სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
ქვემოთ ჩამოთვლილი მეთოდებიდან რომელი არ წარმოადგენს სისხლიდან ურემიული ტოქსინების მოცილების მეთოდს?
სისხლის ექსტრაკორპორული წმენდის მეთოდებს შორის რომელში მონაწილეობს დიფუზიის კომპონენტი: 1. ჰემოდიალიზი; 2. ჰემოფილტრაცია; 3. ჰემოდიაფილტრაცია; 4. ულტრაფილტრაცია;
ქვემოთ ჩამოთვლილი ურემიული ტოქსინებიდან რომლის კლირენსია ყველაზე მაღალი ჰემოდიალიზის დროს?
რა მსგავსებაა ჰემოფილტრაციასა და ულტრაფილტრაციას შორის?
ჰემოფილტრაციის შემთხვევაში პოსტდილუცია პრედილუციასთან შედარებით:
დიალიზატორების რა ტიპის მემბრანა ხასიათდება ყველაზე მაღალი „ბიოთავსებადობით”?
რა არის „მაღალი ნაკადის” („High-Flux“) დიალიზატორის განმსაზღვრელი კრიტერიუმი?
რა არის „მაღალეფექტური” დიალიზატორის განმსაზღვრელი კრიტერიუმი?
რომელია ჰემოდიალიზზე ანტიკოაგულაციის არჩევის მეთოდი ჰეპარინით გამოწვეული თრომბოციტოპენიის მეორე ტიპის შემთხვევაში?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი გამოიყენება მხოლოდ რეგიონული ანტიკოაგულაციისათვის ჰემოდიალიზის დროს?
ჰემოდიალიზზე ჰეპარინით გამოწვეული რომელი გვერდითი მოვლენის დროს არ არის რეკომენდებული დაბალმოლეკულურ ჰეპარინზე გადასვლა?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ჯგუფის ბაქტერიები წარმოადგენს ცენტრალური სადიალიზო კათეტერის ინფექციის უხშირეს მიზეზს?
თუ კრეატინინის კლირენსი არის 16 მლ/წთ, ხოლო შარდოვანასი - 8 მლ/წთ, რას უდრის გლომერულური ფილტრაციის სიჩქარე (გფს)?
რომელი ურემიული გართულების დროს არის კონსერვატული მკურნალობა გაუმართლებელი და ნაჩვენებია დიალიზის გადაუდებელი დაწყება?
რომელი ურემიული გართულება მიეკუთვნება ჰემოდიალიზის აბსოლუტურ ჩვენებებს: 1. ურემიული პერიკარდიტი; 2. ურემიული გასტროენტერიტი სისხლდენით; 3. თერაპიარეზისტენტული ჰიპერჰიდრატაცია; 4. მეტაბოლური აციდოზი
ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია არასწორი თირკმლის ქრონიკულ დაავადების მეხუთე სტადიასთან დაკავშირებით
რომელი ნივთიერების დიალიზამდელი და დიალიზის შემდგომი მაჩვენებლები გამოიყენებ „Kt/V“-ს გამოსათვლელად?
ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია მცდარი?
თირკმლის რომელი დაავადებისთვის არის დამახასიათებელი ნორმოქრომული ანემიის შედარებით გვიან აღმოცენება?
რა ტიპის ანემიაა დამახასიათებელი თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს განვითარებული ერითროპოეტინის დეფიციტისთვის?