QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

881

შაქრიანი დიაბეტით დაავადებული პაციენტი, რომელსაც ჩაუტარდა სკრინინგული კვლევა დიაბეტური ნეფროპათიის გამოსავლენად. სისხლში ალბუმინ/კრეატინინის დონე 2,7 (ნორმაშია). როგორია თქვენი სამოქმედო გეგმა:

882

ჩამოთვლილთაგან, რომელია სწორი შაქრიან დიაბეტთან მიმართებაში:

883

პაციენტი ტიპი 2 დიაბეტის 5 თვიანი ანამნეზით, იმყოფება მეთფორმინზე და გლიპიზიდზე, დაიკლო წონაში, გეგმიურ ვიზიტზე გამოვლინდა არტერიული წნევის ციფრები 144/82მმ/ვწს, თან აქვს არტერიული წნევის ამბულატორიული მონიტორინგის ბარათი, სადაც ბოლო 10 დღის გაზომვის მონაცემები აღემატება 150/90 მმ/ვწ.სვ–ს. მიკროალბუმინურიაზე ტესტი უარყოფითია. მართვის შემდეგი საფეხურია:

884

პაციენტი ტიპი 2 დიაბეტის 5 თვიანი ანამნეზით, იმყოფება მეთფორმინზე და გლიპიზიდზე, დაიკლო წონაში, გეგმიურ ვიზიტზე გამოვლინდა არტერიული წნევის ციფრები 144/82მმ/ვწს, თან აქვს არტერიული წნევის ამბულატორიული მონიტორინგის ბარათი, სადაც ბოლო 10 დღის გაზომვის მონაცემები აღემატება 150/90მმ/ვწს. მიკროალბუმინურიაზე ტესტი უარყოფითია. პაციენტი მოსულია გეგმიურ ვიზიტზე. ასრულებს კვებით და ფიზიკური აქტივობის შესაბამის რეკომენდაციებს. იღებს: მეთფორმინს 2500მგ-ს დღეში; გლიპიზიდს 20მგ 1–ჯერ დღეში; რამიპრილს 10მგ 1–ჯერ დღეში. გამოკვლევების შედეგები: უზმოზე გლუკოზის კონცენტრაცია 18,7 მმოლ/ლ; „HbAc“ 12,4%; გლუკოზურია, კეტონური სხეულები უარყოფითია. მართვის შემდეგი საფეხურია:

885

მოგმართავთ ტიპი 2 დიაბეტის პაციენტი. მისი სმი 31კგ/კვ.მ. პაციენტს ესაჭიროება მკურნალობის დანიშვნა. მკურნალობის I საფეხური გულისხმობს:

886

მოგმართავთ ტიპი 2 დიაბეტის პაციენტი. მისი სმი 31კგ/კვ.მ. პაციენტს ესაჭიროება მკურნალობის დანიშვნა და რჩევების მიცემა ცხოვრების წესის მოდიფიკაციის მიზნით. ჩამოთვლილთაგან, რომელი პასუხია სწორი ვარჯიშსა და ფიზიკური აქტივობის გაზრდასთან დაკავშირებით:

887

დიაბეტის სკრინინგი მიზანშეწონილია ყველა ჩამოთვლილ შემთხვევაში სათანადო ინტერვალებით, გარდა ერთისა:

888

დიაბეტით დაავადებულთა მიმდინარე მეთვალყურეობის დროს, მიზანშეწონილია, განხორციელდეს ყველა ჩამოთვლილი დიაგნოსტიკური კვლევა მითითებული ინტერვალებით, გარდა ერთისა:

889

ჰიპერგლიკემიურ კომას არ ახასიათებს;

890

დიაბეტით დაავადებულ პაციენტთათვის ანტიჰიპერტენზიული თერაპიის საჭიროებისას არჩევის ჯგუფს წარმოადგენს:

891

თქვენთან მოიყვანეს 14 წლის გოგონა რათა შეაფასოთ მისი სიმსუქნე. პაციენტის დედაც მსუქანია. ფიზიკური გასინჯვით სმი 38,7. არტერიული წნევა 124/95მმ/ვწს. ტონზილები ჰიპერტროფიული. კისრისა და იღლიის ნაკეცებში გამოხატულია აკანტოკერატოდერმია. ლაბორატორიული კვლევებით დგინდება დისლიპიდემია, დარღვეულია უზმოზე გლუკოზისა და ინსულინის შემცველობა. ALT და AST ნორმაშია. ულრაბგერითი გამოკვლევით საკვერცხეზე მოცულობითი წარმონაქმნი არ გამოვლინდა. სიმსუქნის გამომწვევი რა მიზეზები არის მეტად სავარაუდო:

