სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
ბიოეთიკური სწავლებისადმი რომელი მიდგომაა გამართლებული ოჯახის ექიმისათვის, რომელთა ოფისში როტაციას გადიან სამედიცინოს სტუდენტები?
სამედიცინო ლიტერატურაში დაბეჭდილი სტატიის მნიშვნელობა შეიძლება განისაზღვროს:
ჩამონათვალიდან რომელია საუკეთესო დიზაინი კვლევისათვის, რომლის მიზანია მკურნალობის ეფექტურობის დადგენა.
კარგად მომზადებული კლინიკური გაიდლაინის ელემენტების ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა ერთისა:
47 წლის პაციენტ ქალს, დაუდგინდა თავის ტვინის არტერიის ანევრიზმა. პაციენტს ჰყავს ქმედუნარიანი მეუღლე. პაციენტი მოითხოვს, რომ სრული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მიაწოდოთ მისი ბავშვობის მეგობარ ქალს, ხოლო მის მეუღლეს არაფერი უთხრათ. როგორ მოიქცევით?
55 წლის მამაკაცს, ორგანიზაციის ხელმძღვანელს, გაწონასწორებულ, მშვიდ პიროვნებას დაუდგინდა ფილტვის კიბოს დიაგნოზი. საექიმო კონსილიუმმა გადაწყვიტა ქირურგიული მკურნალობა. პაციენტი გთხოვთ, გააცნოთ მისი ავადმყოფობის ისტორიაში არსებული ყველა მონაცემი. როგორ მოიქცევით?
45 წლის პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური დაავადების გამო ჰყავს მეურვე (მისი ძმა), დიაგნოზის დასადგენად ესაჭიროება ინვაზიური გამოკვლევის ჩატარება. პაციენტი ნეგატიურად არის განწყობილი ინვაზიური გამოკვლევის მეთოდებისადმი; ამასთან, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პაციენტის დაავადების ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი წარმატებული მკურნალობისათვის აღნიშნული დიაგნოსტიკური გამოკვლევის გამოყენება აუცილებელია. როგორ მოიქცევით?
15 წლის პაციენტს, ესაჭიროება ინვაზიური გამოკვლევის ჩატარება. პაციენტი ნეგატიურად არის განწყობილი ინვაზიური გამოკვლევის მეთოდებისადმი; ამასთან, თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ პაციენტის დაავადების ზუსტი დიაგნოზისა და შემდგომი წარმატებული მკურნალობისათვის, ამ სადიაგნოზო მეთოდის გამოყენება აუცილებელია. როგორ მოიქცევით?
თქვენს პაციენტს დაუდგინდა დაავადება, რომელიც ქირურგიულ მკურნალობას მოითხოვს. მსგავსი ოპერაცია თქვენი კლინიკის კონსულტანტს მრავალგზის აქვს გაკეთებული და მნიშვნელოვანი წარმატებითაც. თქვენ იცით, რომ თქვენს ქალაქში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში, იგივე დაავადების ქირურგიული მკურნალობა სხვა, უფრო ახალი და ეფექტური მეთოდით ტარდება. როგორ მოიქცევით:
ტარდება კლინიკური გარჩევა. თქვენ მომხსენებელი ხართ. გარჩევას პაციენტი და სტუდენტები ესწრებიან. როგორ მოიქცევით, თუ მოხსენების დროს დაავადების სრულყოფილი სურათის წარმოდგენა პაციენტის ინტიმური ცხოვრების საკითხებთან არის დაკავშირებული:
82 წლის ონკოლოგიური პათოლოგიით შეპყრობილი ქალბატონი, რომელიც ტერმინალურ მდგომარეობაშია, უარს აცხადებს ანტიბიოტიკების ინექციებზე. ეს უკანასკნელი მას დაუნიშნა საავადმყოფოს ექიმმა, რომელსაც მიმართა პაციენტის შვილმა. როგორ უნდა მოიქცეს ოჯახის ექიმი, რომელიც კურირებს პაციენტს:
27 წლის ქალბატონს დაუდგინდა არაკეთილსაიმედო პროგნოზის მქონე (მაგრამ არა ფატალური) დაავადების დიაგნოზი. არსებობს მკურნალობის ორი ალტერნატიული მეთოდი - ქირურგიული და თერაპიული. პირველი მათგანი რადიკალურია და სავარაუდოა, რომ სრულიად განკურნავს პაციენტს, მეორე კი კონსერვატიულია და პაციენტმა მთელი ცხოვრების განმავლობაში უნდა მიიღოს წამალი. პაციენტის ოჯახის წევრებისგან იცით, რომ იგი (პაციენტი) წინააღმდეგი იქნება ყოველგვარი ოპერაციული ჩარევისა, როცა არსებობს მკურნალობის არაქირურგიული, თუნდაც ნაკლებ ეფექტური მეთოდი. პაციენტის მეუღლე გთხოვთ, რომ მის მეუღლეს დაუმალოთ თერაპიული მეთოდით მკურნალობის ალტერნატივა და დაიყოლიოთ ოპერაციაზე. როგორ მოიქცევით:
არტერიული ჰიპერტენზიის პირველადი პრევენცია გულისხმობს:
55 წლის მამაკაცი მოგმართავთ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით. ჩივილები არ აქვს. რომელი სკრინინგული ღონისძიების ჩატარებას შესთავაზებთ პაციენტს:
28 წლის ქალი მოგმართავთ ჯანმრთელობის პერიოდული შემოწმების მიზნით. ჩივილები არ აქვს. რომელი პრევენციული ღონისძიებებია რეკომენდებული ამ ასაკის ქალებისთვის:
სკრინინგის ჩატარება გამართლებულია იმ დაავადების გამოვლენისთვის, რომელიც:
ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება პირველად პრევენციულ ღონისძიებას:
ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება მეორეულ პრევენციულ ღონისძიებას:
ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება მესამეულ პრევენციულ ღონისძიებას:
ჩამოთვლილთაგან, რომელი მიეკუთვნება პირველად პრევენციულ ღონისძიებას: