სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
რომელი მოსაზრებაა სწორი არავერბალური კომუნიკაციის შესახებ:
პაციენტისათვის ღია კითხვის დასმა გულისხმობს შემდეგს:
არავერბალურ კომუნიკაციას არ განეკუთვნება:
კონსულტაციის ჩატარებისა და სამედიცინო ჩანაწეების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელი არ დასტურდება კვლევებით:
დ.პენდლეტონის მიხედვით, რომელი არ განეკუთვნება ოჯახის ექიმის ამოცანებს კონსულტაციის წარმოებისას:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო კონსულტაციის ჩატარების შესახებ:
რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტისათვის ცუდი დიაგნოზის შეტყობინების მეთოდის შესახებ (ე.წ. `სპაიკს~ მოდელი):
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან როგორ გარემოში ჯობია პაციენტისათვის ცუდი ინფორმაციის (მაგ., დაავადების და/ან პროგნოზის შესახებ) მიწოდება:
პაციენტს, 59 წლის ქალბატონს დაუდგინდა მკერდის კიბოს დიაგნოზი, რის შესახებაც პათოლოგანატომიური გამოკვლევის დასკვნა რამდენიმე საათის წინ მიიღეთ (ჩატარებული იყო მამოგრაფია და ბიოფსია). ახლა პაციენტი თავის შვილთან ერთად მოვიდა თქვენს ოფისში (ოჯახის ექიმის კლინიკაში) და კორიდორში გკითხათ გამოკვლევის შედეგის შესახებ. როგორ მოიქცევით?
პაციენტს შეატყობინეთ პაპანიკოლაუს ტესტის გამოკვლევის შედეგები, რომელიც საშვილოსნოს ყელის კიბოს არსებობაზე მიუთითებს. კიბოს დიაგნოზის ხსენებისას პაციენტმა ტირილი დაიწყო. როგორ მოიქცევით:
რომელი მოსაზრებაა სწორი პაციენტისათვის ცუდი ამბების შეტყობინების შესახებ:
მოგმართათ პაციენტმა, რომლის ოჯახის ექიმიც თქვენ ხართ და რომელიც ითხოვს მისი სამედიცინო ჩანაწერების ასლს, რადგან გეგმავს სხვა, კერძო, ექიმთან ვიზიტს; როგორ მოიქცევით:
პაციენტისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდების შესახებ ქვემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებებიდან, რომელს არ ეთანხმებით:
პირველადი ვიზიტით მოგმართათ 54 წლის პაციენტმა ქალმა, რომელიც თქვენს სამიზნე რეგიონში ახალი გადმოსულია. პაციენტს არტერიული ჰიპერტენზია (II სტადია, ნაციონალური გაიდლაინის მიხედვით) და მცირედ გამოხატული გულის უკმარისობის ნიშნები აქვს. პაციენტმა გითხრათ, რომ პერიოდულად იღებს ანტიჰიპერტენზიულ წამლებს, მაგრამ არ უნდა მათი მუდმივად მიღება, რადგან ინსტრუქციის მიხედვით ყველა მათგანს სხვადასხვა გვერდითი მოქმედება აღენიშნება. პაციენტის გამოკვლევის შედეგად გადაწყვიტეთ შარდმდენისა და ანგიოტენზინის გარდამქმნელი ფერმენტის (აგფ) ინჰიბიტორის დანიშნვა. ამასთან, იცით, რომ აგფინჰიბიტორმა შეიძლება გამოიწვიოს ხველა, ანგიონევროზული შეშუპება და სხვა გვერდითი მოვლენები. როგორ მოიქცევით?
პაციენტისათვის სამედიცინო კონსულტაციის ჩატარების შემდეგ თქვენს სამუშაო ოთახში გესტუმრათ კოლეგა, რომელიც მოწვეული იყო სხვა პაციენტის გასასინჯად. მან გითხრათ, რომ ოთახიდან ახლად გასული პაციენტი მისი მეზობელია და გკითხათ, ჯანმრთელობის რა პრობლემის გამო მოგმართათ მან. როგორ მოიქცევით?
61 წლის მამაკაცი რომელმაც ბოლო 6 თვის მანძილზე რამოდენიმეჯერ გაიარა სამედიცინო შემოწმება, უჩივის ხველას და ადვილად დაღლას. გულმკერდის რენტგენოგრამაზე, რომელიც ჩაუტარდა ამ ვიზიტის დროს, აღმოჩნდა საეჭვო კვანძი ფილტვში. სამედიცინო ჩანაწერის შემოწმებისას ექიმმა ყურადღება მიაქცია, რომ გულმკერდის რენტგენოგრამაზე, რომელიც გადაღებულია 3 თვის წინ, შეინიშნება უფრო მცირე ზომის კვანძი იმავე მხარეს. ექიმმა ყურადღება ვერ გაიხსენა ეს ჩანაწერი, ის არ იყო ხელმოწერილი მის მიერ. აღმოჩნდა რომ მას გამორჩა ეს ჩანაწერი. როგრო უნდა მოიქცეს ექიმი:
თუ ექიმისათვის მორალურად მიუღებელია მკურნალობის ის ფორმა, რომელსაც მოითხოვს პაციენტი, მან უნდა მოიმოქმედოს შემდეგი:
ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა შეიძლება გახდეს ეთიკის კომისიის განსჯის საგანი, გარდა ერთისა
ტერმინალურ მდგომარეობაში მყოფი 43 წლის კაცი მოითხოვს სეკობარბიტალის (Seconal®) ექვს თვიანი დოზის გამოწერას, აცხადებს რა აპირებს გამოიყენოს ეს პრეპატატი უმტკივნეულოდ სიცოცხლის დასასრულებლად. როგორ უნდა მოიქცეს ექიმი ამ შემთხვევაში?
ჰოსპიტალიზირებული პაციენტი გაწერე ექიმის შეხედეულების საწიანაჭმდეგოდ, რადგანაც პაციენტის დაზღვევა არ ფარავს უფრო დიდ ხნით მის საავადმყოფოში მკურნალობას. ამას მოჰყვა პაციენტის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება. სასამართლოს გადაწყვეტილებით პასუხისმგებლობა ეკისრება: