სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
70 წლის ავადმყოფი შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით: თავბრუსხვევა, წონასწორობის დარღვევა, პერიოდულად გონების დაბინდვა, ყურებში შუილი, სიმძიმის შეგრძნება გულის არეში. ობიექტურად: მაჯა რიტმული 35-40 წუთში, გულის ტონები მოყრუებული, საზღვრები გადიდებული მარცხნივ, არტერიული წნევა 180/95 „mmHg“. ეკგ - მარცხენა ტიპის. ეკგზე გამოსახულია წინაგულოვანი „P“ კბილებიც და პარკუჭოვანი დეფორმირებული „QRST“ კომპლექსები. „P“ კბილებსა და „QRST“ კომპლექსების რაოდენობა სხვადასხვაა („P“ კბილების სიხშირე მეტია). „RR“ ინტერვალებიც და „PP“ ინტერვალებიც თანაბარია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან აირჩიეთ შესაბამისი პათოლოგია:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი იწვევს არაინფარქტისეული „Q“ კბილის გაჩენას III და „aVF“ განხრებში?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია გულის რუპტურის ყველაზე სარწმუნო ნიშანი?
ქვემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიებიდან რომელი იწვევს ყველაზე მდგრად და მკვეთრ ბრადიკარდიას?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან როდისაა კარდიომეგალია უფრო მკვეთრად გამოხატული?
არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობაში ბეტა-ადრენობლოკატორების გამოყენების მიზანშეწონილობა განპირობებულია:
პაციენტს აღენიშნება ძლიერი ტკივილი მკერდის ძვლის უკან, ტაქიკარდია, ქოშინი, პროფუზული ოფლიანობა. ტკივილი გადაეცემა მხრებში და ბეჭებში და თანდათან მიგრირებს წელში, მენჯის არესა და ქვედა კიდურებში. სავარაუდო დიაგნოზია:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელია გულის ინფარქტის ყველაზე ხშირი და ადრეული გართულება?
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი ეკგ ცვლილებები არ არის დამახასიათებელი სტენოკარდიისთვის?
რა არ არის დამახასიათებელი დრესლერის სინდრომისთვის?
მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს ელექტროკარდიოგრამაზე არ აღინიშნება:
ქვემოთ ჩამოთვლილი ანტიარიტმიული პრეპარატების კლასებიდან რომელია მემბრანომასტაბილიზირებელი?
პაციენტს აწუხებს დისკომფორტის შეგრძნება გულის არეში, აღნიშნავს გულის შეფრთხიალების შეგრძნებას, თითქოს მის შემობრუნებას, ჩავარდნას. ეკგ-ზე პერიოდულად აღინიშნება: მაღალამპლიტუდიანი, გაფართოებული, დეფორმირებული „QRS“ კომპლექსი, რომელიც გადადის „T“ კბილში „ST“ სეგმენტის გარეშე. „T“ კბილი მიმართულია „QRS“ კომპლექსის დისკორდანტულია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი შეესაბამება აღნიშნულ ცვლილებებს?
ფილტვისმიერი გული არ ვითარდება:
ფლინტის შუილი დამახასიათებელია:
ადამს-სტოქსის სინკოპეს (სინდრომის) მიზეზია:
პულსური წნევის გაზრდა დამახასიათებელია:
ორთოსტატიკური ჰიპოტენზიას არ იწვევს:
ფილტვის არტერიის ჰიპერტენზიისთვის დამახასიათებელი აკუსტიკური ფენომენია:
მეორე ტონის ("S2") პარადოქსული გახლეჩის ყველაზე ხშირი მიზეზია: