სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
საოჯახო მედიცინა სალიცენზიო
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატის დანიშვნაა ყველაზე ნაკლებად რეკომენდებული მიოკარდიუმის ინფარქტის მწვავე სტადიაზე?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს სათანადო ჩვენებით დანიშვნის შემთხვევაში, რომელი მედიკამენტები ამცირებენ სიკვდილიანობის მაჩვენებელს და განმეორებითი ინფარქტის განვითარების რისკს: 1. საგულე გლიკოზიდები; 2. კალციუმის არხების ბლოკერები; 3. ბეტა-ბლოკერები; 4. გახანგრძლივებული ნიტრატები.
რა შემთხვევაში ინიშნება ასპირინი (უკუჩვენების არარსებობისას) მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს?
რომელი მოსაზრებაა სწორი უეცარი სიკვდილის უშუალო მიზეზების შესახებ: 1. უეცარი კარდიული სიკვდილის უშუალო მიზეზი შემთხვევათა 60%-ში ლეტალური არითმიებია; 2. ლეტალური არითმიები უეცარი კარდიული სიკვდილის უშუალო მიზეზს წარმოადგენს შემთხვევათა თითქმის 90%-ში; 3. უეცარი კარდიული სიკვდილის გამომწვევი ლეტალური არითმიები შემთხვევათა 50%-ში პარკუჭოვანი ტაქიკარდიით და/ან ფიბრილაციით არის წარმოდგენილი; 4. უეცარი კარდიული სიკვდილის გამომწვევი ლეტალური არითმიები შემთხვევათა 80%-ში პარკუჭოვანი ტაქიკარდიით და/ან ფიბრილაციით არის წარმოდგენილი.
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა შეიძლება იყოს დილატაციური კარდიომიოპათიის განვითარების მიზეზი, გარდა ერთისა:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მოსაზრება მიესადაგება პერიპარტულ კარდიომიოპათიას, გარდა ერთისა:
დილატაციური კარდიომიოპათიის მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერს, გარდა ერთისა:
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიისთვის დამახასიათებელია: 1. სისტოლური დისფუნქცია; 2. დიასტოლური დისფუნქცია; 3. მარცხენა პარკუჭის ობლიტერაციის ფაზის არსებობა; 4. დინამიკური გრადიენტის არსებობა მარცხენა პარკუჭსა და აორტას შორის;
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატ(ებ) ის დანიშვნაა ნაკლებად მიზანშეწონილი ობსტრუქციით მიმდინარე ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიის დროს: 1. ბეტა-ბლოკერები; 2. კალციუმის ანტაგონისტები; 3. დიზოპირამიდი;
მწვავე პერიკარდიტის ყველაზე ხშირი მიზეზია:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ახასიათებს რეინოს ფენომენს: 1. კიდურის ფერის შეცვლა მყარია; 2. დამახასიათებელია მაპროვოცირებელი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად კიდურების შეფერილობის კანონზომიერი ცვლა; 3. ფერის შეცვლა, როგორც წესი, თითებს მოიცავს; 4. ფერის შეცვლა მოიცავს მთელ კიდურს, მისი პროქსიმალური ნაწილის ჩათვლით.
რომელი არ განეკუთვნება კალიუმის დამზოგველ შარდმდენ მედიკამენტებს?
კარდიოსელექციურ ბეტა-ბლოკერებს მიეკუთვნება ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი გარდა ერთისა:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ვენების თრომბოზის გართულებას წარმოადგენს ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია: 1. ქვემო კიდურების ღრმა ვენები; 2. მენჯის ღრმა ვენები; 3. ქვემო კიდურების ზედაპირული ვენები.
რომელი მოსაზრებაა სწორი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის შესახებ: 1. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიას შემთხვევათა უმრავლესობაში ვითარდება ფილტვის ინფარქტი; 2. სათანადო ასაკის და რისკფაქტორების თანაარსებობისას ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სადიაგნოზოდ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს სისხლიანი ხველის არსებობას; 3. სათანადო ასაკის და რისკფაქტორების თანაარსებობისას ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის სადიაგნოზოდ ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს პლევრისმიერი ტკივილის არსებობას.
რომელი მოსაზრებაა სწორი ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს გამოყენებული სამკურნალო მეთოდების შესახებ: 1. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს ანტიკოაგულაციური მკურნალობის მიზანია ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის ახალი ეპიზოდების პროფილაქტიკა;2. ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის დროს ანტიკოაგულაციური მკურნალობის მიზანია პულმონური სისხლის მიმოქცევის აღდგენის დაჩქარება;3. თრომბოლიზური თერაპიის ფონზე ხდება ფილტვის არტერიაში გაჭედილი თრომბის გახსნა;
რომელი მოსაზრებაა სწორი პულმონური ჰიპერტენზიის შესახებ:
ჰიპერტენზიით დაავადებულ პაციენტთა განათლებისას ყველა რეკომენდაცია მართებულია, გარდა ერთისა:
არტერიული ჰიპერტენზიის ეროვნული გაიდლაინის მიხედვით არტერიული წნევის ციფრები 138/92 მმ/ვწყსვ მიეკუთვნება:
მაღალი სხეულის მასის ინდექსის მქონე, ჰიპერტენზიით დაავადებული პაციენტისათვის წონის კლების ეფექტური რეკომენდაციაა: