის ქავილი, რომელიც რეზისტენტული იყო დანიშნული წამლების მიმართ. გამოკვლევისას ყურადღებას იპყრობს: კანისა და ლორწოვანი გარსების სიყვითლე, გადიდებული და უმტკივნეულო ღვიძლი და ელენთა, ქსანთომები და ქსანთელაზმები, სისხლში ტუტე ფოსფატაზას მაღალი აქტივობა, ბილირუბინის, ქოლესტერინის მაღალი დონე. სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი 40 წლის ქალი. უჩივის დაახლოებით ერთი თვეა უმადობას, გულის რევას, ღებინებას, შეკრულობას, რომელიც შეიცვალა დიარეით; სისუსტეს, აპათიას, უძილობას, ართრალგიას, პერიოდულად ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ორი დღეა, რაც გამოიხატა სიყვითლე და კანის ქავილი. ობიექტურად ღვიძლი გადიდებულია. ელენთა არ არის გადიდებული. ანამნეზში აღსანიშნავია, რომ 4 თვის წინ ავტოავარიის გამო ჩაუტარდა მკურნალობა ანტიბიოტიკებით, ჰემოტრანსფუზიით. რა არის თქვენი სავარაუდო დიაგნოზი:
ავადმყოფი მამაკაცი, 32 წლის, უცოლშვილო, მუშაობს ფინანსურ მენეჯერად, აქვს დაძაბული სამუშაო და ცხოვრების არარეგულარული რიტმი. ბოლო 2 წელია ხშირად აწუხებს შაკიკი და სახის ნერვის ნევრალგია, რის გამოც ხშირად იღებს არანარკოტიულ ანალგეტიკებს და არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს. ბოლო 3 თვეა დაეწყო გულძმარვა, მჟავე ბოყინი და ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ირადიაციით ჭიპისაკენ და მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ტკივილი განსაკუთრებით ძლიერია უზმოზე. ასევე ხშირად აწუხებს გულძმარვა ღამით. ბოლო ერთი თვეა ამჩნევს, რომ დილით განავალი არის მუქი, ზოგჯერ პრაქტიკულად შავი და თხიერი. ობიექტურად პულსი – 91 წუთში, არტერიული წნევა 110/65 მმ. ვწყ. სვ., მუცელი – მტკივნეულია ეპიგასტრიუმის არე (შუა და ქვემო ეპიგასტრიული წერტილები). სავარაუდო დიაგნოზი:
ღვიძლის მწვავე უკმარისობას ახასიათებს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:
ავადმყოფი მამაკაცი 50 წლის, ნორმოსთენული კონსტიტუციის, მწეველი, ალკოჰოლს ღებულობს ყოველდღიურად. უჩივის ჰაერის უკმარისობას ფიზიკური დატვირთვის დროს, ადვილად დაღლას, სისუსტეს ღამღამობით აღნიშნავს ჰაერის უკმარისობის შეტევებს, რომელიც აიძულებს მას წამოჯდეს. ავადმყოფობა დაეწყო თანდათან ფიზიკური შრომისუნარის დაქვეითებით. ობიექტურად მაჯა 88 წუთში, რითმული, საშუალო ავსების; არტერიული წნევა – 120/70 მმ.ვწყ.სვ, გულის ტონები მოყრუებული, მოსმინება ნაზი სისტოლური შუილი მწვერვალოზე. ფილტვის მოსმენით ქვემო წილებში წვრილბუშტუკოვანი სველი ხიხინი, მუცელი პალპაციით რბილი უმტკივნეულო, ღვიძლი ხვდება ხელს, რბილი კონსისტენციის; შეინიშნება ქვემო კიდურების შეშუპება კოჭ-წვივისა არეში. ეკგ - ჰისის კონის მარცხენა ფეხის სრული ბლოკადა. გულმკერდის რენტგენოგრამაზე – გაძლიერებული ჰილუსები, გულის ჩრდილის გარდიგარდმო ზომები გადიდებული, მიუთითეთ სავარაუდო დიაგნოზი – დაავადება, რომელმაც გამოიწვია გულის უკმარისობა:
64 წლის ქალი იტარებდა მკურნალობას ანტიბიოტიკებით მწვავე პნევმონიის გამო. მკურნალობის დასრულებიდან 2 კვირის შემდეგ მას განუვითარდა მძიმე დიარეა. იგი ასევე აღნიშნავს შარდის რაოდენობის შემცირებას მიუხედავად დიდი რაოდენობით სითხეების მიღებისა. ფიზიკური გასინჯვით აღენიშნება არტერიული წნევის პოსტურული დაქვეითება, საუღლე ვენების წნევა დაბალია. მუცელი რბილია, მაგრამ დიფუზურად მგრძნობიარე. გადაესხა 4 ლიტრი ფიზიოლოგიური ხსნარი, თუმცა შარდის გამოყოფა მაინც მცირეა. შარდის ანალიზით ვლინდება ნახევრადმარცვლოვანი ცილინდრები. შარდში ნატრიუმის კონცენტრაცია 42 მექვ/ლ, რომელ ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტს არ გამოვიყენებთ თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტის მკურნალობის დროს?
ავადმყოფი 46 წლის ქალი, ჰოსპიტალიზებულია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქმის ყოველ საღამოს ორი კვირაა აქვს ცხელება შემცივნების გარეშე ტემპერატურა- 38-39°ჩ- მდე, ტემპერატურა დილით უბრუნდება ნორმას. ბოლო 3-4 თვეა პერიოდულად აქვს ყრუ ტკივილი წელის არეში, მარცხნივ. ერთხელ შარდში შეამჩნია სისხლის კოლტი, გასინჯვისას შინაგანი ორგანოები პათოლოგიის გარეშე. სისხლში და შარდში ცვლილებები არ არის. ედს-44 მმ/სთ. სავარაუდო დიაგნოზი: