QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

901

52 წლის ქალბატონს ახლახან დაუსვეს ჰიპოთირეოზის დიაგნოზი და დაუნიშნეს მკურნალობა. ამ შემთხვევაში სწორია ყველა დებულება, გარდა:

902

62 წლის მამაკაცი მიოკარდიუმის ინფარქტის 2 წლიანი ანამნეზით, რომელსაც აღენიშნებოდა ჰიპოთირეოზის სიმპტომები, ოჯახის ექიმის მიერ გაგზავნილ იქნა ენდოკრინოლოგთან. მის მიერ შერჩეულ იქნა ლევოთიროქსინის ადექვატური დოზა. დოზის ტიტრაცია ხდებოდა 2 თვიანი ინტერვალებით, მიუხედავად ამისა, თირეოტროპული ჰორმონის დონე რჩებოდა მომატებული, აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს:

903

პაციენტი 28 წლის ქალი, ჰყავს 1 ჯანმრთელი შვილი, ანამნეზში არ აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის ან სხვა ენდოკრინული სისტემის პათოლოგიის არსებობა. გეგმავს მეორე ორსულობას. თქვენი ტაქტიკა აღნიშნულ შემთხვევაში:

904

მოგმართავთ 46 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი. პაციენტი ამჟამად სიმპტომებს არ წარმოადგენს, მაგრამ შიშობს, რომ ისიც დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით. პაციენტს აღენიშნება სიმსუქნე, სმი -32კგ/მ2, არტერიული წნევა-130/70 მმ.ვწყ.სვ. უზმოზე ვენურ პლაზმაში გლუკოზის დონე 6.8 მმოლ/ლ. როგორ ფიქრობთ რასთან გაქვთ საქმე:

905

მოგმართავთ 40 წლის ქალბატონი, რომელსაც აღენიშნება შაქრიანი დიაბეტის ოჯახური ანამნეზი, პაციენტს ამჟამად ჩივილები არ აღენიშნება, მაგრამ აქვს შაქრიანი დიაბეტით დაავადების შიში. პაციენტს ჩაუტარეთ გამოკვლევები, რომლის დროსაც გამოვლინდა უზმოზე ვენურ პლაზმაში გლუკოზის დონე 6.6 მმოლ/ლ. გლუკოზისადმი ტოლერანტობის ტესტის ჩატარებისას გლუკოზით დატვირთვიდან 2 საათვის შემდეგ 9 მმოლ/ლ. არტერიული წნევა ვწყ სვ. 120/80 მმ. სმი-30 კგ/მ2. როგორ ფიქრობთ რასთან გაქვთ საქმე:

906

44 წლის ქალბატონი, რომელიც იმყოფება თქვენთან აღრიცხვაზე შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2–ის დიაგნოზით 3 თვეა. მოგმართავთ მორიგ ვიზიტზე. პაციენტს დანიშნული აქვს ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია და მეტფორმინი. გამოკვლევისას პაციენტს გამოუვლინდა უზმოზე ვენურ პლაზმაში გლუკოზის დონე 10 მმოლ/ლ, გლიკირებული ჰემოგლობინი 8%, არტერიული წნევა 130/80 მმ ვწყ.სვ, სმი-34 კგ/მ2. როგორი იქნება თქვენი გადაწყვეტილება მკურნალობასთან დაკავშირებით:

907

პაციენტი 48 წლის მამაკაცი, იმყოფება აღრიცხვაზე არტერიული ჰიპერტენზიით 4 წელია. ამჟამად სკრინინგული გამოკვლევით, გამოუვლინდა ვენურ პლაზმაში გლუკოზის დონის 7.8 მმოლ/ლ. როგორ შეაფასებდით აღნიშნულ მდგომარეობას:

908

პაციენტი 46 წლის დაავადებულია მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით. პაციენტს მიეცა რჩევა ცხოვრების წესის მოდიფიცირების შესახებ და დაენიშნა მეტფორმინი. მოგმართავთ მორიგ ვიზიტზე. გამოკვლევისას ვლინდება პლაზმაში გლუკოზის დონე პრეპრანდიალური 7.2 მმოლ/ლ და პოსტპრანდიალური 9 მმოლ/ლ. გლიკირებული ჰემოგლობინი 6.6%. შეიძლება ჩაითვალოს თუ არა, რომ ამ შემთხვევაში გლუკოზის კონტროლი მიღწეულია:

909

პაციენტი 48 წლის მამაკაცი დაავადებული შაქრიანი დიაბეტით ტიპი 2. ამჟამად დაუდგინდა არტერული ჰიპერტენზია II (JNC-VII). პაციენტს დანიშნული აქვს მკურნალობა. როგორია არტერიული წნევის სამიზნე დონე:

910

50 წლის ქალბატონი დაავადებულია შაქრიანი დიაბეტით 7 წელია. ამჟამად, დაუდგინდა არტერიული ჰიპერტენზია II (JNC VII). აღენიშნება პროტეინურია. ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელს შეარჩევდით არტერიული წნევის კონტროლის მიზნით:

911

პაციენტი 50 წლის მოდის ექიმთან სამედიცინო ცენტრში ფორმა 100-ის მისაღებად. აქვს ჭარბი წონა და ანამნეზით დედა დაავადებული ჰყავს შაქრიანი დიაბეტით. გასინჯვით არტერიული წნევა 134/80 მმ. ვწყ.სვ. პულსი 80, სმი-29კგ/მ2. ორგანოების მხრივ პათოლოგია არა აქვს. როგორ დაგეგმავთ პაციენტზე მეთვალყურეობას:

912

რომელი დიეტური რეკომენდაციები არ არის მისაღები დიაბეტის ორივე ტიპისათვის:

913

თუ ავადმყოფობის დროს დიაბეტიანს ჩვეულებრივ რეჟიმში კვება არ შეუძლია, რომელი მეთოდია ყველაზე პრაქტიკულად მოსახერხებელი მისთვის:

914

25 წლის ქალბატონი ჭარბი წონის გამო მოგმართავთ. ანამნეზის შეკრებისას ადგენთ, რომ პაციენტს ადრე უთხრეს, რომ მეტაბოლური სინდრომი აქვს. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელი არ წარმოადგენს მეტაბოლური სინდრომის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმს:

915

ქრონიკული დაავადებებიდან რომელია ანემიის ყველაზე ხშირი მიზეზი?

916

ქვემოთ ჩამოთვლილი განცხადებებიდან ფოლის მჟავას დეფიციტის შესახებ რომელია მცდარი

917

ელენთის ფუნქციებს განეკუთვნება

918

ქალებში რკინადეფიციტური ანემიის განვითარების მიზეზები შეიძლება უშუალოდ დაუკავშირდეს ანამნეზურ მონაცემებს

919

ართრალგიური სინდრომი არაიშვიათად წარმოადგენს ყველაზე ადრეულ გამოვლინებას შემდეგი დაავადებისა

920

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დაავადებისათვისაა დამახახიათებელი ერითროციტების დალექვის დაბალი სიჩქარე (< 3 მმ/ სთ-ში ნაკლები) ?

განმარტებები