სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნევროლოგია სალიცენზიო
27 წლის მამაკაცი უჩივის სიცხიანობას 37.3-37.7 ფარგლებში, თავის ტკივილის და კისრის რიგიდობას. აღნიშნული სიმპტომები განსაკუთრებით შეუპოვარი გახდა ბოლო 2 კვირის მანძილზე. თზტს და სეროლოგიური ანალიზით დადგინდა ლაიმის დაავადება და დაიწყო მკურნალობა. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი ნერვის დაზიანება უფრო ხშირია ლაიმის დაავადების დროს?
10 წლის ბიჭს რამოდენიმე დღიანი დაბალი სიცხისა, იოლი კისრის რიგიდობისა და თავის ტკივილის შემდეგ განუვითარდა ბილატერალური სახის სისუსტე. IgM, თზტს PCR რეაქცია პოზიტიურია ბორელიოზზე ,,Borrelia burgsdorferi“. ქვემოთჩამოთვლილიდან კანის რა სახის დაზიანება ვითარდება ამ მიკროორგანიზმის მატარებელი ტკიპას კბენის შემდეგ?
59 წლის ქალს დაუდგინდა ენცეფალიტი. თზტს ანალიზის და MRI ჩატარებამდე გადაწყდა ეეგ წარმოება. ქვემოთჩამოთვლილიდან რა ცვლილებებია მოსალოდნელი ეეგ-ზე ჰერპესის ენცეფალიტის დროს?
50 წლის ქალი მოთავსდა საავადმყოფოში გამოხატული ძილიანობით, ცხელებით და წნევის ზომიერი დაქვეითებით. ძიება წარიმართა ცხელების მიზეზთან დაკავშირებით და პაციენტს დაეწყო მკურნალობა ი/ვ სითხეების გადასხმით და ანტიბიოტიკებით. დაისვა ბაქტერიული ენდოკარდიტის დიაგნოზი. საავადმყოფოში მოთავსების მე-2 დღეს პაციენტს განუვითარდა მარჯვენა ხელის სისუსტე და გაუჭირდა მეტყველება. თავის ტვინის CT -ზე გამოვლინდა დაზიანების კერა ბეჭდისებური გაძლიერებით მარცხნივ შუბლში. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელია მსაგვსი დაზიანების განვითარების ჩვეული ლოკალიზაცია?
35 წლის ქალს აღენიშნება პროგრესული სისუსტე მარჯვენა ხელში და გაუჭირდა საგნების დანახვა მარცხენა მხედველობის ველში. პაციენტი HIV პოზიტიურია, თუმცა ბოლო წლებში მედიკამენტებს მუდმივად არ იღებს. გასინჯვით აღინიშნება მარჯვენამხრივი ჰომონიმური ჰემოანოფსია და მგრძნობელობის დაქვეითება მარცხენა ხელსა და სახის მიდამოში. მისი CD4 75 –ია. ბმრ-ული კვლევით გამოვლინდა დემილინიზაციის კერა მარცხენა თხემ-კეფაში. თ/ზ/ტვინის PSR კრეიცფელდ-იაკობის ვირუსზე პოზიტიურია. ქვემოთჩამოთვლილიდან ყველაზე ადექვატური თერაპიაა ამ შემთხვევაში:
71 წლის ქალს 2 დღეა აღენიშნება თავის ტკივილი, ცხელება, რასაც მოჰყვა ცნობიერების დათრგუნვა, პაციენტი გადაიყვანეს კლინიკაში გენერალიზებული გულყრის შემდეგ. თავის ტვინის CT-ზე გამოვლინდა მარცხნივ საფეთქლის სისხლჩაქცევა და შეშუპება. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელს შეესაბამება ენცეფალიტის ლოკალიზაცია მედიალური საფეთქლის ან შუბლის ორბიტალურ მიდამოებში?
