სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
ქვემოთ ჩამოთვლილი ჰისტოლოგიური მონაცემებიდან რომელია დამახასიათებელი მწვავე უჯრედული მოცილების სინდრომისთვის: 1. ინტერსტიციუმის შეშუპება და ლიმფოციტებით ინფილტრაცია; 2. მილაკების ნეკროზი; 3. მილაკების ეპითელური უჯრედების დეგენერაცია, მილაკების სანათურში ლიმფოციტები; 4. ინტერსტიციუმში ჰემორაგიები და ნეკროზული უბნები
ქვემოთ ჩამოთვლილი ჰისტოლოგიური მონაცემებიდან რომელია დამახასიათებელი თირკმლის ტრანსპლანტანტის მწვავე ტუბულური ნეკროზისათვის: 1. ინტერსტიციუმის შეშუპება; 2. მილაკების ეპითელური უჯრედების იზომეტრული ვაკუოლიზაცია; 3. მილაკების ეპითელური უჯრედების დეგენერაცია, ნეკროზი
ქვემოთ ჩამოთვლილი ჰისტოლოგიური მონაცემებიდან რომელია დამახასიათებელი თირკმლის ტრანსპლანტანტის ციკლოსპორინით მწვავე ინტოქსიკაციისთვის: 1. ინტერსტიციუმის შეშუპება; 2. მილაკების ეპითელური უჯრედების იზომეტრული ვაკუოლიზაცია; 3. მილაკების ეპითელური უჯრედების დეგენერაცია, ნეკროზი
ქვემოთ ჩამოთვლილი ჰისტოლოგიური მონაცემებიდან რომელია დამახასიათებელი თირკმლის ტრანსპლანტანტის ქრონიკული მოცილების სინდრომისათვის: 1. არტერიოლების ფიბროზი, სანათურში ლიმფოციტები, სანათური შევიწროებული; 2. გლომერულების იშემიური კოლაფსი, ინტერსტიციუმის ფიბროზი უპირატესად კოლაგენ I და III ხარჯზე; 3. ტრანსპლანტანტის ქრონიკული გლომერულოპათია, ინტერსიციუმის ფიბროზი და ლიმფოციტებით ინფილტრაცია; 4. არტერიოლოპათია და ჰიალინიზაცია
ქვემოთ ჩამოთვლილი ჰისტოლოგიური მონაცემებიდან რომელია დამახასიათებელი თირკმლის ტრანსპლანტანტის ციკლოსპორინით ქრონიკული ინტოქსიკაციისათვის: 1. არტერიოლების ფიბროზი, სანათურში ლიმფოციტები, სანათური შევიწროებული; 2. გლომერულების იშემიური კოლაფსი, ინტერსტიციუმის ფიბროზი უპირატესად კოლაგენ I და III ხარჯზე; 3. ტრანსპლანტანტის ქრონიკული გლომერულოპათია, ინტერსიციუმის ფიბროზი და ლიმფოციტებით ინფილტრატაცია; 4. არტერიოლოპათია და ჰიალინიზაცია
„Banff“-ის კლასიფიკაციის მიხედვით ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია მწვავე მოცილების სინდრომის კრიტერიუმი: 1. ინტერსტიციული ფიბროზი; 2. 4-ზე მეტი ლიმფოციტი მილაკის განივკვეთში; 3. მილაკების ატროფია; 4. ინტერსიციუმის 25%-ზე მეტ ნაწილში ანთებითი პროცესი
თირკმლის ტრანსპლანტაციიდან ათი დღის შემდეგ აღინიშნება ტრანსპლანტატის გადიდება, სიცხე, ოლიგურია და ჰიპერტენზია. რა არის სავარაუდო მიზეზი?
ქვემოთ მოყვანილ დებულებათაგან რომელია ჭეშმარიტი მიკოფენოლატ მოფეტილთან დაკავშირებით?
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ იმუნოსუპრესიული ანტისხეულების მოქმედების მექანიზმი არ ეფუძნება
რომელ ორგანოში ხდება თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ იმუნური პასუხის საწყის ფაზაში T უჯრედებსა და ანტიგენის წარმომდგენ დენდრიტულ უჯრედებს შორის პირველადი ურთიერთქმედება?
ცოცხალი დონორ-რეციპიენტის წყვილის შერჩევის დროს რომელ იმუნოლოგიურ კვლევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა?
თირკმელგადანერგილ ორსულში იმუნოსუპრესია სასურველია ჩატარდეს შემდეგი სქემით:
მიზანშეწონილია თუ არა თირკმელგადანერგილმა პაციენტმა, რომელიც იმყოფება იმუნოსუპრესანტებით მკურნალობაზეს ქვეშ, ძუძუთი კვებოს ახალშობილი?
თუ თირკმლის ტრანსპლანტატს აქვს ორი არტერია - ცენტრალური და პოლარული, რომელი ტაქტიკაა გაუმართლებელი?
რომელი ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ თირკმლის ტრანპსლანტაციის შემდეგ განვითარებული არტერიული თრომბოზის შემთხვევაში?
თუ თირკმლის პოტენციურ დონორსა და რეციპიენტს შორის ჯვარედინი შეთავსების ტესტი დადებითია, რომელი ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ:
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში გამოყენებული ციკლოსპორინი იწვევს:
თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდგომ პერიოდში გამოყენებული ანატითიმოციტური გლობულინები იწვევს:
ქვემოთ ჩამოთვლილ მედიკამენტთაგან რომელი არ მოქმედებს ინტერლეიკინ-2-ზე:
ტრანსპლანტატის ქრონიკული მოცილების სინდრომისა და ტრანსპლანტატში რეკურენტული გლომერულონეფრიტის დიფერენციაციისათვის გამოიყენება