სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა
სამკურნალო რეზიდენტურა
პრინცმეტალის სტენოკარდიისათვის არ არის დამახასიათებელი:
ვარიანტული სტენოკარდიის ძირითადი მექანიზმია:
აორტული სარქვლის ნაკლოვანების მიზეზები არ შეიძლება იყოს:
ბავშვობის ასაკიდან არსებული სისტოლო-დიასტოლური შუილი II-III ნეკნთაშუა სივრცეში მარცხნივ ყველაზე მეტად ახასიათებს:
II ტონის გაძლიერება ფილტვის არტერიაზე არ ახასიათებს:
მაღალი პულსური წნევა, ტრაუბეს ორმაგი ტონი, დიუროზიეს შუილი სისხლძარღვებზე, სწრაფი და მაღალი პულსი, თავის ქნევა ახასიათებს:
ქრონიკული ფილტვისმიერი გულის განვითარების ყველაზე ხშირი მიზეზია:
II ხარისხის არასრული ატრიოვენტრიკულური ბლოკადის (მობიცის II ტიპი) ეკგ-ნიშნებია:
დილატაციური კარდიომიოპათიის დროს აღინიშნება:
ანტიარითმულ პრეპარატებს არ მიეკუთვნება:
ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის მართებული ინფექციურ ენდოკარდიტთან მიმართებაშის:
გულის მანკების ყველაზე გავრცელებული ფირმაა:
ქვემოთ ჩამოთვლილ პაციენტთაგან რომელს დაუსვამდით აორტული ნაკლოვანების დიაგნოზს?
გულის იშემიური დაავადების განვითარების რისკ-ფაქტორი არ არის:
რომელი დებულება არ არის ჭეშმარიტი ვარიანტული (პრინცმეტალის) სტენოკარდიის შესახებ?
ავადმყოფს აწუხებს გულის ნაკლოვანების მოვლენები (ქოშინი, მოსვენებითი ტაქიკარდია, შრომის უნარის დაქვეითება, ქვემოკიდურების შეშუპება), შარდის რაოდენობის შემცირება. ობიექტურად: არტერიული წნევა სტაბილურად მომატებულია, ზედა და ქვედა კიდურებში წნევათა მკვეთრი სხვაობა, სისხლძარღვოვანი კოლატერალური ქსელი სხეულის ზედა ნაწილში, უხეში სისტოლური შუილი აორტის მოსასმენ წერტილში ირადიაციით მსხვილი სისხლძარღვების გაყოლებით, პულსი ასიმეტრიული ზედა კიდურებზე, ეკგ-ზე მარცხენაგრამა, რენტგენოლოგიურად მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფია. ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელია აღნიშნული მოვლენების მიზეზი?
ავადმყოფს აწუხებს დაძაბვის სტენოკარდიის ხშირი შეტევები, გულის ნაკლოვანების მოვლენები, ზოგჯერ გულის წასვლის ეპიზოდები. ობიექტურად: პულსი დაბალი, გახანგრძლივებული და გაიშვიათებული. მოსმენით 5-წერტილში და აორტის მოსასმენ არეში აღინიშნება კრეშჩენდოდეკრეშჩენდოს ტიპის მეზოსისტოლური შუილი. არტერიული წნევა ნორმის ფარგლებში. ეკგ-ზე, რენტგენოლოგიურად და ექოკარდიოგრაფიულად მარცხენა პარკუჭის გამოხატული ჰიპერტროფია. აღნიშნული მოვლენების მიზეზი შეიძლება იყოს:
58 წლის ავადმყოფი შემოიყვანეს მიმღებ განყოფილებაში ცნობიერების დაბინდვისა და ეპილეპსიისმაგვარი კრუნჩხვების შეტევების მოვლენებით. ანამნეზში აღენიშნება მაღალი არტერიული წნევა, მკვეთრი ბრადიკარდია, თავბრუსხვევები, გულის ნაკლოვანების მოვლენები. ობიექტურად: სისხლის წნევა 220/100 „mmHg“, პულსი 38 წუთში, რიტმული, მოისმინება IV ტონი, ეკგ-ზე ყველა კბილი კარგადაა გამოხატული, „P“ კბილების და „QRST“ კომპლექსების კორდინაცია დარღვული, „P“ კბილების რაოდენობა ბევრად აღემატება „QRST“ კომპლექსების რაოდენობას, შესაბამისად „RR“ ინტერვალების ხანგრძლივობა მეტია „PP“ ინტერვალების ხანგრძლივობაზე, „PR“ ინტერვალები კი - არათანაბარია. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან აღნიშნული მოვლენების უმთავრესი მიზეზია:
52 წლის ავადმყოფი შემოიყვანეს ინტენსიური თერაპიის ბლოკში ძლიერი და გახანგრძლივებული ანგინური ტკივილის შეტევით გულის არეში, ავადმყოფი აგზნებულია, აღენიშნება უხვი ოფლი, კანკალი, სიკვდილის შიში. ობიექტურად: პულსი არიტმიული (ერთეული ექსტრასისტოლია), 120 წუთში, არტერიული წნევა 180/100 „mmHg“, გულის ტონები მოყრუებული, სისტოლური შუილი მწვერვალზე. ეკგ-ზე „ST“ სეგმენტის ელევაცია და "იშემიური" „T“ კბილები გულმკერდის განხრებში. ნიტროგლიცერინის ინტრავენური გადასხმისა და დიაზეპამის ინექციის შემდეგ ტკივილი მოეხსნა, არტერიული წნევა დაუბრუნდა "სამუშაო დონეს". აღნიშნული მოვლენების შესაძლო მიზეზია:
50 წლის ავადმყოფი, შემოვიდა კლინიკაში ჩივილებით: გულის ფრიალი, ადვილად დაღლა, ქოშინი, უძილობა, ფეხების შეშუპება, ყრუ ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში. ობიექტურად: აკროციანოზი, ტაქიპნოე, პულსი 80 წუთში, რიტმული, არტერიული წნევა 115/80 „mmHg“, გულის საზღვრები პერკუსიით გადიდებულია გარდიგარდმო, მოსმენით სისტოლური და დიასტოლური შუილები მწვერვალზე და V წერტილში, II ტონის აქცენტი ფილტვის არტერიაზე. ფილტვების მოსმენით ქვედა წილებში სველი წვრილბუშტუკოვანი ხიხინი, ღვიძლი ნეკნთა რკალს სცილდება 6 სმ-ით, ქვედა კიდური შეშუპებულია მუხლებამდე. ეკგ მარჯვენა ტიპის, „RR“ ინტერვალები თანაბარია, აღინიშნება „f“ ტალღები, პარკუჭოვანი კომპლექსები დეფორმაციის გარეშე. გამოიცანით არიტმიის სახეობა.