QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნევროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნევროლოგია სალიცენზიო

1501 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

321

37 წლის მამაკაცს მხედველობის დარღვევით აღმოაჩნდა ბიტემპორალური ჰემიანოფსია. ამ სიმსივნეებიდან რომელია პასუხისმგებელი აღნიშნულზე?

322

30 წლის მამაკაცს შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომით (შიდსი) განუვითარდა თავის ტკივილები და მარცხენამხრივი ჰემიპარეზი, აგრეთვე გამოუვლინდა მარჯვენა შუბლის წილის თეთრ ნივთიერებაში ჰომოგენურად გადიდებული წარმონაქმნი. რა ტიპის სიმსივნე განუვითარდა პაციენტს?

323

16 წლის ბიჭი რძიანი–ყავისფერი ლაქებითა და კანქვეშა კვანძებით უჩივის მხედველობის დაქვეითებას მარცხენა თვალში. რა ტიპის სიმსივნე განუვითარდა პაციენტს?

324

57 წლის მწეველ ქალს, თეძოსა და მხრის სისუსტის სამთვიანი ისტორია აქვს. ის უჩივის ასევე ქსეროსტომიას. არ ვლინდება სენსორული დარღვევები და არის კოგნიტიურად შენახული. გამოკვლევისას მანიფესტირდება ორთოსტატიული სიმპტომატიკა. გამოხატულია პროქსიმალური კუნთების სისუსტე, მაგრამ კუნთების სიძლიერე მატულობს მათი განმეორებითი მოქმედებისას. თვალების მოძრაობა ნორმალურია. რა ტიპის დარღვევა განუვითარდა პაციენტს?

325

თავის ტვინის რომელ ნაწილში ვითარდება ყველაზე ხშირად მეტასტაზები?

326

1918-1926 წლებში არსებული გრიპის ეპიდემია, რომელიც ასოცირებული იყო ეკონომოს ენცეფალიტთან, პაციენტთა დიდ რაოდენობაში რომელი სინდრომის შემდგომი ჩამოყალიბებით ხასიათდება?

327

26 წლის ჰეროინ-დამოკიდებული პაციენტი იყენებდა “ქუჩის ჰეროინს". წამლის აქტიური შემადგენლობაა 1-მეთილ-4-ფენილ-1,2,3,6- ტეტრაჰიდროპირიდინი ,,MPTP“. რომელი ნევროლოგიური სინდრომის განვითარების მაღალი რისკი არსებობს და რისი მსგავსია ის კლინიკურად?

328

48 წლის ქალს ნეიროლეპტიკების ხანგრძლივად მიღების ფონზე აღენიშნება მეორადი პარკინსონიზმი. რომელი ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატების გამოყენებითაა შესაძლებელი აღნიშნული სინდრომის გამოვლინების მინიმუმამდე შემცირება?

329

თუმცა პარკინსონის დაავადების საფუძველია დოფამინის დეფიციტი, პაციენტს დოფამინზე ხშირად უნიშნავენ L-დოფას, ვინაიდან:

330

72 წლის მამაკაცს, რომელსაც 2 წელია გამოხატული აქვს ასიმეტრიული რიგიდობა, ბრადიკინეზია და ტრემორი, დაესვა პარკინსონის დაავადების დიაგნოზი. დაეწყო მკურნალობა კარბიდოპითა და L-დოფათი. კარბიდოპას კომბინაცია L-დოფასთან გამოიყენება, ვინაიდან მას:

331

70 წლის მამაკაცს, პარკინსონის დაავადებით, აღენიშნება პროგრესირებადი დემენცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში. უკანასკნელი 2 თვეა მას აქვს მზარდი სიხშირის ჰალუცინაციები, რის გამოც იგი აჟიტირებულია. პაციენტი ღებულობს მხოლოდ კარბიდოფა/ლევოდოფა-ს. მან ვერ აიტანა დოზის შემცირების ვერცერთი მცდელობა. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელია საუკეთესო არჩევანი ამ შემთხვევაში ჰალუცინაციების სამკურნალოდ?

332

პარკინსონის დაავადების მქონე 64 წლის ქალმა ძილის დროს დაიწყო ყვირილი და ქმრის მუშტებით ცემა. როცა მან შეძლო კითხვებზე პასუხის გაცემა, თქვა რომ ნახა სიზმარი, რომელშიც გამტაცებლები ემუქრებოდნენ მის შვილიშვილს. პაციენტი ღებულობს სელეგილინს და კარბიდოფა/ლევოდოფას. ჩამოთვლილთაგან როგორი მედიკამენტური რეგულირება იქნება უფრო ეფექტური მისი მდგომარეობის სამკურნალოდ?