35 წლის ქალი დაკბინა მაწანწალა ძაღლმა. ჭრილობა უმნიშვნელო იყო, მაგრამ პაციენტი მაინც მივიდა საავადმყოფოში და გაესინჯა ექიმს. ექიმი შეფიქრიანებული ჩანდა და გამოთქვა მოსაზრება რომ პაციენტი ცოფით განვითარების რისკის ჯგუფშია და სასწრაფოდ დანიშნა იმუნოგლობულინი. ქვემოთჩამოთვლილი რა გზით ვრცელდება ცოფის ვირუსი ცნს-ში?
52 წლის ქალს 6 თავის მანძილზე განუვითარდა პროგრესული დემენცია, კანკალი, სიარულის ატაქსია და მიოკლონური შეკრთომები. მეტყველება გახდა შენელებული და გაურკვეველი, ხელის მოძრაობა მოუქნელი. მას არ აღენიშნება ნეიროდეგენერაციული დაავადების ოჯახური ანამნეზი. თავის ტვინის MRI გამოვლინდა T2 სიგნალის იოლი მომატება ბილატერალურად ქერქქვეშა ბირთვებში. ეეგ-ზე გამოვლინდა ძირითადი აქტიურობის დეზორგანიზაცია პერიოდული მახვილი ტალღების განტვირთვებით განმეორებითი 1 წამიანი ინტერვალებით და ბილატერალური გავრცელებით. ანგიოგრაფიით სისხლძარღვის პათოლოგია არ გამოვლინდა. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი დიაგნოზია სწორი?
27 მამაკაცს წლის განუვითარდა უნებლიე მოძრაობის განმეორებითი ეპიზოდები. პაციენტი წლების განმავლობაში ინტრავენური ნარკოტიკების მომხმარებელია და რამოდენიმეჯერ იყო ჰოსპიტალიზებული განმეორებითი ინფექციის, მათ შორის ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტის გამო. პაციენტის უნებლიე მოძრაობები გამოხატულია სხეულის მარჯვენა მხარეს და თანხლებულია ყლაპვის გაძნელებითა და ხმის ჩახლეჩით. ბოლო 4 წლის მანძილზე პაციენტმა საგრძნობლად დაიკლო წონაში. გასინჯვით გამოვლინდა დიფუზური ლიმფადენოპათია და მარჯვენამხრივი ჰიპერტონუსი. თ/ზ/ტვინის სითხე გარდა ცილის იოლი ელევაციისა, ნორმალურია. CT -ით აღინიშნება დაქვეითებული სიმკვრივის დიდი უბანი მარცხნივ ნათხემში. ეეგ-ზე გამოვლინდა რიტმის დიფუზური შენელება მარცხენა ჰემისფეროში. აღმოჩენილი კერის ბიოფსიით დადგინდა ოლიგოდენდროციტები პათოლოგიურად დიდი ზომის ბირთვით, რომელიც შეიცავს მუქი ფერის ჩანართებს. ამის გარდა გამოხატულია ექსტენსიური დემიელინიზაცია და გიგანტური ასტროციტები. 1თვის თავზე პაციენტს გაუძლიერდა ატაქსია, 2 კვირაში კი გამოვლინდა იოლი დემენცია და გულყრები. 3 თვეში დემენცია გაღრმავდა.პაციენტს აღენიშნებოდა უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. რამოდენიმე დღეში პაციენტი გადავიდა კომაში და დაიღუპა.
