QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › საოჯახო მედიცინა სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

საოჯახო მედიცინა სალიცენზიო

2354 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

261

არტერიული ჰიპერტენზიის გამოვლენის შემთხვევაში რუტინული ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული გამოკვლევები მოიცავს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილს გარდა ერთისა:

262

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ახასიათებს პირველად ალდოსტერონიზმს?

263

მსუბუქი და ზომიერი არტერიული ჰიპერტენზიის მედიკამენტური მკურნალობა ესენციური ჰიპერტენზიის დროს შეიძლება დაიწყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი პრეპარატით, გარდა ერთისა:

264

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ ახასიათებს ფეოქრომოციტომას?

265

არტერიული ჰიპერტენზიის ხანგრძლივი მკურნალობის დროს წნევა უმჯობესია დაქვეითდეს:

266

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი პათოლოგია შეიძლება იყოს სიმპტომური (მეორეული) ჰიპერტენზიის მიზეზი, გარდა ერთისა

267

რომელი მოსაზრებაა სწორი რენოვასკულური ჰიპერტენზიის განვითარების ასაკობრივი თავისებურების შესახებ?

268

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ ახასიათებს რენოვასკულურ ჰიპერტენზიას?

269

მედიკამენტური სიმპტომური ჰიპერტენზიის მიზეზი შეიძლება იყოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი ჯგუფის პრეპარატი, გარდა ერთისა:

270

გულის თანდაყოლილი მანკის განვითარება შეიძლება გამოიწვიოს ყველა ქვემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორმა, გარდა ერთისა:

271

რომელი მოსაზრებაა სწორი გულის თანდაყოლილი ანომალიის განვითარების რისკის შესახებ:

272

რომელი მოსაზრებაა სწორი წინაგულთაშუა ძგიდის დეფექტის შესახებ?

273

ლუტემბაშეს სინდრომი გულისხმობს:

274

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ყველა მოსაზრებაა სწორია პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის შესახებ, გარდა ერთისა

275

რომელი მოსაზრებაა სწორი ეიზენმენგერის სინდრომის შესახებ?

276

რომელის მოსაზრებაა სწორი აორტის ხვრელის სტენოზის შესახებ: 1. აორტის ხვრელის სტენოზი შეიძლება განვითარდეს აორტის სარქვლის თანდაყოლილი დეფექტის არსებობის ფონზე; 2. აორტის ხვრელის სტენოზი შეიძლება განვითარდეს ათეროსკლეროზის შედეგად; 3. აორტის ხვრელის სტენოზს ახასიათებს გონების დაკარგვის ეპიზოდები; 4. აორტის ხვრელის სტენოზს ახასიათებს სტენოკარდიული ტკივილის მსგავსი შეტევები; 5. აორტის ხვრელის სტენოზის დროს რეგულარულად პერიფერიული ვაზოდილატატორების დანიშვნა გამართლებული არ არის. სწორია:

277

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ მიეკუთვნება გულის იშემიური დაავადების რისკფაქტორებს?

278

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევებშია ნაჩვენები კორონარული ანგიოგრაფიის ჩატარება: 1. ნებისმიერი სიმძიმის სტაბილური სტენოკარდიის (ოთხივე ფუნქციური კლასი) არსებობისას; 2. სტაბილური სტენოკარდიის III და IV ფუნქციური კლასების არსებობისას; 3. არასტაბილური სტენოკარდიის არსებობისას; 4. სტაბილური სტენოკარდიის I ფუნქციური კლასის არსებობისას.

279

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელ შემთხვევაშია ყველაზე მეტად ნაჩვენები კალციუმის ანტაგონისტების გამოყენება:

280

რა დოზით არის ნაჩვენები ასპირინის დანიშვნა სტენოკარდიის მკურნალობისას?

განმარტებები