333

32 წლის პროფესიონალმა მევიოლინემ კლინიკას მიმართა პერიოდული ტრემორის 4-წლის ანამნეზით. ტრემორი ჩვეულებრივ ვითარდება მაშინ, როცა ის სვამს ყავას ან იმყოფება სტრესის ქვეშ. იგი განსაკუთრებით შემაწუხებელია, როცა ვითარდება სცენაზე გამოსვლისას. ფიზიკური გამოკვლევით გამოვლინდა ხელების იოლი პოსტურული ტრემორი. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე შესაფერისი მკურნალობა?

334

ჩამოთვლილთგან რომელი მდგომარეობა გამორიცხავს მოსაზრებას პარკინსონის დაავადების შორსწასული ფორმის მქონე პაციენტის ტვინის ღრმა სტრუქტურების სტიმულაციის (DBS) მეთოდით მკურნალობაზე?

335

ჩამოთვლილთაგან რომელი სიმპტომი წარმოადგენს ცერვიკალური დისტონიის მკურნალობისათვის ჩატარებული ბოტულინის ტოქსინის ინექციის გართულებას?

336

ჩამოთვლილთაგან რომელი ტიპის მედიკამენტთან ერთად უნდა დაინიშნოს აპომორფინი?

337

56 წლის მამაკაცმა კლინიკას მიმართა ზედა კიდურებში ესენციური ტრემორის გაძლიერების გამო. ტრემორი პაციენტს ხელს უშლის ყოველდღიურ აქტივობაში, მათ შორის წერასა და ჭამაში, ასევე პროფესიულ საქმიანობაში. მისი სიმპტომები არ დაექვემდებარა მკურნალობას სხვადასხვა მედიკამენტებით. რომელთა შორისაა პროპრანოლოლი, პრიმიდონი, ალპრაზოლამი, და ტოპირამატი. მინიმალური ეფექტი გამოვლინდა ბოტულინის ტოქსინით ინექციის შემდეგ, რამაც ასევე გამოიწვია ხელების სისუსტე. გასინჯვით გამოვლინდა ძლიერი პოსტურული და კინეტიკური ტრემორი ზედა კიდურებში. ჩამოთვლილთაგან რომელია ყველაზე ეფექტური მკურნალობა აღნიშნულ შემთხვევაში?

338

10 წლის გოგონას 2 დღეა აღენიშნება პათოლოგიური მოძრაობები კიდურებში. 6 კვირის წინ მას ჰქონდა სტრეპტოკოკული ფარინგიტი, რომელიც უკუგანვითარდა ანტიბიოტიკოთერაპიის ფონზე. ფიზიკური გასინჯვით გამოვლინდა საშუალო სიმძიმის გენერალიზებული ქორეა, იოლი დიზართრია და სიარულის არამდგრადობა. ანტისტრეპტოლიზინ O-ს ტიტრი მომატებულია. ჩამოთვლილთაგან რომელი სპეციალისტის კონსულტაციაა ამ დროისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი?

339

პარკინსონის დაავადების მქონე პაციენტი ღებულობს მხოლოდ ლევოდოფა/კარბიდოფას (25/100). ის იღებს 1 აბს დილის 8 საათზე გაღვიძებისთანავე, 1 აბს პირველ საათზე და 1 აბს 6 საათზე. პრეპარატის მიღების რეჟიმის ცვლილება, მისი ადმინისტრირებით ყოველ 4 საათში (8.00;12.00;16.00;20.00) ჩამოთვლილთაგან რომელ მდგომარეობას შეამცირებს ყველაზე მეტად?

340

62 წლის ქალი, რომელმაც მიმართა კლინიკას, ბოლო 2 წელია უჩივის ფეხის რხევას დგომისას. ის ასევე გრძნობს არამდგრადობას და ფეხების ტრემორს დგომისას. სიმპტომები უმჯობესდება სიარულის ან ჯდომის დროს. ფიზიკური გასინჯვით გამოვლინდა მაღალი სიხშირის ტრემორი ფეხებში, რომელიც უმჯობესდება სიარულისას. სიარული ნორმალურია. სხვა პათოლოგია ნევროლოგიურ სტატუსში არ გამოვლინდა. ჩამოთვლილთაგან რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

განმარტებები