QBank

სავარჯიშო ტესტები › რეზიდენტურა › სამკურნალო რეზიდენტურა · შეცდომებზე მუშაობა

სამკურნალო რეზიდენტურა

2744 კითხვა · აირჩიე პასუხი და მაშინვე ნახავ შედეგს

1001

მეტაბოლური სინდრომისთვის არ არის დამახასიათებელი:

1002

ჭარბწონიანმა 42 წლის ქალმა მიმართა ექიმს დიასტოლური ჰიპერტენზიის გამო. გამოკვლევისას პაციენტს სახეზე აღენიშება პლეთორა, ჰირსუტიზმი, სიმსუქნე ტანის მიდამოში და ვარდისფერი სტრიები მუცლის ქვედა მიდამოში. ლაბორატორიული გამოკვლევებით აღინიშნება დილის და საღამოს კორტიზოლის დონის გაზრდა პლაზმაში. დაბალი დოზის დექსამეტაზონით სუპრესიის(დათრგუნვის) ტესტით კორტიზოლის სუპრესია არ მომხდარა, მაგრამ მაღალი დოზის დექსამეტაზონით სუპრესიისას ტესტმა გვიჩვენა კორტიზოლის სუპრესია. 24 საათიანი შარდის ტესტმა გამოავლინა თავისუფალი კორტიზოლის მაღალი დონე. ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი დებულება არ არის მართებული?

1003

49 წლის ქალი უჩივის ცხელებას, ტაქიკარდიას, მოუსვენრობას, ჰიპერტენზიას და ღებინებას. გასინჯვისას პაციენტს აღენიშნება ფარისებრი ჯირკვლის დიფუზური შეშუპება და სტრაბიზმი დიპლოპიით. სავარაუდო დიაგნოზი?

1004

კლინიკაში შემოსვლისას პაციენტი უჩივის თავის ტკივილს, სისუსტეს და დაღლილობას. ლაბორატორიული მონაცემებია: პლაზმაში ნატრიუმი 122 „mEq/L“; პლაზმის ოსმოლარობა 240 „mOsm/L“, შარდის ოსმოლარობა 455 „mOsm/L“. რომელი დიაგნოზი შეესაბამება ყველაზე მეტად მოცემულ მონაცემებს?

1005

38 წლის ქალს კისრის შუა ხაზის მიდამოში აღენიშნება მკვრივი, კვანძოვანი მასა. სისხლში გამოვლინდა თიროგლობულინების მიმართ ანტისხეულების არსებობა. ქვემოთჩამოთვლილიდა რომელია ყველაზე სავარაუდო დიაგნოზი?

1006

ქვემოთჩამოთვლილიდან რომელ პათოლოგიას შეუძლია გამოიწვიოს ამენორეა, გალაქტორეა და უშვილობა?

1007

კორტიზოლი არ ასოცირდება:

1008

რომელი ტიპის მრავლობითი ენდოკრნული ნეოპლაზიისთვის („MEN“) არის დამახასიათებელი გასტრინის ჰიპერსეკრეცია?

1009

თუ ფარული ავთვისებიანი სიმსივნე იწვევს მეორად ჰიპერკალცემიას, როგორი იქნება პარათირეოიდული ჰორმონის დონე?

1010

ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი არ არის დამახასიათებელი გლუკაგონომისათვის ღვიძლის მეტასტაზური სამსივნის დროს?

1011

გლუკაგონომის დროს კანის მხრივ ცვლილებები გამოვლინდება:

1012

ანტიდიურეზული ჰორმონის გამოსროლის ყველაზე ძლიერი ისმოსური სტიმულატორია:

1013

ანტიდიურეზული ჰორმონის სეკრეციის ყველაზე ძლიერი სტიმულატორია:

1014

ჰიპოფიზის სიმსივნის შემთხვევაში, ქვემოთჩამოთვლილიდან რომელი ტესტის ჩატარება არ არის აუცილებელი:

1015

რომელი პასუხია არასწორი კორტიზოლის კონცენტრაციის ზრდასთან დაკავშირებით:

1016

რომელი პასუხია სწორი კორტიზოლის კონცენტრაციის კლებასთან დაკავშირებით:

1017

ქვემოთჩამოთვლილთაგან რომელი პრეპარატი არ აბლოკირებს „T4“-ის გარდაქმნას „T3“ -ად.

1018

18 წლის მამაკაცს ბოლო 24 სთ-ის განმავლობაში აქვს მუცლის ტკივილი. რამდენიმე კვირაა თავს შეუძლოდ გრძნობს. დაიკლო 10 კგ. ძილის წინ სვამს დიდი ოდენობით სითხეს. „t“ – 37“C“0, „HR“ 115 წუთში, „T/A“ 110/70 მმ. ვწ. სვ. „RR“ 30 წთ-ში. კანი სველი აქვს, აგრესიულია და დაბნეულია. სავარაუდო დიაგნოზია:

1019

თირეოტოქსიკოზის დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს არ მიეკუთვნება:

1020

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რა არ არის მართებული უშაქრო დიაბეტთან მიმართებაში?

განმარტებები