სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ნეფროლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ნეფროლოგია სალიცენზიო
რამდენია თირკმლის განმეორებითი ტრანსპლანტაციის შემთხვევაში ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზის რეციდივის რისკი, თუ პირველ ტრანსპლანტატში ადგილი ჰქონდა ამ დაავადების რეციდივს?
ფოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზის (ფსგს) რომელი ფორმის შემთხვევაში არის ტრანპლანტატში რეციდივის განვითარების რისკი ყველაზე მაღალი?
ტრანსპლანტატში რომელი დაავადების რეციდივის შემთხვევაშია ნაჩვენები პლაზმაფერეზი და იმუნოსორბცია?
რომელი დაავადება წარმოადგენს თირკლმის ტრანსპლანტაციისთვის არასასურველ ვარიანტს ტრანპლანტატში რეციდივის განვითარების მაღალი რისკის გამო?
რამდენია თირკმლის ტრანპლანტატში მემბრანული ნეფროპათიის რეციდივის განვითარების რისკი მოზრდილ პაციენტებში?
რომელი დებულებაა ჭეშმარიტი თირკმლის ტრასნპლანტატში მემბრანულ-პროლიფერაციული გლომერულონეფრიტის (მპგნ) რეციდივთან დაკავშირებით: 1. მპგნ-ის მეორე ტიპის (მკვრივი დეპოზიტების დაავადება) შემთხვევაში თირკმლის ტრანსპლანტაცია უკუნაჩვენებია რეციდივის მაღალი რისკის გამო; 2. მპგნ-ის მეორე ტიპის შემთხვევაში ტრანსპლანტატში რეციდივი 85-100%-ში ვითარდება; 3. ტრანსპლანტატში მპგნ-ის რეციდივის შემთხვევაში ეფექტურია პრედნიზოლონით, ციკლოფოსფამიდითა და პლაზმაფერეზით კომბინირებული მკურნალობა; 4. მორეციდივე მპგნ-ის ეფექტური მკურნალობა ცნობილი არ არის
რომელია ქვემოთ მოყვანილი დებულებებიდან ჭეშმარიტი?
რომელი ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ ბაზალური მემბრანის საწინააღმდეგო ანტისხეულებით განპირობებული გლომერულონეფრიტის შედეგად განვითარებული თქუ-ს შემთხვევაში?
რომელი დებულებაა სწორი ლუპუს-ნეფრიტით გამოწვეული თქუ-ს შემთხვევაში თირკმლის ტრანპლანტაციასთან დაკავშირებით: 1. სისტემური წითელი მგლურა არ წარმოადგენს თირკმლის ტრანსპლანტაციის უკუჩვენებას; 2. მაღალია ტრანსპლანტატში დაავადების რეციდივის განვითარების სიხშირე; 3. თუ პაციენტი იმყოფებოდა ძლიერ იმუნოსუპრესიულ თერაპიაზე, უმჯობესია მკურნალობის დაწყება დიალიზით და თირკმლის გადანერგვა 1-2 წლის შემდეგ 4. რეციდივის საპროფილაქტიკოდ რეკომენდებულია გაძლიერებული იმუნოსუპრესია
რომელი დებულებაა სწორი შონლაინ-ჰენოხის პურპურით გამოწვეული თქუ-ს შემთხვევაში თირკმლის ტრანსპლანტაციასთან დაკავშირებით: 1. გადანარეგვიდან 5 წლის განმავლობაში ტრანსპლანტატში დაავადების რეციდივი თითქმის 100%-ში ვითარდება; 2. ჰისტოლოგიურად დაავადების რეციდივი გამოიხატება მეზანგიუმში „IgA“-ს დეპოზიტების ჩალაგებაში; 3. დაავადების რეციდივისთვის დამახასიათებელია თირკმლის უკმარისობის განვითარება შარდის სინდრომის გარეშე; 4. დაავადების რეციდივი უფრო ხშირია ბავშვებში მოზრდილებთან შედარებით
რომელი დაავადება ითვლება თირკმლის ტრანპლანტაციის უკუჩვენებად?
თირკმლის ტრანსპლანტატში რომელი დაავადების რეციდივისას არის ნაჩვენები ციკლოფოსფამიდითა და მაღალდოზიანი სტეროიდებით კომბინირებული მკურნალობა? 1.ვეგენერის გრანულომატოზი; 2. მემბრანოპროლიფერაციული გლომერულონეფრიტი; 3. მიკროსკოპული პოლიანგიიტი; 4. ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომი
თუ თქუ განვითარდა ხმელთაშუა ზღვის ცხელებით გამოწვეული ამილოიდოზის ფონზე, რომელი ტაქტიკითაა შესაძლებელი დაავადების რეციდივის პროფილაქტიკა ტრანსპლანტირებულ თირკმელში?
რომელი მედიკამენტის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრანსპლანტატში ჰემოლიზურ-ურემიული სინდრომის განვითარება?
რომელი დებულებაა მცდარი დიაბეტური ნეფროპათიის ფონზე განვითარებულ თქუ-სთან დაკავშირებით?
რომელი ტაქტიკაა გამართლებული პირველი ტიპის პირველადი ჰიპეროქსალურიის და თქუ-ს შემთხვევაში?
რომელი დებულებაა ჭეშმარიტი ცისტინოზით განპირობებული თქუ-ს შემთხვევაში?
რომელი დებულებაა სწორი თირკმლის ტრანსპლანტაციის შემდეგ თრომბოზული გართულებების რისკთან დაკავშირებით?
რომელია ჭეშმარიტი დებულება დიაბეტური ნეფროპათიით გამოწვეული თირკმლის ქრონიკული დაავადების შემთხვევაში: 1. თირკმლის ტრანსპლანტაცია დაკავშირებულია სიკვდილობის გაზრდილ რისკთან, რის გამოც ასეთი პაციენტების არჩევის თერაპიაა ჰემო- ან პერიტონეული დიალიზი; 2. თუ პაციენტს აღენიშნება გულის იშემიური დაავადება, უმჯობესია თირკმლის ტრანსპლანტაცია და შემდეგ კორონარული შუნტირების ან სტენტირების ჩატარება; 3. თირკმლის იზოლირებული ტრანსპლანტაცია შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1-ის შემთხვევაში აბსოლუტურად უკუნაჩვენებია; 4. თირკმლის ტრანსპლანტაცია არ ამცირებს ამავროზისა და კიდურების განგრენის სიხშირეს
რომელი გამოკვლევის ჩატარებაა დაუშვებელი ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში თირკმლის ტრანსპლანტაციის წინ კორონარული სისხლის მიმოქცევის შესაფასებლად?