QBank

სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა

ნეფროლოგია სალიცენზიო

1142 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

381

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია თირკმლის ტრანსპლანტაციის აბსოლუტური უკუჩვენება? 1. აივ ინფიცირებული პაციენტი; 2. არასტაბილური სტენოკარდია; 3. კუჭის კიბო; 4. პაციენტის ასაკი > 70წ.

382

ხანშიშესულ ავადმყოფებში თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ ახალგაზრდებთან შედარებით უფრო ხშირია შემდეგი გართულებები: 1. მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი; 2. გასტროინტესტინური სისხლდენა; 3. ინფექციური გართულებები; 4. ტრანსპლანტატის მწვავე მოცილების სინდრომი

383

რა შემთხვევაშია თირკმლის ტრანსპლანტატის დისფუნქციის გაზრდილი რისკი რეტრასნპლანტაციის დროს: 1. პირველ ტრანსპლანტატში ადგილი ჰქონდა მწვავე მოცილების სინდრომის განვითარებას; 2. პირველი ტრანსპლანტატის დისფუნქცია განვითარდა ტრანსპლანტატის ქრონიკული მოცილების სინდრომის შედეგად; 3. პირველი ტრანსპლანტატის დისფუნქცია განვითარდა ძირითადი დაავადების რეციდივის შედეგად; 4. პირველი ტრანსპლანტაციის დისფუნქცია განვითარდა ტექნიკური პრობლემის გამო

384

რომელი წარმოადგენს თირკმლის დონაციის უკუჩვენებას ცოცხალი დონორის შემთხვევაში: 1. შაქრიანი დიაბეტი 2. პროტეინურია 500 მგ დღეში; 3. კრეატინინის კლირენსი 65 მლ/წთ; 4. მარცხენა თირკმელში - ორი კონკრემენტი, მარჯვენა თირკმელში - ერთი კონკრემენტი

385

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს თირკმლის დონაციის აბსოლუტურ უკუჩვენებას ცოცხალი დონორის შემთხვევაში?

386

რომელი წარმოადგენს თირკმლის დონაციის აბსოლუტურ უკუჩვენებას ცოცხალი დონორის შემთხვევაში: 1. დონორის ასაკი < 18წ.; 2. გენეტიკურად არამონათესავე დონორი; 3. დონორის ასაკი 25წ., თირკმლების აუტოსომურ-დომინანტური პოლიცისტოზური დაავადების ოჯახური ანამნეზი, ექოსკოპიურად თირკმლებში კისტები არ აღინიშნება; 4. დონორის ასაკი > 65წ.

387

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი წარმოადგენს თირკმლის დონაციის აბსოლუტურ უკუჩვენებას გვამური დონორის შემთხვევაში?

388

რა შემთხვევაშია თირკმლის ტრანსპლანტაცია დასაშვები ცოცხალი დონორისაგან?

389

რა პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ გვამური დონორის შერჩევისას ცოცხალი დონაციისგან განსხვავებით: 1. გვამური დონორის და რეციპიენტის წყვილის შერჩევისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს „HLA“ შეთავსებადობის ხარისხს რისკის სხვა ფაქტორებთან (ასაკი, დიალიზზე ყოფნის ხანგრძლივობა) შედარებით; 2. დასაშვებია თირკმლის ტრანსპლანტაცია შაქრიანი დიაბეტით ავადმოყოფისაგან, თუ გამოხატული არ არის მძიმე დიაბეტური ნეფროპათია; 3. გვამური დონორის და რეციპიენტის წყვილის შერჩევისას ისინი უნდა იყონ „ABO“ იდენტური (შეთავსებადობა არ არის საკმარისი); 4. დასაშვებია თირკმლის ტრანსპლანტაცია ავადმყოფიდან, რომელსაც აღენიშნებოდა ფილტვის კიბო, თირკმელში მეტასტაზის არსებობის გამორიცხვის შემდეგ

390

რომელი „HLA“ ანტიგენების მიხედვით ხდება დონორ-რეციპიენტის წყვილების შერჩევა გვამური ტრანსპლანტაციის შემთხვევაში?

391

ყველაზე მეტად რომელი „HLA“ ანტიგენების შეუთავსებადობას უკავშირდება ტრანსპლანტატის დისფუნქცია გადანერგვიდან პირველი ექვსი თვის განმავლობაში?

392

რა შემთხვევაშია ნაჩვენები თირკმლისა და ღვიძლის კომბინირებული ტრანსპლანტაცია?

393

იმუნოსუპრესიული მედიკამენტების რომელი კომბინაცია არ მოქმედებს კალცინევრინზე?

394

რომელი ჯგუფის ანტიჰიპერტენზიული მედიკამენტები ამცირებს პოსტტრანსპლანტაციური მწვავე ტუბულური ნეკროზის რისკს?

395

ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან რომელია ჭეშმარიტი?

396

ქვემოთ ჩამოთვლილი მედიკამენტებიდან რომელი მიეკუთვნება ჰუმანიზებულ მონოკლონურ ანტისხეულებს: 1. მურონომაბი („OKT3“); 2. ანტითიმოციტური გლობულინი; 3. რიტუქსიმაბი; 4. დაკლიზუმაბი

397

თირკმლის ტრანსპლანტაციისას გამოყენებული რომელი იმუნოსუპრესიული მედიკამენტი ხასიათდება ნეფროტოქსიურობით?

398

რომელი ანტივირუსული პრეპარატის გამოყენებაა რეკომენდებული ციტომეგალოვირუსული ინფექციის საპროფილაქტიკოდ თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ?

399

რომელი ანტივირუსული პრეპარატია ეფექტური თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ განვითარებული სიმპტომური ციტომეგალოვირუსული ინფექციის სამკურნალოდ?

400

რომელ შემთხვევაში უნდა ჩატარდეს ანტივირუსული პრეპარატით ციტომეგალოვირუსის პროფილაქტიკა თირკმლის რეციპიენტში, რომელსაც უტარდება მონოკლონური ან პოლიკლონური ანტისხეულებით ინდუქციური თერაპია: 1. თირკმლის დონორი „CMV“ (+), რეციპიენტი „CMV“ (-); 2. თირკმლის დონორი „CMV“ (-), რეციპიენტი -„CMV“ (+); 3. თირკმლის დონორი „CMV“ (+), რეციპიენტი „CMV“ (+); 4.თირკმლის დონორი „CMV“ (-), რეციპიენტი „CMV“ (-)

განმარტებები