სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
რომელი ურემიული გართულების გაუმჯობესებას იწვევს რეკომბინანტული ერითროპოეტინის გამოყენება: 1. ქავილი; 2. კოაგულაციის დარღვევები; 3. სქესობრივი დისფუნქცია მამაკაცებში; 4. ანემია
რა არის ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებელი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში?
რომელი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები შეიძლება იყოს ერითროპოეტინ-რეზისტენტული ანემიის მიზეზი თქუ-ს დროს?
რომელი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები შეიძლება იყოს ანაფილაქსიური რეაქციის მიზეზი „AN69“ ტიპის მემბრანით ჰემოდიალიზის ჩატარებისას?
რომელი გვერდითი მოვლენები შეიძლება აღმოცენდეს ერთიროპოეტინით თერაპიისას ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტში: 1. აპლასტიური ანემია; 2. არტერიული ჰიპერტენზია; 3. ვენური თრომბოზი; 4. ქავილის გაუარესება
რომელ მექანიზმს ემყარება „DDAVP“ („1-დესამინო-8-დარგინინვაზოპრესინი“) გამოყენება ურემიული სისხლდენების სამკურნალოდ?
რომელი ფაქტორები უწყობს ხელს ჰიპოკოაგულაციის განვითარებას თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს: 1. .ჰემატოკრიტის დაქვეითება; 2. შედედების VIII ფაქტორის ინაქტივაცია; 3. თრომბოციტების დისფუნქცია; 4. ანტითრომბინ-3-ის დეფიციტი;
თირკმლის უკმარისობის დროს განვითარებული ჰიპერკალემიის შემთხვევაში რომელი თერაპიული ღონისძიება ემყარება კალიუმის ანტაგონიზმს უჯრედის მემბრანის დონეზე?
ჰიპერკალემიის დროს გამოყენებული რომელი მედიკამენტის მოქმედება ემყარება კალიუმის იონების ტრანპორტს უჯერდგარედან უჯრედშიდა გარემოში: 1. გლუკოზა და ინსულინი; 2. ნატრიუმის ბიკარბონატი; 3. ბეტა-2 აგონისტები; 4. კალციუმის გლუკონატი;
ქვემოთ ჩამოთვლილი რომელი ჯგუფის მედიკამენტები გამოიყენება ჰიპერკალემიის დროს?
რომელი დებულებაა არასწორი „მოუსვენარი ფეხის სინდრომთან” დაკავშირებით?
რომელი ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტის გამოყენება შეიძლება იყოს „მოუსვენარი ფეხის სინდრომის” დროს ეფექტური?
რომელი ურემიული გართულების სიმპტომური თერაპიისთვის გამოიყენება ოპიატური რეცეპტორების ანტაგონისტები?
ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიდუაბეტური პრეპარატებიდან რომელია შედარებითად უკუნაჩვენები თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში?
რომელი ჯგუფის ფოსფატ-შემბოჭველების გამოყენება არ ქმნის დაბალი ცვლის ოსტეოპათიის განვითარების რისკს თირკმლის ქრონიკული უკმარისობის შემთხვევაში?
რენული ოსტეოპათიის რომელი ფორმა მიეკუთვნება მაღალი ცვლის ოსტეოპათიას?
რენული ოსტეოპათიის რომელი ფორმები მიეკუთვნება დაბალი ცვლის ოსტეოპათიებს: 1. ფიბროზული ოსტეოიტი; 2. ოსტეომალაცია; 3. დიალიზთან ასოცირებული ამილოიდოზი; 4. ძვლის ადინამიური დაავადება
რენული ოსტეოპათიის რომელი ფორმის განვითარებას იწვევს ალუმინით ქრონიკული ინტოქსიკაცია?
თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს მინერალური ცვლის დარღვევის რომელი ფორმა იწვევს მტევნის გვირაბის სინდრომის განვითარებას?
რომელი ფაქტორები უწყობენ ხელს მეორადი ჰიპერპარათირეოზის განვითარებას თირკმლის ქრონიკული დაავადების დროს: 1. ჰიპერფოსფატემია; 2. კალციტრიოლის დეფიციტი; 3. მეტაბოლური აციდოზი; 4. ალუმინით ინტოქსიკაცია