QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1441

აირთა დიფუზია მაქსიმალურად ირღვევა:

1442

ბავშვებში "საზოგადოებრივი" (არაჰოსპიტალური) პნევმონიის სამკურნალო პირველი რიგის პრეპარატია:

1443

ფილტვებში პერკუსიით მოკლე ხმა არ ახასიათებს:

1444

მასტენოზებელი ლარინგოტრაქეიტის (კრუპის სინდრომის) შეტევას არ ახასიათებს:

1445

ახალშობილთა პნევმონიის დროს იშვიათად ვლინდება:

1446

ჩირქოვანი პლევრიტის (ემპიემის) უხშირესი გამომწვევია:

1447

პლევრიტის კლინიკური მონაცემებიდან რომელია არასწორად მითითებული?

1448

ჩირქოვანი პლევრიტის კლინიკურ მანიფესტაციას არ ახასიათებს:

1449

პნევმოთორაქსს ახასიათებს ყველა გარდა ერთისა:

1450

დისემინირებული (მილიარული) ტუბერკულოზის მახასიათებლებიდან რომელია არასწორი?

1451

რესპირაციულ ალერგოზს ახასიათებს:

1452

ექსუდაციური პლევრიტის შემთხვევაში არ ვლინდება:

1453

1,5 წლის ბავშვი, 2 დღის მწვავე რესპირაციული დაავადების ანამნეზით, მიიყვანეს მიმღებ განყოფილებაში. გამოხატული იყო გაძნელებული, ხმაურიანი სუნთქვა , წთ-ში>45, სასუნთქი კუნთების გაძლიერებული რეტრაქცია, ერთეული მყეფავი ხასიათის ხველა. მოსმენით - ფილტვის ნათელი ხმიანობა. რომელია სავარაუდო დიაგნოზი:

1454

კლინიკაში მიიყვანეს 6 თვის გოგონა შემაწუხებელი ხველით და სუნთქვის გაძნელებით. ზემო სასუნთქი გზების ინფექციით ავადაა ოჯახის კიდევ 2 წევრი. ფილტვების აუსკულტაციით ორივე ფილტვში დიფუზურად ისმის მსტვინავი ხასიათის ხიხინი და სველი ხიხინი. შეარჩიეთ სავარაუდო დიაგნოზი.

1455

2 წლის გოგონას ღამით დაეწყო ხველა, შეამცივნა, ტემპერატურამ აუწია 40C-დე. დილით ხველა გაძლიერდა, ტკივილი მარჯვენა გვერდში. ვლინდება გამოხატული ტაქიპნოე და გულმკერდის რეტრაქცია. რომელი გამოკვლევები უნდა ჩატარდეს პირველ რიგში?

1456

2 წლის გოგონას ღამით დაეწყო ხველა, შეამცივნა, ტემპერატურამ აუწია 40 C-დე. დილით ხველა გაძლიერდა, ტკივილი მარჯვენა გვერდში. რენტგენოლოგიურად მარჯვენა ფილტვში - მცირე ზომის კეროვანი ინფილტრაცია. სისხლში ლეიკოციტების რაოდენობატოლია 48 000 მმ3. სავარაუდო კლინიკური დიაგნოზია:

1457

2 წლის გოგონას ღამით დაეწყო ხველა, შეამცივნა, ტემპერატურამ აუწია 40C-დე. დილით ხველა გაძლიერდა, ტკივილი მარჯვენა გვერდში. რენტგენოლოგიურად მარჯვენა ფილტვში - მცირე ზომის კეროვანი ინფილტრაცია. სისხლში ლეიკოციტების რაოდენობატოლია 48 000 მმ3. რომელი ანტიბიოტიკებით დაიწყებთ მკურნალობას?

1458

3 წლის გოგონა მიიყვანეს მიმღებ განყოფილებაში 5 დღის ანამნეზით. დაავადება დაეწყო ორმხრივიკონიუქტივიტით, რინორეით, მშრალი ხველით. ტემპერატურამ აიწია 39C-დე, სუნთქვის აქტში გამოიხატა ნეკნთაშუა და მკერდ-ლავიწ-დვრილისებრი კუნთების აქტიური მონაწილეობა, სუნთქვის სიხშირე>46 წთ-ში. სავარაუდო დიაგნოზია:

1459

დედამ კლინიკაში მოიყვანა 9 თვის ჩვილი 2 დღის ანამნეზით. სუბფებრილიტეტით მიმდინარე ზემო სასუნთქი გზების ინფექციის გამოვლინებებს ღამით დაერთო სუნთქვის გაძნელება და მყეფავი ხველა. გასინჯვით ბავშვს აღენიშნებოდა ხმაურიანი სუნთქვა, წთ-ში 40', ტემპერატურა 38C, ცხვირის ნესტოების ბერვა, ნეკნთაშუა და ფერდქვეშა კუნთების გაძლიერებული რეტრაქცია.რომელია სავარაუდო დიაგნოზი?

1460

ქვემოთჩამოთვლილი რომელი ნიშანი არ ახასიათებს ეპიგლოტიტს?

განმარტებები