892

53 წლის ჭარბი წონის ქალბატონს ცუდად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტით თვალის გარშემო განუვითარდა მოყვითალი წანაზარდები. პაციენტი მძიმე მწეველია. დათვალიერებით აღინიშნება მოყვითალო ფოლაქები თვალბუდის მედიალურ ზედაპირზე. რომელია ყველაზე მეტად სავარაუდო დიაგნოზი:

893

თქვენი მიზანია 50 წლის ქალბატონს სიმსუქნით წონის დაკლებაში დაეხმაროთ, მაგრამ აქამდე განსაკუთრებულ შედეგს ვერ მიაღწიეთ. ქვემოთ ჩამოთვლილიდან, რომელია ყველაზე ნაკლებად ეფექტური წონის დაკლებისთვის:

894

38 წლის ქალი, უჩივის თმის ცვენას, მათ შორის წარბების ლატერალურ ნაწილში, კანის სიმშრალეს, ხმის ჩახლეჩას, უმადობის მიუხედავად წონაში მატებას, საერთო სისუსტეს, გუნება-განწყობილების გაუარესებას, სიცივის შეგრძნებას. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

895

25 წლის ახალგაზრდა ქალი 2 წელია უჩივის მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რამდენიმე თვის წინ დაეწყო თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება, კუნთების სისუსტე და ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა. ჩატარებული გამოკვლევებიდან: „TSH“-ის კონცენტრაცია არის 0.1 „IU/l, T4“ – ნორმაზე ნაკლებია, ხოლო პროლაქტინის კონცენტრაცია მკვეთრად მომატებულია. კონკრეტულ შემთხვევაში ჰიპოთირეოზის რომელ ფორმასთან გვაქვს საქმე:

896

25 წლის ახალგაზრდა ქალი 2 წელია უჩივის მენსტრუალური ციკლის დარღვევას, რამდენიმე თვის წინ დაეწყო თავის ტკივილი, მხედველობის გაუარესება, კუნთების სისუსტე და ტკივილი, მეხსიერების დაქვეითება, ძილიანობა. ჩატარებული გამოკვლევებიდან: „TSH“-ის კონცენტრაცია არის 0.1 „IU/l, T4“ – ნორმაზე ნაკლებია, ხოლო პროლაქტინის კონცენტრაცია მკვეთრად მომატებულია. ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში როგორია ოჯახის ექიმის ტაქტიკა:

897

ოჯახის ექიმს მომართა 17 წლის გოგონამ, რომელსაც 1 წლის წინ დაუდგინდა იდიოპათიური თრომბოციტოპენიური პურპურის დიაგნოზი. ამჟამად, ის უჩივის ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებას, საერთო სისუსტეს, სიცივის შეგრძნებას. ჩატარებული გამოკვლევებიდან საყურადღებოა: „ TSH“- ის კონცენტრაცია – 8.4“ IU/l“, პალპაციით ისინჯება სიმეტრიულად გადიდებული ფარისებრი ჯირკვალი. თქვენი სავარაუდო დიაგნოზია:

898

42 წლის მამაკაცს, რომელსაც აღენიშნება ჰიპოთირეოზის კლინიკური ნიშნები,ანესაზღვრა TSH-ის კონცენტრაცია – 6,5 IU/L, ოჯახის ექიმის გადაწყვეტილება შემდგომი ქმედების თაობაზე შეიძლება მოიცავდეს ყველას, გარდა:

899

21 წლის გოგონას ოჯახის ექიმის რეკომენდაციით ჩატარებული გამოკვლევების შედეგად დაესვა პირველადი ჰიპოთირეოზის დიაგნოზი. რომელია არჩევის პრეპარატი ჩანაცვლებითი თერაპიის მიზნით:

900

პაციენტი 48 წლის მამაკაცი, რომელსაც ანამნეზში აღენიშნება გ.ი.დ., უჩივის საერთო სისუსტეს, ძილიანობას, წონაში მატებას, ყაბზობას, თმის ცვენას. ჩატარებული გამოკვლევებიდან საყურადღებოა ჰიპერქოლესტერინემია, TSH-ის კონცენტრაცია – 7,5 IU/L, T4-ის კონცენტრაცია დაქვეითებულია. როგორია ექიმის რეკომენდაცია ლევოთიროქსინის საწყისი დოზის თაობაზე:

განმარტებები