QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1461

7 წლის ბიჭი, მძიმე მდგომარეობაში შემოიყვანეს კლინიკაში, 410C ტემპერატურით, ძლიერი ყელის ტკივილით, დისფაგიით და ნერწყვდენით. რომელი კვლევა უნდა ჩატარდეს დიაგნოზის დასაზუსტებლად?

1462

2 წლის ბავშვი მეხუთედ მოთავსდა კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით. ბავშვს აღენიშნება შემაწუხებელი ხველა ბლანტი, წებოვანი ნახველით, სუბფებრილიტეტი, ინტოქსიკაციის გარეშე. ფილტვებში მოსმენით სხვადასხვა ყალიბის სველი და კრეპიტიული ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია:

1463

2 წლის ბავშვი მეხუთედ მოთავსდა კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით. ბავშვს აღენიშნება შემაწუხებელი ხველა ბლანტი, წებოვანი ნახველით, სუბფებრილიტეტი, ინტოქსიკაციის გარეშე. ფილტვებში მოსმენით სხვადასხვა ყალიბის სველი და კრეპიტიული ხიხინი. პირველ რიგში რა გამოკვლევა უნდა ჩატარდეს დიაგნოზის დასაზუსტებლად?

1464

5 წლის გოგონა, შემოყვანეს კლინიკაში შემაწუხებელი ხველით, ინტოქსიკაციითა და სუნთქვის უკმარისობის ნიშნებით. ავადაა 6 დღეა. ფილტვების მოსმენით მარჯვნივ ,ქვემო წილში შესუსტებული სუნთქვა. რენტგენლოგიურად აქვე მასიური ინფილტრაცია, ინფილტრაციის ფონზ ეჩანს 2 ჰაეროვანი ღრუ. სავარაუდო დიაგნოზია:

1465

3 წლის გოგონა მოათავსეს ბავშვთა რეანიმაციულ განყოფილებაში სუნთქვის უკმარისობის კლინიკური ნიშნებით. გამოხატულია გულ-მკერდის ასიმეტრულობა -მარჯვენა მხარეზე ნეკნთაშუა არეების გამოდრეკა. პერკუსიით ტიმპანიტი, ფილტვების მოსმენით მარჯვნივ სუნთქვა შესუსტებულია. რენტგენოლოგიურად მარჯვნივ ფილტვის ქსოვილი შეჭმუხნულია, შუასაყარი გადაწეულია მარცხნივ. თქვენი სავარაუდო დიაგნოზი და პირველადი გასატარებელი ღონისძიებებია:

1466

2 წლის გოგონა, მწვავე სუნთქვის უკმრისობის კლინიკური სურათით, მოთავსდა ბავშვთა რეანიმაცულ განყოფილებაში. სუნთქვის უკმარისობა განვითარდა მოულოდნელად, ბავშვის თამაშის დროს. ფილტვების აუსკულტაციით მარჯვენა მხარეს სუნთქვა არ ტარდება. რენტგენოლოგიურად მარჯვენა ფილტვი შეჭმუხნულია, შუასაყრის ორგანოები გადაწეულია მარჯვნივ. თქვენი სავარაუდო დიაგნოზი და პირველადი გასატარებელი ღონისძიებებია:

1467

5 წლის ბიჭი შემოიყვანეს კლინიკაში მარჯვენა ფერდქვეშა არეში მუცლის ძლიერი ტკივილით და ხველით. დიარეა და ღებინება არ აქვს. გასინჯვით პულსი წთ-ში 112', სუნთქვა წთ-ში 45', ტემპერატურა - 38,8C. მუცლის პალპაციით მარჯვენა ზედა კვადრატში მცირედი დაჭიმულობა. დიაგნოზის დასადგენად პირველ რიგში უნდა გაკეთდეს:

1468

დედამ მიმღებ განყოფილებაში მოიყვანა 5 წლის ბავშვი. დედის გადმოცემით ბავშვს 8 საათის წინ აუწია სიცხემ 39,8C-დე, გაუჭირდა სუნთქვა, ვერ ჭამს, ვერ სვამს, აქვს ნერწყვდენა, სტრიდორი და არა ადექვატურად ლაპარაკობს. სავარაუდო დიაგნოზია:

1469

ტუბ. ინტოქსიკაციის დროს უხშირესად აღინიშნება:

1470

მილიარული ტუბერკულოზისთვის დამახასიათებელია:

1471

ფალოს ტეტრადის ანატომიური ნიშნებია ყველა ქვემოთ ჩამოთვლილი, გარდა:

1472

რას ახასიათებს პულსის გაქრობა?

1473

გულის რომელი მანკის დროს არ ვლინდება პულსაცია ბარძაყის არტერიაზე ან აღინიშნება მისი მკვეთრი შემცირება?

1474

გულის რომელ პათოლოგიას არ ახასიათებს პირველი ტონის გაძლიერება?

1475

ქვემოთ ჩამოთვლილიდან რა არ ახასიათებს ენდოკარდიულ ფიბროელასტოზს?

1476

ქვემოთ აღნიშნული გამოვლინებებიდან რომელი არ ახასიათებს ექსუდაციურ პერიკარდიტს?

1477

არარევმატული კარდიტის უხშირესი გამომწვევი არის:

1478

ფალოს ტრიადაში არ შედის:

1479

რევმატიზმის სადიაგნოსტიკო ძირითად (ჯონსის) კრიტერიუმებს არ განეკუთვნება:

1480

ბავშვობის ასაკში რევმოკარდიტის ფონზე ყველაზე ხშირად ვითარდება:

განმარტებები