სავარჯიშო ტესტები › სალიცენზიო › ორთოპედია ტრავმატოლოგია სალიცენზიო · შეცდომებზე მუშაობა
ორთოპედია ტრავმატოლოგია სალიცენზიო
38 წლის ქალმა მიიღო დახურული მოტეხილობა მარცხენა ლავიწის ძვლის შუა მესამედში. ერთი წლის შემდეგ რენტგენზე ვიზუალურად ჩანს ჰიპერტროფირებული შეუხორცებელი ლავიწი. მისი ძირითადი ჩივილია სისუსტე ხელში და პარესთეზია. ეს უკანასკნელი აღინიშნება პატარა და უსახელო თითებზეც, როცა ხელს სწევს თავს ზემოთ. შესაბამისი დიაგნოზია:
რომელი შემდგომი ნიშნებია დამახასიათებელი თვით დაზიანებისათვის.
საჩვენებელი თითის რადიაციული ამპუტაციის შემდგომი დისფუნქციური ტკივილი აღიკვეთება:
38 წლის კაცი ჩამოვარდა სახურავიდან და დაიზიანა მარჯვენა მხარი. რენტგენზე ჩანს მხრის წინა ამოვარდნილობა დიდი ბორცვის მოტეხილობით. დახურული წესით მხარი ჩასწორდა, მაგრამ ბორცვის ფრაგმენტი გადაადგილდა 2 სმ-ით პროქსიმალურად. მკურნალობა მდგომარეობს შემდეგში:
72 წლის ქალმა განიცადა მხრის ძვლის დიაფიზის დახურული, მცირედ შეცილებული, განივი მოტეხილობა. ნეიროვასკულარული ან სხვა დაზიანებათა გარეშე. მკურნალობა მდგომარეობს შემდეგში:
19 წლის კალათბურთელს ძლიერად გაეშალა საჩვენებელი თითი ნებფალანგის სახსარიში. მწვრთნელი წარუმატებლად ეცადა /ჩაეგდო/ თითი უკან მისი დაქაჩვით. ერთი საათის შემდეგ სასწრაფო დახმარების კაბინეტში დახურული ჩასწორების მეორე ცდა ადგილობრივი ანესთეზიით უშედეგოდ დამთავრდა. მკურნალობა უნდა მოიცავდეს:
45 წლის მდივანი ოთხი თვის შემდეგ სხივის ძვლის დისტალური ბოლოს მოტეხილობიდან უჩივის ტკივილს და მოძრაობის შეზღუდვას მაჯაში და თითში. ყველაზე სავარაუდო დიაგნოზია:
18 წლის მამაკაცმა ერთი კვირის წინ ფეხბურთის თამაშის დროს დაიჭიმა მაჯა. ეს უკანასკნელი მტკივნეულია და მცირედ შესივებული. არის დაჭიმულობა ანატომიურ /სნუფფ-ბოხ/-ში. რენტგენი ნორმის ფარგლებში. ყველაზე საიმედო განსაზღვრა არის თუ არა ნავისებური ძვლის მოტეხილობა ცდომის გარეშე არის:
25 წლის ფოლადზე მომუშავე მუშაობისას წაიქცა და განიცადა მოტეხილობა. დახურულმა მანიპულაციამ ზოგადი ანესთეზიის ქვეშ მნიშვნელოვნად გამოასწორა ფრაგმენტის პოზიცია და სრულიად შეამსუბუქა მწვავე მაჯის გვირაბული სინდრომი. ერთი კვირის შემდეგ რენტგენზე გამოჩნდა 3 მმ-ანი დაცილება ორი ინტრაარტიკულარული ფრაგმენტისა. თქვენი რეკომენდაცია იქნება:
კიდურის დაზიანების შემდეგ, ჩატარებული თავისუფალი ნაფლეთით დაფარვას, რა დროის ფარგლებში აქვს ყველაზე ნაკლები გართულებები:
გონების დაკარგვის შემდეგ 22 წლის მამაკაცი, რომელიც ახლა აზრზეა და კონტაქტური უჩივის შესიებას და ტკივილს წინამხრის ვოლარულ მიდამოში. ნაკვეთურებს შორის საწყისი მანომეტრული წნევის მონაცემები არის 25 მმ/Hგ. ერთი საათის შემდეგ პაციენტს განუვითარდა: წინამხრის ვოლარული ტკივილი თითის პასიური დაჭიმვისას, ქვედა საშუალო ნერვის საინერვაციო ზონის ჰიპერესთეზია და ნაკვეთურებს შორის წნევა გახდა 42 მმ/Hგ. მკურნალობა უნდა წარიმართოს:
45 წლის ქალი პოლიტრავმით შემოყვანილია სასწრაფო დახმარების განყოფილებაში შოკურ მდგომარეობაში. ჩაუტარდა რეანიმაცია. აღენიშნება გულმკერდის მძიმე დაზიანება და იპსილატერალურად ბარძაყისა და წვივის ძვლების დიაფიზის მოტეხილობა. პაციენტი გონზეა, კონტაქტური, წნევა ნორმის ფარგლებში. მიზანშეწონილია სხივის არტერიაში კანულის ჩადგმა არტერიული სისხლის გაზებზე დასაკვირვებლად. რა უნდა ჩაუტარდეს კოლატერალური სისხლის მიმოქცევის შესამოწმებლად კანულის ჩადგმამდე?