18 წლის მამაკაცმა შენიშნა ჩხვლეტის შეგრძნება წვივის მიდამოში გადატანილი მწვავე რესპირატორული დაავადების 2 კვირის შემდეგ. 2 დღეში პაციენტმა შენიშნა ორივე ფეხის დორსალური ფლექსიის სისუსტე, 1 კვირაში კი სიარულის გაძნელება. პაციენტს არ აღენიშნება შარდვისა და დეფეკაციის მოშლა. სისუსტე სწრაფად პროგრესირებს და მომდევნო კვირის მანძილზე სუნთქვის დარღვევის გამო გადაყვანილია ფხვ-ზე. გამოხატულია ტეტრაპლეგია, შენარჩუნებულია თვალების მოძრაობა. თ/ზ/ტვინის სითხეში ცილა აღემატება 1გ/დლ-ზე. თეთრი ელემენტები ნორმალურია, ერითროციტები არ არის. სწორი პასუხია:
29 წლის მამაკაცს უვითარდება გენერალიზებული გულყრა, რაც გახდა მისი ჰოსპიტალიზაციის საფუძველი, გონზე მოსვლისას მან აღნიშნა, რომ ბოლო 2 წელია მას აღენიშნება გონების დაკარგვის 3 ეპიზოდი. გასინჯვით პათოლოგია არ გამოვლინდა, თავის ტვინის კონტრასტული CT-ით გამოვლინდა 2 მცირე ზომის ჰიპერინტენსიური ფოკუსი მარჯვნივ შუბლსა და 1 სმ-ის სიდიდის კერა მასში კვანძოვანი ფოკუსით მარცხენა შუბლში. კონტრასტირებისას კისტის კედელი გაძლიერდა კონტრასტის ჩართვის გამო, თუმცა მეორე კერა მარჯვენა შუბლში არ გაძლიერდა, რასთან გვაქვს საქმე?
რომელი არ წარმოადგენს ძირითად რისკ ფაქტორს ალცჰაიმერის დაავადებისათვის?
რომელი გენის მუტაცია იწვევს ფრონტოტემპორალურ დემენციას?
ჰისტოპათოლოგიურად რა ვერ შეიძლება დავინახოთ ფრონტოტემპორალური დემენციის დროს ,,FTD“ ?
82 წლის მამაკაცს 6 თვის წინ დაეწყო მეხსიერების გაუარესება. მისი ოჯახის წევრების მიერ ის მიყვანილ იქნა ექიმთან. სრულყოფილი გამოკვლევების და ნეიროფსიქოლოგიური ტესტირების შემდეგ პაციენტს დაუსვეს დემენციის დიაგნოზი.
ექიმი დარწმუნებულია, რომ მის პაციენტს აქვს ალცჰაიმერის დაავადება. ქვემოთ ჩამოთვლილიდან რომელია ყველაზე მეტად დამახასიათებელი ალცჰაიმერის დაავადებით შეპყრობილი ადამიანის თავის ტვინისთვის?
ალცჰაიმერის დაავადებასთან ასოცირებული დემენციის დროს ეეგ-ზე ჩვეულებრივ ჩანს შემდეგი:
55 წლის მამაკაცს 3 თვის წინ დაეწყო კოგნიტური ფუნქციების სწრაფი გაუარესება. პირველადი გასინჯვის შემდეგ დიაგნოზი არ იქნა დასმული. გაუარესების პროგრესირების შემდეგ განუვითარდა მარცხენამხრივი ჰემიპარეზი და მოიკლონუსი. პაციენტი მოკვდა ასპირაციის შედეგად სიმპტომების დაწყებიდან 8 თვეში. იმ დაავადებათა შორის, რომლებიც იწვევს დემენციას, მიოკლონუსი ყველაზე მეტად დამახასიათებელია შემდეგისთვის:
67 წლის მამაკაცს აღენიშნება 2 წლის განმავლობაში მეხსიერების პროგრესული გაუარესება. გასინჯვამ არ გამოავლინა რაიმე ცვლილება. დაისვა ალცაჰაიმერის დაავადების დიაგნოზი. შემდეგი მედიკამენტებიდან რომელს აქვს უნარი, რომ შეანელოს პაციენტის მდგომარეობის გაუარესების პროგრესირება?
73 წლის მამაკაცს შაბათს საღამოს სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ აღარ ახსოვდა, რომ მას და მის მეუღლეს ჰქონდათ თეატრის ბილეთები. ის ხშირად კითხულობდა: “სად მივდივართ ჩვენ?"; გამოიყურებოდა დაბნეულად, თუმცა საკმაოდ აქტიურად და ფხიზლად, ახსოვდა საკუთარი სახელი, საუბრობდა გამართულად, არ აღენიშნებოდა რაიმე მოტორული დეფიციტი. ანამნეზში არ აღინიშნებოდა რაიმე სახის მეხსიერების დარღვევა; 8 საათის შემდეგ მდგომარეობა სრულიად გამოსწორდა. (აირჩიეთ 1 დიაგნოზი):