მოტოციკლეტით ავარიის შემდეგ 20 წლის კოლეჯის სტუდენტმა მიიღო მრავლობითი დაზიანებები. მას აღენიშნება: ჰემოპნევმოთორაქსი, ბარძაყის მოტეხილობა და იპსილატერალური მხრისა და წინამხრის ორივე ძვლის დახურული მოტეხილობა ცდომით. პაციენტის მდგომარეობა სტაბილიზირებულია და შეყვანილია საოპერაციოში. ბარძაყის მოტეხილობის სტაბილიზაციის შემდეგ, მხრისა და წინამხრის მოტეხილობებს უნდა ვუმკურნალოთ:
5 წლის ბიჭს საავტომობილო ინციდენტის შემდეგ აღენიშნება მარჯვენა ბარძაყის დახურული დიაფიზარული მოტეხილობა. აღენიშნება რბილი ქსოვილების შეშუპება. ნეიროვასკულარული სტატუსი ნორმალურია. რეკომენდირებული მკურნალობაა:
11 წლის ბიჭმა დაიზიანა წვივი ცხენიდან გადმოვარდნის შედეგად. რენტგენოლოგიური გამოკვლევა აჩვენებს /სალტერ-ჰარრის/ ის მეოთხე ტიპის დაზიანებას ასევე წვივის ეპიფიზის მედიალურ მხარეზე დაახლოებით 3მმ-ის ცდომას. ნეიროცირკულატორული სტატუსი ნორმალურია. რეკომენდირებული მკურნალობაა:
4 წლის ბიჭს აღენიშნება არაშეცილებული მწვანე ყლორტის ტიპის მოტეხილობა, მარჯვენა პროქსიმალურ წვივის დიდი ძვლის მეტაფიზზე. წვივის მცირე ძვალი ინტაქტურია. კიდური გაშლილ მდოგომარეობაში, 6 კვირის განმავლობაში იყო თაბაშირით ფიქსირებული. 6 თვის შემდეგ მას ქონდა 20 გრადუსიანი გენო ვალგუმი 10 გრადუსიანი სხვაობით მარცხენასთან შედარებით. კიდურის ფუნქცია ნორმალურია. მშობლებს აღელვებს ქვედა კიდურების ასიმეტრიულობა. რეკომენდირებული მკურნალობაა:
10 წლის ბიჭს აღენიშნება შეცილებული განზიდული ტიპის მოტეხილობა მხრის ძვლის დისტალურ ნაწილში. ნეიროვასკულარული სტატუსი ნორმალურია. მოტეხილობა ჩასწორდა, დაედო თაბაშირი იდაყვის 110 გრადუსით მოხრილ მდგომარეობაში, პაციენტი აყვანილ იქნა ობსერვაციაზე. 1 სთ-ის შემდეგ მას აღენიშნება მზარდი ტკივილი წინამხარში და არ შეუძლია თითების გაშლა. მას აქვს ტკივილი თითების პასიური გაშლის დროსაც, მკურნალობა მოიცავს:
დახურული, შეცილებული სხივის და იდაყვის ძვლის მოტეხილობის ღია ჩასწორებისა და შიგნითა ფიქსაციის შემდეგ, 15 წლის გოგონას განუვითარდა ტაქიკარდია, კუნთოვანი კონტრაქტურა და სხეულის ტემპერატურის მატება 40 გრადუს ცელსიუსამდე. პაციენტს ჩაუტარდა ანესთეზია "Halotahne"-ით და გაკეთებულ იქნა "succinylcholine". რეკომენდირებული მკურნალობაა:
ბარძაყის ძვლის განივი მოტეხილობის ლურსმნით ძვალშიდა დახურული ოსტეოსინთეზის შემდეგ გასულია რვა საათი, ექთანმა შემჩნია, რომ პაციენტს შეუძლია ყველა კიდურის მოძრაობა, გარდა მარჯვენა წვივისა, სადაც მოძრაობის სიფართე შეზღუდულია. პაციენტს ღვიძავს და კონტაქტურია. სასიცოცხლო მონაცემები სტაბილურია, ტერფზურგის დორსალურ ზედაპირზე პულსი ინტაქტურია, მარჯვენა ქვედა კიდური თბილია. მარჯვენა ქვედა კიდურის ბარძაყზე აღინიშნება Aშეშუპება. Aღინიშნება წვივის კუნთების სისუსტე და პარესთეზია ტერფზურგის ზედაპირზე. ქირურგმა უნდა გააკეთოს:
22 წლის მამაკაცი მიყვანილია სასწრაფო დახმარების ოთახში /ანტიშოკურ შარვალში/ ავტოსაგზაო ავარიის შემდეგ. იგი აგზნებულია, წნევა- 65/40 მმ/ჰგ. მისი მუცელი სწრაფად ფართოვდება.?? პაციენტი, დიაგნოსტიკური კვლევების გარეშე, პირდაპირ შეყვანილია საოპერაციო ოთახში სიცოცხლის გადარჩენის ღონისძიებების ჩატარების მიზნით. ზოგადი ქირურგების მიერ ჩატარდა გადაუდებელი ლაპარატომია, ამოღებული იქნა გაგლეჯილი ელენთა და აგრეთვე დასმულია მარჯვენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობის დიაგნოზი. მკურნალობაში კიდევ უნდა შედიოდეს: